2020-07-29

Kia Carnival - ულტრა კომფორტული მინივენი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 სამხრეთ კორეაში, მეოთხე თაობის Kia Carnival-ის შეკვეთა უკვე შესაძლებელია, შესაბამისად ყველანაირ საიდუმლოებას ფარდა აეხადა. ამ ულტრა კომფორტული მინივენისთვის, ახალი ტერმინი GUV მოუფიქრეს, ის შემდეგნაირად იშიფრება Grand Utility Vehicle.



Kia-ს მინივენი Carnival, კროსოვერ Kia Sorento-ს ბაზაზეა აწყობილი, მისი სიგრძე 5155 მმ, ხოლო სიგანეს 1995 მმ-ს შეადგენს. სამხრეთ კორეაში ხელმისაწვდომია ორი აგრეგატით: 294 ცხენის ძალიანი V6 3.5 GDI და ოთხცილინდრიანი 202 ცხენის ძალიანი 2.2 ძრავით. ტრადიციულად ძრავები დაწყვილებული იქნება 8 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. წინასწარი ცნობით წამყვანი თვლები წინა იქნება, მაგრამ არის ვარაუდი, რომ სხვა ქვეყნებისთვის, როგორც ძრავები, ასევე წამყვანი თვლებიც შეიცვალოს.



მინივენის გვერდითა კარი აღჭურვილია ელექტრო გადამწოდით, რომლის ხარჯზეც ღილაკზე თითის დაჭერით ავტომატურად იღება და იკეტება.


რაც შეეხება ინტერიერს, შენ დაგხვდება მულტიფუნქციური საჭე, ორი 12,3 დუიმიანია ეკრანი. აქედან ერთი მთავარი ინფორმაციული დაფაა, ადაპტირებული კურიზ კონტროლი, ავტომატურად დამუხრუჭების სისტემა. განახლებულია მულტიმედია სტანდარტულად, როგორც ყველა თანამედროვე ავტომობილი კიაც აღჭურვილია Apple CarPlay, Android Auto, Bluetooth, Wi-Fi hotspot-ით. აუდი სისტემას კი Krell-ის ბრენდის 12 დინამიკი უზრუნველყოფს.


Kia Carnival-ის შეკვეთ შეგვიძლია როგორიც 9 ადგილიანის, ასევე 11 ადგილიანი ვერსიისაც. ამ საოცარი ულტრა კომფორტული მინივენის ფასი $26,300-დან იქყება.


მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.6
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.6
2020-06-08

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

7 უცნობი ფაქტი Bugatti-ის ლოგოს შესახებ
7 უცნობი ფაქტი Bugatti-ის ლოგოს შესახებ
2020-10-19

1909 წელს, საფრნაგეთის ქალაქ Molsheim-ში, კომპანია Bugatti დაარსდა. მას შემდეგ 111 წელი გავიდა, სამყარო რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ყველაზე მდიდრული და ექსკლუზიური ბრენდის ლოგომ დროს გაუძლო. ზოგადად ლოგო ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარე

Alpine A110 - ფრანგების სპორტული ავტომობილი
Alpine A110 - ფრანგების სპორტული ავტომობილი
2020-06-02

დღეს მინდა გაგაცნო ფრანგული ბრენდი Alpine, რომელიც ცნობილია სპორტული ავტომობილების წარმოებით. სამწუხაროდ ასეთი კომპანიები ნაკლებად პოპულალურია საქართველოში. მიზეზი ბევრია, თუმცა მე უფრო პოსტსაბჭოურ საქართველოში გამეფებულ სტერეოტიპებს დავაბრ