2020-08-27

Lister Stealth - ყველაზე სწრაფი კროსოვერი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



რამდენიმე თვის წინაც, ლეგენდარულმა ბრიტანულმა კომპანიამ, Lister Motor Company-იმ თიზერის მეშვეობით შეგვამზადა, რომ მალე მონსტრს ვიხილავდით. რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, პირობა შეასრულეს. და ისიც, შენს წინაშეა Lister Motor Company-ის ქმნილება, რომელიც Jaguar F-Pace SVR-ის ბაზაზე შექიმნა, მაგრამ სტანდარტული F-Pace SVR და Lister Stealth, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. 


თუ სტანდარტული Jaguar F-Pace SVR-ის ძრავა, Supercharged 5.0-Liter V8 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, Lister Stealth-ის მოდიფიცირებული ძრავის შემთხვევაში, სიმძლავრე 675 ცხენის ძალამდეა გაზრდილი და 0-დან 100 კმ/სთ-ს 1950 კილოგრამიანი კროსოვერი სულ რაღაც 3,6 წამში ავითარებს და მაქსიმალური სიჩქარე კი 314 კმ/სთ შეადგენს. კროსოვერისთვის საოცარი შედეგია, მეტიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უსწრაფესი ბრიტანული კროსოვერი, რომელმაც ჩამოიტოვა, როგორც Lamborghini Urus, ასევე Bentley Bentayga Speed.

Lister Stealth-ის ექსტერიერში შეეცვალა წინა და უკანა ბამპერი, აღჭურვეს დიდი დიფუზორით. გაძლიერდა დაკიდების სისტემა და შეიცვალა მუხრუჭები. ფრთის თაღები გადიდებულია, რათა მოთავსებულიყო 23-იანი Vossen-ის დისკები.


Lister Stealth-ის ინტერიერი გაფორმებულია შოტლანდიური ბრენდის Bridge of Weir-ის უმარლესი ხარისხის ტყავით. სურვილისამებრ შეგიძლიათ 36 ფერიდან ერთ-ერთი შეუკვეთოთ. კოკპიტზე რაიმე სახის ტექნიკური ცვლილებები არ შეინიშნება, უცვლელად დატოვეს.


Lister Stealth შეფასებულია 109 950 ფუნტ სტერლიგად, Lamborghini Urus — £ 159 925, ხოლო Bentley Bentayga Speed — £ 188 030-ად. შესაბამისად, ლეგიტიმური კითხვა ჩნდება: რატომ უნდა ვიყიდოთ ბენტლი ან ლამბორგინი, როცა გაცილებით იაფად შეგიძლია შეიძინო ყველაზე სწრაფი კროსოვერი ?




მსგავსი სტატიები

2021 Porsche 911 Turbo S
2021 Porsche 911 Turbo S
2020-03-19

2020 წლის 3 მარტს ფორმულა 1-ის ყოფილმა მრბოლელმა და კომპანია Porsche-ს ამბასადორმა Mark Webber-მა, საზოგადოებას წარუდგინა Porsche 911 Turbo S-ის განახლებული ვერსია. მისი უნიკალური ძარის ფორმები 60-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა.

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.17
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.17
2020-09-14

მთელს მსოფლიოში, რარიტეტულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა, ხოლო ავტოგურმანები მზად არიან მათში დიდი თანხა გადაიხადონ. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გთავაზობ ხუთ გამორჩეულ ავტომობილს, რომელსაც შენ ნახავ კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
2020-10-13

შეიძლება ელექტრომობილი განვიხილოთ, როგორც სერიოზულ უგზოობის ავტომობილად ? პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა ! შენს წინაშეა, Mercedes-ის კონცეპტუალური მოდელი EQC 4x4². მომავლის ავტომობილის შექმნას, იურგენ ებერლე ხელმძღვანელობს. ამ ადამიანმა უკვე