Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Yadea G5 - ელექტრო სკუტერი
2020-08-27

Yadea G5 - ელექტრო სკუტერი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 რამდენიმე დღის წინ, მეტად საინტერესო სარეკლამო რგოლი ვიხილეთ, სადაც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ვინ დიზელი ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს ჰქონდა ჯეიმს ბონდის როლზე პრეტენზია, მოუწია ჯაშუშის როლის მორგება და საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ვინ დიზელი გადაადგილდება ელექტრო სკუტერით, დიახ ტექნოლოგიურ ეპოქაში სტერეოტიპები იმსხვრევა. 


ელექტრო სკუტერი Yadea G5 მცირედით, ლეგენდარულ Vespa-ს წააგავს, თუმცა ეს უფრო ფუტურისტურია და საკულტო ფილმის „Back to the Future“-ს გმირს, ექსცენტრიულ პროფესორს, ემეტ ბრაუნს უფრო შეეფერება, ვიდრე ჯაშუშს, თუმცა რა გაეწყობა? ვინ დიზელი ხომ კომპანიის ამბასადორია.

რაც შეეხება ელექტრო სკუტერს: Yadea 5G-ის ორი ვარიანტი იწარმოება:

  • Yadea 5G City – 85 კილოგრამს იწონის, აღჭურვილია 2300 ვატიანი ძრავით და 1,56 kWh სიმძლავრის ელემენტით. ერთი დამუხტვით 60 კილომეტრს გაგატარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ შეადგენს, ხოლო

  • Yadea 5G Pro – 100 კილოგრამს იწონის, ის შედარებით მძლავრია, 3100 ვატიანი ძრავი და 1.9 kWh სიმძლავრის ელემენტითაა აღჭურვილი. ერთი დამუხტვით 130 კილომეტრის გავლა შეგიძლია  და მაქსიმალური სიჩქარე კი 60 კმ/სთ შეადგენს.

Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთის ბაზარზე კომპანიის გაყიდვებმა 90 %-ს, მას შემდეგ გადააჭარბა, რაც Yadea-მ ვინ დიზელის შესრულებით სარეკლამო რგოლის ტრანსლაცია დაიწყო.

მსგავსი სტატიები

Damon Hypersport - მოტოციკლი მომავლიდან
Damon Hypersport - მოტოციკლი მომავლიდან
2020-02-19

7 იანვარს Las Vegas- ში ტექნოლოგიურ გამოფენაზე „Consumer Electronic Show 2020“ -ზე ვანკუვერში ბაზირებულმა სტარტაპ კომპანიამ Damon Hypersport-მა, წარადგინა პირველი ელექტრო მოტოციკლეტი. მას ექნება 21.5 kWh ლითიუმ-იონის ელემენტი, რომელიც გამოი

როგორ ვიყიდოთ პირველი მოტოციკლი
როგორ ვიყიდოთ პირველი მოტოციკლი
2020-05-26

როდესაც გამოცდილება ხელს არ გვიწყობს, ჩვენ ხშირად სხვადასხვა სახის შეცდომებს ვუშვებთ, არც პირველი მოტოციკლის არჩევაა გამონაკლი. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებ თუ როგორ ავარჩიოთ ჩვენი პირველი მოტოციკლი და გიამბობთ თუ რა გზაა გასავლელი.

სანამ პირველ მოტოციკლს იყიდი
სანამ პირველ მოტოციკლს იყიდი
2020-01-21

გაზაფხული, ყველაზე მშვენიერი წელიწადის დროთაგან. ამ დროს ხომ ყველაფერი ლამაზია, იღვიძებს ბუნება და მასთან ერთად ადამიანები. ბავშობაში გაზაფხულის მოსვლა ასოცირდებოდა მერცხლების ჭიკჭიკთან. დრო გადის ბევრი რამ ცხოვრებაში იცვლება, ქალაქში მერცხ