2020-08-12

2008-13 წლის Peugeot 308-ის 5 გავრცელებული პრობლემა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 საქართველოში ბევრი ერიდება Peugeot-ის შეძენას, იმ მარტივი მიზეზით რომ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მომხმარებლები ამბობენ, რომ ხშირად ფუჭდება და სერვისი კი ძვირი ჯდება. დღეს ვისაუბრებ პირველი თაობის Peugeot 308-ის ხუთ გავრცელებულ პრობლემაზე. Peugeot 308 T7, იწარმოებოდა 2008–2013 წლებში. საქართველოში მათი ფასი: $3,400-$5,000-მდე მერყეობს.

ზეთის ხარჯი - პირველი თაობის პეჟო 308, აღჭურვილია EP სერიის ძრავებით. მისი ძრავის დგუშის რგოლები, არ გამოირჩევა საიმედოობით, მალევე ცვთება, დაახლოებით 50-60,000 კმ-ს გავლისას. ეს ყველაფერი კი ძრავში ზეთის ხარჯის გაზრდას იწვევს. ყოველი 1000 კილომეტრის გავლისას 1 ლიტრი ზეთის დამატება მოგიწევთ.


ჯაჭვი და მისი დამჭიმებითუ Peugeot 308-ს შეიძენ 1.6 THP ძრავით, მაშინ იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ 50-70,000 კილომეტრის გავლისას შეცვალო ძრავის ჯაჭვი და დამჭიმები. შესაცვლელი ჯაჭვით და დამჭიმებით სიარულს არ გირჩევ. არის ალბათობა ჯაჭვი გადახტეს, რაც არუნდა პარადოქსი იყოს გაწყდეს. ეს კი დიდი პრობლემების მომტანია, მოგიწევს მთლიანი აგრეგატის შეძენა ან ძრავის კაპიტალური რემონტი, რაც ძალიან ძვირი ჯდება. 

გადაცემათა კოლოფი - ოთხსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი AL4, ძალიან ფაქიზი მოსავლელია. მას არ უყვარს აგრესიული მართვის სტილი, სწრაფი დაძვრები და რაც მთავარია ზეთი ყოველ 30,000 კმ-ს გავლისას უნდა შეუცვალო. არასწორი ექსპლუატაციის პირობებში გადაცემათა კოლოფი მალე გამოვა წყობრიდან.



დაკიდების სისტემა - პეჟოს დაკიდების სისტემა საკმაოდ საიმედოა, ცვეთადი დეტალები 100,000 კილომეტრსაც უძლებს, თუმცა Peugeot 308-ის  სუსტი წერტილი, წინა მორგვის საკისარია.

მუხრუჭები - რაც შეეხება მუხრუჭებს, საშუალოდ მათი რესურსი 40,000 კილომეტრს შეადგენს. 

 

მსგავსი სტატიები

2008-2014 წლის Subaru Impreza WRX STI-ის 7 გავრცელებული პრობლემა
2008-2014 წლის Subaru Impreza WRX STI-ის 7 გავრცელებული პრობლემა
2020-05-13

სუბარუ საქართველოში პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით მესამე თაობის WRX STi მოდიფიკაციით. ის 2008-2014 წლებში გამოდიოდა, შეძლება ითქვას უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე მოდელია, დიდი ტრადიციებით და არასდროს გაძლევს საშუალებას მოიწყინო. დღ

მეშვიდე თაობის Golf GTI-ის 5 გავრცელებული პრობლემა
მეშვიდე თაობის Golf GTI-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-04-12

1976 წელს სამყაროს მოევლინა „ჰოთ-ჰეჩი“ Volkswagen Golf GTI Mk I. მას შემდეგ 44 წელი გავიდა, თაობები იცვლებოდა, მაგრამ Volkswagen-ის ბესტსელერი სულ უფროდა უფრო პოპულალური ხდებოდა.

Toyota Corolla (E140/150)-ის 5 გავრცელებული პრობლემა
Toyota Corolla (E140/150)-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-05-04

იაპონური მანქანები ჩვენს ქვეყანაში, ბოლო თხუთმეტი წლის განმალობაში საკმაოდ მომრავლდა. ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ იაპონური მანქანები საიმედოობით გამოირჩევიან. მაგალითად თბილისურ ქუჩებში ხშირად მხვდება მეათე თაობის Toyota Corolla (