2020-08-21

Delage D12 - ჰიბრიდული ჰიპერავტომობილი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

ისტორია - თანამედროვე სამყაროში ბევრმა არ იცის, რომ საფრანგეთში არსებობდა ასეთი კომპანია სახელად Delage. ის 1905 წელს Louis Delâge-მ დაარსა, მათი მთავარი საქმიანობა, სპორტული ავტომობილების წარმოება იყო, სამწუხაროდ 1947 წელს კომპანიის დამაარსებელი Louis Delâge პარიზის გარეუბანში სიღარიბეში გარდაიცვალა, ხოლო კომპანია 1953 წელს გაკოტრდა და დავიწყებას მიეცა.

დაბრუნება - 68 წლის შემდეგ, ფრანგული კომპანია Delage „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“ ჯერ კიდევ 2019 წლის 10 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, კომპანიამ  4730 მმ სიგრძისა და 2080 მმ სიგანის, ნახშირბადის ბოჭკოსგან (carbon fibre) დამზადებული ჰიპერავტომობილის კონცეპტუალური მოდელი Delage D12 წარმოგვიდინა. კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებდნე, რომ სერიული მოდელების დამზადებაში დაახლოებით 1 წელი დაჭირდებოდათ, ხოლო მომხმარებლები თავიანთ ეგზოტიკურ ჰიპერავტომობილებს 2021 წელს მიიღებდნე. სამწუხაროდ მათი გეგმები კორონა ვირუსის (Covid-19) მიერ გამოწვეულმა პანდემიამ შეცვალა, კომპანია Delage წარმოებას 2021 წელს დაიწყებს, ხოლო მომხმარებლები კი პროდუქციას მომდევნო წელს მიიღებს.


Delage D12-ს ორბერკეტიანი საკიდარი აქვს, თითქმის იგივეა რაც push rod სისტემა.  D12GT ვერსია 1,399 კილოგრამს იწონის, აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ატმოსფერულ V12 7.6 ძრავას, მუშაობაში დამატებით ელექტრო ძრავა ეხმარება. ისინი ერთად 1,100 ცხენის ძალის გამოიმუშავებენ. აგრეგატი დაკავშირებულია რვა საფეხურიან სეკვენტალური გადაცემათა კოლოფთან. რაც შეეხება აჩქარებას, 0-დან 100 კმ/სთ-ს გავითარება სულ რაღაც 2.5 წამში შეეძლება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 375 კმ/სთ იქნება.


მწარმოებელი გვპირდება ორ ვერსიას D12GT და D12 Club. ეს ორი იმითი განსხვავდებიან რომ, GT გამოყენება შეგეძლება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, ხოლო Club ვერსია განკუთვნილი იქნება ავტოდრომისთვის და GT-სთან შედარებით 90 კილოგრამით უფრო მსუბუქი იქნება. საერთო ჯამში 30 ეგზემპლარის დამზადებაა დაგეგმილი და მათი ფასი €2,000,000-ს შეადგენს.


მსგავსი სტატიები

Bugatti-ის მორიგი სრულყოფილება
Bugatti-ის მორიგი სრულყოფილება
2020-10-29

მიუხედავად იმისა, რომ Bugatti-ის, რთულ პირობებში უწევს არსებობა, კომპანიამ მაინც შეძლო ჩვენი გაოცება. რამდენიმე დღის წინ, პროტოტუპული მოდელი Bugatti Bolide წარადგინეს. „Bolide“ ავტოდრომისთვის განკუთვნილი ჰიპერავტომობილია. ზოგადად ფუტურისტულ

Lucid Motors-მა სერიული ელექტრო სედანი წარადგინა
Lucid Motors-მა სერიული ელექტრო სედანი წარადგინა
2020-09-12

დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ, კომპანია Lucid Motors-მა, სერიული ელექტრო სედანი Lucid Air წარადგინა. თავდაპირველად მისი დებიუტი 2020 წლის 10 აპრილს, New York-ის ავტოშოუზე იგეგმებოდა, მაგრამ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, ავტოშოუ სამწუხაროდ გ

2023 წელს მფრინავ ტაქს ვიხილავთ
2023 წელს მფრინავ ტაქს ვიხილავთ
2020-12-14

ბავშობაში, ბევრჯერ გვიოცნებია მფრინავ ავტომობილზე, მაგრამ ჩვენი ოცნებები, ოცნებებად რჩებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფუტურისტული იდეების, რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა ადვილი საქმე არაა. ის დიდ ძალისხმევას საჭიროებს, თუმცა ტექნოლოგიურ ე