Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი
2020-03-26

Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 Ferrari ყველას არ ჰყავს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის რაღაც ისეთი, ბუმბერაზული, რომელსაც გვერდით ბევრს ვერავის ამოვუყენებთ. თვით Enzo Ferrari გვიჩვენებს, რა შეუძლია ნიჭიერ ადამიანს, თუ მას აქვს რკინის ნებისყოფა. 1984 წელს, 86 წლის გენიოსმა უკანასკნელელად მოუხმო ზღვარდაუდებელ ფანტაზიას და ძალას, რათა შეექმნა მორიგი სპორტული მანქანა. პროექტს ხელმძღვანელობდა Ermanno Bonfiglioli, დიზაინზე მუშაობდა სადიზაინერო ატელიეს Pininfarina-ს თანამშრომლები: Leonardo Fioravanti და Pietro Camardella, ხოლო ძრავაზე პასუხისმგებელი, ინჟინერ-მექანიკოსი Nicola Materazzi გახლდათ. გუნდი ისე მუშაობდა, როგორც ტრადიციული შვეიცარული საათის მექანიზმი, ზუსტად და ეფექტურად, არავის სურდა მოხუცი გენიოსისთვის იმედები გაეცრუებინათ. 

კომპანიამ შეუძლებელი შეძლო, 1987 წლის 21 ივლისს საზეიმოთ მორთულ-მოკაზმულ მარანელოში დაიბადა შუაძრავიანი Ferrari F40. გუნდმა ყველაფერი გააკეთა რათა Enzo Ferrari-ის უკანასკნელი ქმნილება კომპანიის 40 წლის იუბილესთვის ყოფილიყო მზად. აქედან გაჩნდა მოდელის სახელიც F40. იუბილე კაცს მაშინ გახარებს, როცა ერთგული ხარ წინაპართა სულისა და რწმენით შეჰყურებ მომავალს. 

 უკანა წამყვანი Ferrari F40, აღჭურვილი იყო 5 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით და 471 ცხენის ძალიანი 2,9 ლიტრი მოცულობის V8 twin-turbo ძრავით. F40-ის ძრავისა და გადაცემათა კოლოფის კორპუსის დასამზადებლად მაგნიუმი (magnesium) გამოიყენეს, ხოლო ძარისა და ინტერიერის დეტალებისთვის მინაბოჭკოვანი პლასტიკი (Carbon Fiber), რათა F40 მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო. მისი მასა 1,254 კგ-ს შეადგენს. ინტერიერში ვერ ნახავთ ზედმეტ ღილაკს თუ ხელთათმანების განყოფილებას, ვერც ელექტრო პაკეტს და კომფორტულ ტყავის სავარძლებს. ეს არის ჭეშმარიტად სარბოლო მანქანა, რომელსაც Enzo Ferrari-ის სული თან დაყვება და შეცდომებს არ გპატიობს. 0-დან 100 კმ/სთ გასავითარებლად F40-ს სულ რაღაც 3,9 წამი სჭირდება და მისი მაქსიმალურე სიჩქარე 320 კმ/სთ-ს შეადგენს.  

 80-იან წლებში Ferrari F40 ყველაზე სწრაფი სპორტული მანქანა იყო, მისი ფასი $400,000 შეადგენდა და Ferrari-ის მყიდველების გრძელი რიგი ედგა. F40 ჰყავდა Pink floyd-ის წევრებს: Nick Mason-ს და David Gilmour-ს, ფორმულა 1-ის ჩემპიონებს Nigel Mansell-სა და Alain Prost-ს, Jamiroquai-ის სოლისტს Jay Kay-ს, Luciano Pavarotti-ის და ა.შ. F40-ის დებიუტიდან 1 წლის შემდეგ 1988 წლის 14 აგვისტოს დასრულდა შრომისა და ბრძოლის ერთი ეპოპეაც, გარდაიცვალა დიდი ადამიანი Enzo Ferrari. ამ ადამიანმა ისურვა და გაიტანა, გამოჰგლიჯა წუთისოფელს ტკბილიც და მწარეც. ყოველივე ის, რისი მოცემაც, ცხოვრებას შეუძლია. Ferrari F40-ის წარმოება 1992 წელს დასრულდა და ჯამში 1,311 ეგზემპლარია დამზადებული. მასზე დღემდე ვოცნებობთ, ბავშობაში მისი პოსტერებით აჭრელებული იყო ჩვენი საძინებლები, დღეს კი ჩვენი სამუშაო ოთახის კედლები.





მსგავსი სტატიები

ავტომობილის მეტსახელები Vol.2
ავტომობილის მეტსახელები Vol.2
2020-09-11

წინა ბლოგ-პოსტში, ჩვენ ვსაუბრობდით ავტომობილის მეტსახელებზე, რომლებიც 90-იან წლებში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ავტომობილების ბაზრობაზე გაჩნდა. ის იყო უნიკალური ადგილი, სადაც მოისმენდი ათას უცნაურ,თუ საინტერესო ისტორიას, შესაბამისად

Honda Civic - ყველაზე გაყიდვადი მოდელის ისტორია
Honda Civic - ყველაზე გაყიდვადი მოდელის ისტორია
2020-09-09

კომპანია Honda-მ, საკულტო მოდელის, Civic-ის წარმოება 1972 წლის 11 ივლისს დაიწყო. თავდაპირველად Civic, განკუთვნილი იყო იაპონური ბაზრისთვის.

ავტომობილის ფასები 70-იან სსრკ-ში
ავტომობილის ფასები 70-იან სსრკ-ში
2020-04-13

დღეს მანქანის ყიდვა-გაყიდვა ისეთივე მარტივია, როგორიც პურის შეძენა. ყოველთვის მაინტერესებდა საბჭოთა კავშირში თუ რა ღირდა მანქანა, ან რა პროცედურები იყო გასავლელი.