2020-09-11

ავტომობილის მეტსახელები Vol.2

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 წინა ბლოგ-პოსტში, ჩვენ ვსაუბრობდით ავტომობილის მეტსახელებზე, რომლებიც 90-იან წლებში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ავტომობილების ბაზრობაზე გაჩნდა. ის იყო უნიკალური ადგილი, სადაც მოისმენდი ათას უცნაურ, თუ საინტერესო ისტორიას, შესაბამისად ვაგრძელებ რუბრიკას: „ავტომობილის მეტსახელები“ Vol.2

კვადრატი სივიკი - 1999 წელი იქნებოდა, ეზოში უფროსების საუბარს შევესწარი: „აუ ბიჭო ლაშამ, კვადრატი სივიკი იყიდა, იცი რას დადის“ ? დიდი ხანი ინტერესი მკლავდა, თუ რატომ ეწოდებოდა „კვადრატი“ ამა თუ იმ მოდელს, ან როგორ გამოიყურებოდა? 2003 წელს, ნანატრი დღე დადგა, უნდა მეყიდა პირველი მანქანა. მანქანების ბაზრობაზე, შევარჩიე მეოთხე თაობის ორკარიანი, 1991 წლის Honda Civic. შესამოწმებლად ახლობელთან უნდა მიმეყვანა, დავურეკე და ვუხსნი, ჰონდას ვყიდულობ და მინდა განახო. უცებ ჩემი ნაცნობი პასუხს მიბრუნებს: „რომელი შეარჩიე კვადრატი სივიკი“? თითქოს გონება განათდა, ჩემს წინ, ხომ ის მითიური „კვადრატი“ სივიკი იდგა, რომელიც უნდა მეყიდა. იაპონელს, ეს სახელი მისი ფორმებიდან გამომდინარე შეარქვეს.


მრგვალ ფარებიანი - 1995 წელს, ლეგენდარული მოდელის W124-ის შემცვლელად, Mercedes-Benz W210 მოგვევლინა. რამდენიმე წელიწადში, W210-ის ხილვა საქართველოშიც შეგვეძლო. ახალ მოდელს, „პერეგონშიკებმა“ უამრავი სახელი შეარქვეს, როგორიცაა „მრგვალ ფარებიანი ან გლაზასტი“. სახელის შთაგონების წყარო, მისი უცნაური ფორმები გახდა. „გლაზასტი მერსედესად“, ძირითადად რუსულენოვანი მყიდველი თუ გამყიდველი მოიხსენიებდა. გაზეთებში ქვეყნდებოდა უამრავი განცხადება, მაგალითად: იყიდება გერმანიიდან ჩამოყვანილი, მრგვალ ფარებიანი მერსედესი. 1998 წლის დეკემბრის გამოშვება, ავანგარდი, იდეალურ მდგომარეობაში.


დუტი პიცოტი - 1995 წელს, მეხუთე სერიის BMW E39-მა საკულტო მოდელი, E34 ჩაანაცვლა. ბავარიელების ახალი მოდელი, უფრო დაკუნთული გამოდგა, ვიდრე E34. ხალხმა სახელიც მარტივად შეურჩია „დუტი პიცოტი“. „жигаро дути пицотис калодкеби ра хирс” ?


მაცივარი - 2007 წლიდან, იაპონიიდან იმპორტირებული სუბარუ ფორესტერები გამოჩნდა. ისინი ძირითადად თეთრი ფერის იყო. დიზაინისა და ფერის გადამკიდე, ფორესტერს „მაცივარი“ შეარქვეს.


ბლანჟეიანი აუდი - 2012 წელს, ფოთის ტერმნალში საუბარს შევესწარი: „ჩემი ქვისლი მოსკოვიდან ჩამოვიდა, ბლანჟეიანი აშესტი დაითრია“, მე და ჩემმა მეგობარმა ერთმანეთს გადავხედეთ და მხრები ავიჩეჩეთ, უცებ ვერ მივხვდით თუ რომელ მოდელზე საუბრობდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ 2005 წლიდან წარმოებულ აუდს, მისი ცხაურის გადამკიდე „ბლანჟეიანად“ მოიხსენიებდნენ.


მსგავსი სტატიები

Mercedes-Benz G-Wagen - ნაწილი პირველი
Mercedes-Benz G-Wagen - ნაწილი პირველი
2019-11-26

აგერ უკვე 40 წელია რაც სინათლე იხილა და დაიპყრო მრავალი ადამიანის გულები. 13 წლის ვიყავი პირველად ქუჩაში, რომ ვნახე G კლასის W461 ყველგანმავალი და იმ დღიდან , დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორიაც. ეს ის პერიოდია , ეკონომიკური კრიზისი საქართ

1937 Mercedes-Benz 540K - ერთი მანქანის ისტორია
1937 Mercedes-Benz 540K - ერთი მანქანის ისტორია
2020-03-30

1937 წლის 20 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო ავტოშოუ ჩატარდა, ის პომპეზურად გერმანიის რეიხ კანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა გახსნა, ავტოშოუს ესწრებოდნენ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებიც, მათშორის ლუფტვაფეს მთავარსარდალი ჰერმან გერინგი.

Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი
Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი
2020-03-26

Ferrari ყველას არ ჰყავს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის რაღაც ისეთი, ბუმბერაზული, რომელსაც გვერდით ბევრს ვერავის ამოვუყენებთ. თვით Enzo Ferrari გვიჩვენებს, რა შეუძლია ნიჭიერ ადამიანს, თუ მას აქვს რკინის ნებისყოფა. 1984 წელს, 86 წლის გენიოს