2020-08-04

2007-14 Nissan X-Trail T31-ის გავრცელებული ხარვეზები

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღევანდელ ბლოგ-პოსტში, მეორე თაობის X-Trail T31-ის გავრცელებულ ხარვეზებზე ვისაუბრებ. Nissan X-Trail T31-ის წარმოება 2007 წლიდან დაიწყო და 2014 წლამდე გამოდიოდა. საქართველოში მისი ფასი $4,000-7,500 მერყეობს. ფასი, როგორც ყოველთვის დამოკიდებულია გამოშვების წელზე და მდგომარეობაზე. ჩამოთვლილი „პრობლემები“ აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს მანქანას ეს შეაწუხებს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორც გამოდგომაზე, ასევე იღბალზე.

ძრავა - ძირითადად გავრცელებულია, ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.0 ძრავებით. ისინი საიმედოობით არ გამოირჩევიან, ამ ძრავების ძირითადი პრობლემა ცილინდრთა ბლოკის თავში იმალება. არის ალბათობა იმისა რომ ბზარი გაუჩნდეს. ბზარის გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება გადახურება აღმოჩნდეს ან უბრალოდ აალების სანთლების დაჭერისას ზედმეტი ძალა დაადგეს.

დროსელსარქველი - თუ ერთ მშვენიერ დღეს, ცივზე X-Trail-ის ძრავამ არათანაბრად დაიწყო მუშაობა ან მოძრაობაში თუ შენიშნე, რომ ძალა (გაწევა) დაეკარგა ესეიგი დროსელსარქველია (дроссельная заслонка) გასაწმენდი. ეს პრობლემა მაშინ ჩნდება თუ ცუდ საწვავზე ამუშავებთ მანქანას, დროულად არ უცვლით ჰაერის ფილტრს. რეკომენდირებულია ყოველ 30-40,000 კილომეტრის გავლის შემდეგ დროსელსარქველი (дроссельная заслонка) სპეციალური საშუალებებით გაწმინდოთ, ასევე ყოველ 60,000 კმ-ს გავლისას გაწმინდეთ საწვავის ფრქვევანა (топливная форсунка) რათა თავიდან აირიდოთ არასასიამოვნო სურპრიზები.

საყრდენი ბალიში - ნისანს განივად განლაგებული ძრავა აქვს, მისი სუსტი წერტილი ძრავის უკანა საყრდენი ბალიშებია. ძირითადად ბალიშებს სწრაფი დაძვრა აფუჭებს. საშუალოდ ძრავის უკანა საყრდენი ბალიშების ექსპლუატაციის ვადა 60,000 კილომეტრია.

საჭით მართვის სისტემა - X-Trail აღჭურვილია საჭის ელექტროგამაძლიერებელით, ის საკმაოდ საიმედოა და ხშირ რემონტს არ საჭიროებს, თუმცა უგზოობაზე ხშირად თუ გიწევს სიარული შეიძლება ლარტყული საჭის მექანიზმა (реечный рулевой механизм) არასასიამოვნო ხმა გამოსცეს.

დაკიდების სისტემა - X-Trail-ის ამორტიზატოირები არც წინა და არც უკანა დიდი საიმედოობით არ გამოირჩევა. 35,000 კმ-ს გავლის შემდეგ შეიძლება მისი შეცვლა მოგიწიოს. თუ უკანა მხრიდან მოგესმათ კაკუნის ხმა, პირველ რიგში შეამოწმე უკანა ამორტიზატორის მილისი. უფრო ხშირად ამორტიზატორის მილისი ფუჭდება, რომლის შეცვლაც უფრო იაფი და მარტივია, ვიდრე მთლიანად ამორტიზატორების.

კონდიციონერი - ნისანის კიდევ ერთი სუსტი წერტილი კონდიციონერის რადიატორია, ხოლო მისი მთავარი მტერი კოროზიაა. იმისათვის რომ მალე არ გამოვიდეს მწყობრიდან, გაზაფხულის დადგომის თანავე სპეციალური სითხით გამორეცხეთ, რათა თავიდან აიცილო ძვირიანი სერვისი. პ.ს. თუ კონდიციონერს საერთოდ არ იყენებ, სასურველია პერიოდულად აამუშაო. რატომ ? იმიტომ რომ კონდიციონერის კომპრესორს , დიდხანს უძრავად ყოფნა არ უყვარს, მას შეზეთვა ესაჭიროება. ზეთი კი სისტემაში მაშინ ცირკულირებს, როდესაც კონდიციონერი ჩართულია.

 

 

 

 

თეგები

მსგავსი სტატიები

2004-12 წლის Mercedes-Benz А-კლასის 6 გავრცელებული პრობლემა
2004-12 წლის Mercedes-Benz А-კლასის 6 გავრცელებული პრობლემა
2020-09-17

მეორე თაობის А-კლასი Mercedes-Benz, 2004-2012 წლებში იწარმოებოდა. W169 წინასთან შედარებით ტექნოლოგიურად უფრო დაიხვეწა, მეტი ყურადღება დაუთმეს უსაფრთხოების საიკითხს. 15%-ით გაიზარდა W169-ის ტვირთამწეობა. 2008 წელს ავტომობილმა განიცადა მცირედ

ღირს თუ არა მეორადი VW Tiguan-ის შეძენა ?
ღირს თუ არა მეორადი VW Tiguan-ის შეძენა ?
2020-02-18

საქართველოში მომხმარებლებს ძალიან უყვართ კროსოვერები, ისინი გამოირჩევიან მოდური დიზაინით და თანამედროვე ტევადი ინტერიერით. მსუბუქ უგზოობაზე თავს არ ირცხვენენ, საოჯახო საქმეებშიც გვეხმარებიან. მაგალითად ასეთია Volkswagen Tiguan მისი დებიუტი,

2002-05 წლის, Subaru Forester-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2002-05 წლის, Subaru Forester-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2020-07-23

Subaru Forester საქართველოში ძალიან პოპულარობით სარგებლობს, ფორესტერმა მალევე შეძლო ჩვენი გულების დაპყრობა, თუმცა სიყვარულის უკან მცირედი ხარვეზებიც იმალებოდა. მეორე თაობის Subaru Forester-ის წარმოება 2002 წლიდან დაიწყო, ხოლო 2005 წლიდან მი