Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.13
2020-07-27

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.13

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ ბლოგ-პოსტის მეშვეობით, გაეცნობი ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

Chrysler Imperial თუ 50-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირშის მაღალჩინოსნები ЗИЛ-111-ით დაბრძანდებოდნენ და მსგავსი კომფორტული ავტომობილის შეძენა, უბრალო მოკვდავს არ შეეძლო, სამაგიეროდ იმავე პერიოდის ამერიკაში, წარმატებული ადამიანი კრაისლერ იმპერიალს ყიდულობდა. „Imperial“ ეს იყო ცალკე დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელიც კრაისლერთან თანამშრომლობდა. კრაისლერ იმპერიალი, ექსკლუზიურობის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა. ის აღჭურვილი იყო: ელექტრო პაკეტით, ჰიდრავლიკა, კრუიზ კონტროლი, ცენტრალური საკეტი და სხვა. ბეისბოლის ლეგენდარული მოთამაშე ბილ ვაითი (Bill White) შავი კრაისლერ იმპერიალით დაბრძანდებოდა. ასეთი მანქანა საქართველოში 1-2 თუ მეგულება, ამ უნიკალური მანქანით შეგიძლია, თავადაც ისიამოვნო, ასევე გააქირაო და ბიზნესად აქციო. 

https://www.myauto.ge/ka/pr/46668307/iyideba-sedani-chrysler-300-1959-benzini-geo


Fiat 500e - თუ გსურს იყოლიო ეკო მეგობრული ავტომობილი, რომელიც გლამურის და თანამედროვეობის კომბინაცია იქნება, მაშინ ეს ელექტრო ფიატ 500 საშენო მანქანაა. ამ უნიკალური ელექტრომობილით 1 სრული დამუხტვით, ქალაქში 130 კილომეტრს გაგატარებს, ეს კი მოგცემს საშუალებას, საწვავში დაზოგილი თანხა სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოახმარო.

https://www.myauto.ge/ka/pr/46202004/iyideba-hechbeqi-fiat-500e-2014-eleqtro-geo



Toyota LC76 - ტოიოტას დიდი აღწერა არ ჭირდება, ყველამ იცის, რომ ის უგზოობისთვისაა დაბადებული და კლდესავით მტკიცე იაპონელი არასდროს უშინდება დაბრკოლებებს. თუ შენი ჰობი მოგზაურობაა და გიწევს ბევრი ბარგი-ბარხანის ტარება ეს ავტომობილი ამ საქმისთვისაა ზედგამოჭრილი, ამავდროულად თუ კორონავირუსმა (COVID-19) ზომბი აპოკალიფსი გამოიწვია, აღარ მოგიწევს შესაბამისი ტრანსპორტის მოძიებაც.  

https://www.myauto.ge/ka/pr/46289214/iyideba-jipi-toyota-land-cruiser-2014-dizeli-geo


Jaguar F-type - იან კალუმმ-ის (Ian Сallum) ქმნილებით სადაც არ უნდა წახვიდე მუდამ ყურადღების ცენტრში იქნები. იაგუარი აღჭურვილია 340 ცხენის ძალიანი, 3.0L V-6 ძრავით და 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. მისი ხიბლი თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქში ყოველდღიურად შეგიძლია გადაადგილება, ამავდროულად შაბათ-კვირას რუსთავის ავტოდრომზე მიიღო დაუვიწყარი შეგრძნებები.

https://www.myauto.ge/ka/pr/46298509/iyideba-kabrioleti-jaguar-f-type-2014-benzini-geo


ЗАЗ-968М- თუ ავტომობილების კოლექციონერი ხარ, მაშინ ზაპოროჟეცი ხელიდან გასაშვები მანქანა არაა. პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშა ЗАЗ-968М-ის შოვნა მეტად რთული საქმე, რადგან ის გადაშენების გზას დაადგა. ЗАЗ-968М –ის ბოლო მოდიფიკაცია, ზაპოროჟიეს ქარხანამ 1979 წლის ბოლოს დაიწყო.

https://www.myauto.ge/ka/pr/46818518/iyideba-sedani-zaz-1102-1991-benzini-geo


მსგავსი სტატიები

კომპანია შევროლემ, K5 Blazer-ს ახალი სიცოცხლე აჩუქა
კომპანია შევროლემ, K5 Blazer-ს ახალი სიცოცხლე აჩუქა
2020-11-03

მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრომობილზე, მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, დიდი თუ პატარა კომპანიები, ახალ პროექტებზე მუშაობენ, რომლის მეშვეობითაც მომავლის ტრანსპორტი უფრო ეკომეგორბულია, ვიდრე შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები. აგერ ამერიკულმა კომპან

ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგძლივდება
ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგძლივდება
2020-03-17

გლობალური ეკონომიკის რეცესიის პირობებში ყველაზე დაუცველები ჩვენაირი იმპორტდამოკიდებული ქვეყანები არიან, ახალმა კორონა ვირუსმა (COVID-19) მსხვილი ბანკებით დაწყებული, ტურიზმით თუ ავტოიმპორტით დამთავრებული, ეკონომიკის არაერთი სექტორი დააზარალა

2021 წლის BMW M3 - „საით მიექანება ავტოინდუსტრია“ ?
2021 წლის BMW M3 - „საით მიექანება ავტოინდუსტრია“ ?
2020-09-24

ჩვენს წინაშეა, მეექვსე თაობის BMW M3. დიზაინრებმა ძალღონე არ დაიშურეს, რათა საკულტო მოდელს, აგრესიული და განსხვავებული ექსტერიერი ჰქონოდა, მაგრამ „საით მიექანება ავტოინდუსტრია“ ? ეს კითხვა მას შემდეგ გებადება, როდესა M3-ის გრანდიოზულ ცხაურა