Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
„მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!”
2020-09-03

„მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!”

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა


 დიდიხნიანი ლოდინის შემდეგ, შტუტგარტელებმა ოფიციალურად წარადგინეს, S-Class-ის W223 მოდელი. 21-ე საუკუნის S-Class, უფრო ინტელიგენტური დიზაინი აქვს, თუმცა ტრადიციული კონტურები არ დაუკარგავს და მრავალ ავტომობილს შორის მარტივად ამოიცნობ. S-Class სრულიად ახალ პლატფორმაზე MRA II აიგო. მერსედესის გაბარიტები საგრძნობლად გაიზარდა. ავტომობილის სიგრძე, 5179 მმ, ხოლო სიგანე 1954 მმ-ს შეადგენს, თუმცა W223-ის წარმატების ფორმულა, იმაში მდგომარეობს, რომ ძარის 50 % ალუმინის შენადნობისგან (aluminium alloy) დაამზადეს.


S-Class-მა, ერთდროულად ორი სრულიად მართვადი შასი მიიღო: პირველ შემთხვევაში უკანა თვლებს 4,5 გრადუსით მოხვევა შეუძლია, ხოლო მეორე ვარიანტს 10 გრადუსით. W223-ის ჰიდროპნევმატურ დაკიდების სისტემას (E-Active Body Control) შეუძლია, როგორც ამორტიზატორების დარეგულირება, ასევე 8 სანტიმეტრით სიმაღლეში აწევა. ეს ფუნქცია მაშინ ამოქმედდება, როდესაც ავტომობილს, გვერდიდან შეჯახების საშიშროება დაემუქრება.  


მერსედესის მთავარმა დიზაინერმა, Gorden Wagener-მა საკმაოდ თამამი ნაბიჯები გადადგა, S-Class ისეთივე ელექტრო კარის სახელურები აქვს, როგორც Tesla Model S.

 

მომავლის S-Class-ს, ფუტურისტული ინტერიერი აქვს. კოკპიტზე მოთავსებულია 12,3 დუიმიანი მთავარი მართვის პანელი, სადაც მთელი საჭირო ინფორმაცია აისახება, ხოლო ცენტრალურ კონსულზე, ვერტიკალურად მოთავსებულია 12,8 დუიმიანი სამგანზომილებიანი გამოსახულებით, თაჩსქრინ-LCD დისფლეი, განახლებული მეორე თაობის MBUX სისტემით. მერსედესი მანქანაზე მეტია, მას ესმის ხმოვანი ბრძანებები, ის ჩვენს  ჟესტიკულაციას ადევნებს თვალს. ინტერიერი აღჭურვილია Burmester-ის 30 დინამიკით, მერსედეს ისეთი გასაოცარი აკუსტიკა აქვს, თვით ვენის სახელმწიფო ოპერასაც კი შეშურდება.


S-Class-ის ფლობელს, აღარ მოუწევს ხელით: საჭის, სარკეების თუ სავარძლის დარეგულირება. ამ ყველაფერზე ხელოვნური ინტელექტი იზრუნებს, მთავარია ციფრულ ასისტენტს თქვენი სიმაღლე გაანდოთ და ის ოპტიმალურ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

 

რაც არუნდა პარადოქსული იყოს, S-Class 100 კილომეტრზე, საშუალოდ 6,4-დან 9,5-მდე საწვავს მოიხმარს. მისი აეროდინამიკური წინაღობა 0,22-ია.
 

გერმანიაში შეკვეთების მიღება, სექტემბრის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო დილერებთან დეკემბრიდან. ახალი Mercedes-Benz S-Class W223, ხელმისაწვდომი იქნება ხუთი სხვადასხვა სახის ძრავითი, ხოლო ძრავები დაწყვილებული იქნება 9G-Tronic ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან.

დიზელი:

  • S 350 d (286 ცხ.ძ 600 ნ.მ)
  • S 350 d 4MATIC (286 ცხ.ძ 600 ნ.მ)
  • S 400 d 4MATIC ( 330 ცხ.ძ. 700 ნ.მ)

ბენზინი:

  • S 450 4MATIC (367 ცხ.ძ 500 ნ.მ)
  • S 500 4MATIC (435 ცძ.ძ 520 მ.მ)

ორივე ბენზინის ძრავს, 48 ვოლტიანი ელექტროსისტემა აქვს, მისი მეშვეობით ავტომობილს 22 ცხენის ძალას ემატება.



მსგავსი სტატიები

ხაშურის შემოვლითი გზა აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება
ხაშურის შემოვლითი გზა აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება
2020-08-14

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

2020 Nissan GT-R50 by Italdesign
2020 Nissan GT-R50 by Italdesign
2020-05-20

იტალიური დიზაინი და იაპონური სიზუსტე, ასეთია „გოძილას“ საიუბილეო მოდელი Nissan GT-R50 by Italdesign, მისი დებიუტი, ამა წლის 20 მაისს იტალიაში Tazio Nuvolari-ის სახელობის ავტოდრომზე შედგა. თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ კონცეპტუალური მოდელი, თ

იაპონური ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
იაპონური ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
2023-03-14

ავტომობილებზე საუბრისას, როდესაც საქმე ხარისხსა და კომფორტს ეხება, წარმოუდგენელია, რომ დილეტანტსაც კი იაპოური ავტომობილი არ გაახსენდეს. წლების განმავლობაში, ამომავალმა მზის ქვეყანამ, საკუთარი შეურყეველი ნიშა დაიკავა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთ