2020-08-05

გორდონ მიურეის მორიგი შედევრი - GMA T.50

3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა


 გუშინ Gordon Murray Automotive-ის, მორიგი შედევრის T.50-ის მსოფლიო პრემიერა შედგა. რა თქმა უნდა, გორდონ მიურეის შემოქმედებას აქამდეც ვიცნობდი, მაგრამ გუშინდელმა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. T.50-ის დანახვაზე Déjà vu დამეუფლა, მერე კი უცებ აღვიდგინე, რომ ჩემს წინ იდგა 90-იანი წლების ლეგენდარული მოდელის, McLaren F1-ის თანამედროვე მემკვიდრე. მისმა სადა დიზაინმა თუ ტექნიკურმა მონაცემებმა ჩემი, გაოცება ნამდვილად შეძლო. ეს არის „სიყვარული ერთი ნახვით.“


გორდონმა, როგორც ყოველთვის აქცენტი სიჩქარეზე გააკეთა და ეს გენიალური ავტომობილი სულ რაღაც 986 კილოგრამს იწონის, კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს, ფორმულა ერთის ბოლიდზე 150 კილოგრამით მძიმეა. მისი პარამეტრები შემდეგნაირია, სიგრძე 4352მმ, სიგანე 1850მმ, ხოლო თვლების ბაზა 2700მმ.

კომპოზიტური პანელი და მონოკოკი ნახშირბადის ბოჭკოთია (Carbon) დამზადებული, მათი მათი საერტო წონა 150 კილოგრამია. რაც შეეხება ინტერიერში სავარზლებს აქაც იგივე მასალა გამოიყენეს, მაგალითად მძღოლის სავარძლის წონა 7 კგ-ს შეადგენს, ხოლო მგზავრის სავარძლები 3 კილოსაც არ აღემატება. იმისათვის რომ ავტომობილის მსუბუქი ყოფილიყო, ინჟინრებმა საქარე მინა სტანდარტულზე 28 %-ით თხელი დაუყენეს.


ტრადიციულად T.50, იმეორებს McLaren F1-ის ინტერიერის ელემენტებს. მძღოლის სავარძელი შუაშია მოთავსებული, გვერდით კი დამატებით მგზავრებისთვის სავარძლები. კოკპიტზე მოთავსებულია ნახშირბადის ბოჭკოთი (Carbon) დამზადებული სპორტული საჭე. T.50-ს გვერდითა სარკეები არ აქვს, მის ფუნქციას ჭკვიანი კამერები ჩაანაცვლებ, ხოლო ინფორმაცია ორ ეკრანზე აისახება, რომელიც კოკპიტის მარჯვენა და მარცხენა კუთხეშია მოთავსებული. მულტიმედია განახლებულია და აღჭურვილია Apple CarPlay, Android Auto და Bluetooth სისტემით, ხოლო აუდიო სისტემას 700 ვატიანი Arcam-ის ბრენდის 10 დინამიკი უზრუნველყოფს. ცენტრალური კონსოლი სენსორული ღილაკებით არაა გადატვირთული.


GMA T.50 შუა ძრავიანი სპორტული ავტომობილია, ის აღჭურვილია ატმოსფერული V-12 ცილინდრიანი ძრავით. აგრეგატი Cosworth-ის ინჟინრებმა ნულიდან შექმენს. ცილინდრთა ბლოკს 65° გრადუსიანი დახრა აქვს. ბლოკი და ცილინდრთა ბლოკის თავი ალუმინისგან დაამზადეს, სარქველები და ბარბაცა ტიტანისგან, ხოლო მუხლა ლილვი კი ფოლადისგან და 13 კგ-ს იწონის. საერთო ჯამში ძრავა 178 კილოგრამს არ აღემატება. GMA T.50-ის 3.9 V-12 ძრავა 653 ცხ. ძ. გამოიმუშავებს და დაწყვილებულია Xtrac-ის  ექვს საფეხურიან სეკვენტალური გადაცემათა კოლოფთან. 


გორდონმა, აეროდინამიკური თვისებების გაუმჯობესების მიზნით, GMA T.50 ისეთივე გრადიოზული „ვენტილატორით“ აღჭურვა, როგორც ერთ დროს ფორმულა ერთის ბოლიდი Brabham BT46B. ვენტილატორი აღჭურვილია 8.5 kw 48 volt მოტორით, მისი მეშვეობით წუნთში 7,000 ბრუნს ასრულებს და ძრავს დამატებითი 37 ცხენის ძალით უზრუნველყოფს.


GMA T.50 -ისთვის სპეციალურად დამზადდა Michelin Pilot sport 4S-ის საბურავები, წინ დაუყენეს 235/35 R19 უკან კი 295/30 R20. რა თქმა უნდა ნაჭედი (кованый) დისკებით აღჭურვეს. წინა დისკი 7,8 კგ-ს იწონის, ხოლო უკანა 9,1 კგ-ს. რაც შეეხება მუხრუჭებს: წინ ექვს დგუშიანი Brembo-ს კარბონ კრეამიკული 370 მმ  CCM-R გაგრილებადი სამუხრუჭო დისკო აქვს, ხოლო უკან ოთხ დგუშიანი 340 მმ

მცირედი შეჯამება, რომ გავაკეთოთ ასე ვიტყოდი: თუ სამყაროში რეინკარნაცია, სულთა გადასახლება მართლა არსებობს, მაშინ გორდონ მიურეის GMA T.50 ამის ნათელი მაგალითია. მან ორი ეპოქა გააერთიანა, ის უბრუნდება იღბლიან გზას ახალი შემართებით. გორდონ მიურეი, როგორც შემოქმედი, არც ცივია და არც მიუკარებელი, ის დიდი და მძაფრი ვნებებით არის დატვირთული. მჯერა, რომ GMA T.50 ბრიტანული ავტოინდუსტრიის ყველაზე მაღალ ქმნილებად აღიარებენ.












მსგავსი სტატიები

2020 Geneva Motor Show გაუქმდა
2020 Geneva Motor Show გაუქმდა
2020-03-02

ავტოინდუსტრიის მთავარ ღონისძიებას „Geneva Motor Show“-ს 115 წელი შეუსრულდა, ის 5 მარტს უნდა გახსნილიყო და 15 მარტს დასრულებულიყო, მაგრამ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით 2020-ის „Geneva Motor Show“ გაუქმდა. ორგანიზატორების თქმით ბილეთების

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.4
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.4
2020-05-25

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

2020 Honda Odyssey - ოჯახის მეგობარი
2020 Honda Odyssey - ოჯახის მეგობარი
2020-04-08

აოჯახო ავტომობილის შეძენისას, ბევრი ფიქრი გვიწევს, ბაზარზე არჩევანი ფართოა, მაგრამ ყველა ვერ აკმაყოფილებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: უსაფრთხოება, კომფორტი, ტევადობა. მაგრამ თუ კარგად მოვძებნით, აღმოვაჩენთ ასეთ მშვენიერ საოჯახო მანქანას,