2020-08-13

მომავლის ჰიპერმანქანა- Hyperion XP-1

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 უცხოპლანეტელების ჰიპერმანქანა არ გეგონოთ, ეს არის კომპანია Hyperion Motors-ის ინჟინრული შედევრი, რომლის დამზადებაში აქტიურადაა გამოყენებული კოსმოსური ტექნოლოგიები. ინჟინრებს რამდენიმე წელიწადი დაჭირდათ, რათა გიჟური იდეები რეალობად ექციათ. კომპანიის ცნობით, 2020 წლისთვის 300 ეგზემპლარის დამზადება იგეგმება, თუმცა ფასი ამ ეტაპზე უცნობია.

მომავლის ჰიპერმანქანის Hyperion XP-1-ის ძარა დამზადებულია, როგორც ტიტანისგან ასევე ნახშირბადის ბოჭკოსგან (carbon fiber) და სულ რაღაც 1031 კილოგრამს იწონის. ძირითადი სიახლე მაინც ის არის რომ, Hyperion XP-1 წყალბადზე იმუშავებს და ერთი სრული დამუხტვით 1609 კილომეტრის დაფარვას შეძლებს. ზოგადად რთულია ისაუბრო ისეთ ავტომობილზე, რომლის შესახებაც სრული ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგალითად XP-1-ს 1,000 ცხენის ძალაზე მეტი ექნება, მაგრამ ეს არი არის ოფიციალურ ინფორმაცია, ასევე საიდუმლოდ ინახავენ აგრეგატის შესახებ ინფორმაციას. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ XP-1 სრული ამძრავია, სამ საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით იქნება აღჭურვილი და რამდენიმე ელექტრო ძრავა ექნება მუდმივ მაგნიტზე. Hyperion Motors გვარწმუნებს, რომ მათი ჰიპერმანქანა 100 კილომეტრს 2,2 წამზე ნაკლებ დროში განავითარებს და მაქსიმალური სიჩქარე კი 356 კმ/სთ იქნება.


Hyperion XP-1-ს ულტრა მსუბუქი, ალუმინის შენადნობისგან დამზადებული, ორმაგი განივი ბერკეტი აქვს და ავტომობილის ოთხივე ბორბალი დამოუკიდებელ საკიდარს ეყრდნობა. XP-1 ნახშირბადის ბოჭკოსგან (carbon fiber) დამზადებული 21-იანი დისკებითაა აღჭურვილი, ხოლო საფარზე მოჭიდებაზე პასუხისმგებელი, Pirelli P Zero-ს საბურავებია, წინ 255/30 ZR21 უკან 335/25 ZR22.

ინტერიერს რომ შევხედოთ, შეიძლება ვერც ვიფიქროთ რომ ეს რეალური ავტომობილია, კოკპიტზე მოთავსებულია გიგანტური, 98 დუიმიანი ეკრანი, იმდენად ფუტურისტული დიზაინი აქვს, რომ ასე მგონია სადღაც მარსზეა დამზადებული და არა კალიფორნიაში.


მსგავსი სტატიები

ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგძლივდება
ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგძლივდება
2020-03-17

გლობალური ეკონომიკის რეცესიის პირობებში ყველაზე დაუცველები ჩვენაირი იმპორტდამოკიდებული ქვეყანები არიან, ახალმა კორონა ვირუსმა (COVID-19) მსხვილი ბანკებით დაწყებული, ტურიზმით თუ ავტოიმპორტით დამთავრებული, ეკონომიკის არაერთი სექტორი დააზარალა

სერიულმა ჰიპერ ავტომობილმა, 532 კმ/სთ განავითარა
სერიულმა ჰიპერ ავტომობილმა, 532 კმ/სთ განავითარა
2020-10-20

2019 წლის 2 აგვისტოს, ტესტ პილოტმა ენდი უოლესმა, Bugatti Chiron-ის მეშვეობით 490,4484 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო. აღნიშნულმა ფაქტმა, დიდი კამათი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ Bugatti Chiron-ს გაუმჯობესებული შასი ჰქონდა. ამაში კი კომპანია Dalla

2020 Land Rover Defender
2020 Land Rover Defender
2020-04-05

ბრიტანელების ყველგანმავალის ისტორია 1948 წლის 30 აპრილს დაიწყო, მისი შექმნის ინსპირაცია Willys MB-დან წამოვიდა. შეიძლება ითქვას ბრენდმა განვითარების რთული სამი ეტაპი გაიარა. პირველი თაობა Land Rover Series იწარმოებოდა 1948-1983 წლამდე. 1984