2020-08-10

2022 Cadillac Lyriq - ელექტრო კროსოვერი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა


 თანამედროვე ავტოინდუსტრიაში, ცვლილებები იმდენად სწრაფად ხორციელდება, რომ ვერ ვასწრებთ ინფორმაციის სრულად გადამუშავებს. ამ სიტუაციამ თითქოს შეგვაჩვია უტოპიურ პროექტებს. რამდენიმე დღის წინ, კონცერნ ჯენერალ მოტორსის ელექტრო კროსვერის, Cadillac Lyriq-ის პრეზენტაცია გაიმართა. მისი წარმოება 2022 წლიდან იგეგმება და ფასი $ 75,000-დან დაიწყება.


რა თქმა უნდა, მომავლის მანქანას, ფუტურისტული დიზაინი აქვს. არ მინდა ვიყო კრიტიკოსი, მაგრამ სხვას არც მოველოდი. კროსოვერი ახალ პლატფორმაზე აიგება. აღჭურვილი იქნება Ultium-ის ელემენტით, რომელიც General Motors-მა და LG Chem-მა ერთობლივად შეიმუშავეს. მისი მეშვეობით ერთი სრული დამუხტვით, 480 კილომეტრს გაგვატარებს, უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ ფოთში უფასოდ ჩახვალ.


ინტერიერი Tesla Model X-ზე დახვეწილია, მთელი საჭირო ინფორმაცია კოკპიტზე განთავსებულ 33 დუიმიანი დისფლეიზე აისახება. კადილაკის ელექტრო კროსოვერს ისეთი ფუნქციები ექნება, როგორიცაა პარალელური და პერპენდიკულარული ავტომატური პარკირების სისტემა, ავტოპილოტი Super Cruise, Apple CarPlay, Android Auto, Wi-Fi hotspot. აუდიო სისტემას უზრუნველყოფს, გერმანული ბრენდის AKG Studio sound system-ის 19 დინამიკი. სამწუხაროდ სხვა ტექნიკური მონაცემები ამ ეტაპზე უცნობია.


კადილაკი გეგმავს გაუწიოს კონკურენცია ისეთ მოდელებს, როგორიცაა : Audi e-tron, Jaguar I-Pace და Tesla Model X. იქნება თუ არა Cadillac Lyriq მაღალკონკურენტუნარიანი ელექტრო კროსოვერი, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს, თუმცა Cadillac-ის ხელმძღვანელი, სტივ კარლაილმი საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი.


 

მსგავსი სტატიები

მომავლის ჰიპერმანქანა- Hyperion XP-1
მომავლის ჰიპერმანქანა- Hyperion XP-1
2020-08-13

უცხოპლანეტელების ჰიპერმანქანა არ გეგონოთ, ეს არის კომპანია Hyperion Motors-ის ინჟინრული შედევრი, რომლის დამზადებაში აქტიურადაა გამოყენებული კოსმოსური ტექნოლოგიები. ინჟინრებს რამდენიმე წელიწადი დაჭირდათ, რათა გიჟური იდეები რეალობად ექციათ. კ

2021 Toyota GR Yaris
2021 Toyota GR Yaris
2020-01-13

პარასკევს 10 იანვარს TOKYO-ს საერთაშორისო ავტო შოუზე, ტიოტამ შემოგვაპარა პატარა დაკუნთული სათამაშო Toyota GR Yaris, რომელიც 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ეს პატარა სუპერ-დუპერ კომპლექტაციითა აღჭურვილი

ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
2020-09-25

ამა წლის 22 სექტემბერს, კომპანია Tesla-მ ღონისძიება „Battery Day“ გამართა. ერთი შეხედვით, სხვა ღონისძიებებისგან, თითქოს არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკ