Subaru Forester საქართველოში ძალიან პოპულარობით სარგებლობს, ფორესტერმა მალევე შეძლო ჩვენი გულების დაპყრობა, თუმცა სიყვარულის უკან მცირედი ხარვეზებიც იმალებოდა. მეორე თაობის Subaru Forester-ის წარმოება 2002 წლიდან დაიწყო, ხოლო 2005 წლიდან მივიღეთ რესტალინგი (facelift). მეორე თაობის წარმოება 2007 წელს შეწყდა. დღევანდე ბლოგ-პოსტში, ფორესტერის გავრცელებულ ხარვეზებზე ვისაუბრებ. საქართველოში მათი ფასი: $ 2,500-დან იწყება და $ 4,500-მდეც მერყეობს. როგორც ყოველთვის ფასი დამოკიდებულია, როგორც მანქანის გამოშვების წელზე, ასევე მდგომარეობაზე.
ძრავა - ტურბინირებული ძრავების ძირითადი თავის ტკივილი, არასწორი დეტონაცია და ძრავის გადახურებაა. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, შენი მანქანა უნდა კვებო კარგი ბენზინით, როგორიცაა სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98), ყურადღება მიაქციე გაგრილების სისტემას და რაც მთავარია ყოველ 5,000 კილომეტრის გავლისას ძრავში ზეთი და ფილტრი უნდა ცვალო, რაც არუნდა კარგი ბრენდის ზეთი გესხას, წინააღდეგ შემთხვევაში მოგიწევს ძვირიანი კაპიტალური რემონტი ან მთლიანად ახალი აგრეგატის შეძენა.
თუ ეს ყველაფერი გეზარება, მაშინ იყიდე ფორესტერი ტურბოს გარეშე: 2.0 L EJ20 ან 2.5 L EJ25 ეს ძრავები კაპრიზებით არ გამოირჩევიან, მთავარია დროულად უცვალე ზეთი და ჩაასხა ბენზინი პრემიუმი (ოქტანობა არანაკლებ 95).
ძრავის ღვედი - ძრავის ღვედი, მისი დამჭიმი და ამყოლი როლიკები სასურველია ყოველი 105,000 კმ-ს გავლის შემდეგ შეცვალო არ აქვს მნიშვნელობა, შენი ფორესტერი ტურბინით იქნება თუ ტურბინის გარეშე.
ანთების კოჭა - ერთ მშვენიერ დღეს, თუ ფორესტერის ძრავმა არათანაბარი მუშაობა დაიწყო ესეიგი ანთების კოჭა ( ignition coil ) გაქვს გამოსაცვლელი. ახალი რომ გამოიწერო ამერიკიდან $ 38-დან $ 87-მდე მერყეოფს, ფასი დამოკიდებულია ბრენდზე. ზოგადად დაბალ ოქტანობიანი, უხარისხო ბენზინი აფუჭებს აალების სანთელს, ხოლო ცუდი აალების სანთელი კი ანთების კოჭას.
გადაცემათა კოლოფი - ფორესტერის კოლოფები საიმედოა თუმცა, მექანიკური კოლოფით თუ გადაწყვიტე ყიდვა უნდა იცოდე, რომ სწრაფი დაძვრა განსაკუთრებით მოლიპულ საფარზე არ უყვარს, რადგან ასეთ დროს ვისკოქუროში (Вискомуфта) ზეთი ხურდება და დატვირთვას ვერ უძლებს. მისი რესურსი 100,000 კილომეტრია.
საჭით მართვის სისტემა - „რულავოი“ დიდი საიმედოობით არ გამოირჩევა, სანამ მანქანას იყიდი, ტესტ დრაივის დროს დააკვირდი საჭეს ლუფტი ხომ არ აქვს, ან საჭის ტრიალისას უსიამოვნო ხმები ხომ არ შემოდის სალონში? 70,000 კილომეტრის გავლის შემდეგ შეიძლება პრობლემებმა იჩინოს თავი.
ძარა - თანამედროვე ავტომობილების ძარა და მისი საღებავი ისეთი გამძლე არაა, როგორც ეს 30 წლის წინ იყო. გამონაკლისი არც ჩვენი მეორე თაობის ფორესტერი გახლავთ. მას კოროზიისკენ მიდრეკილება აქვს, სანამ მანქანას იყიდი მისი ძარა მეთუნუქეს კარგად შეამოწმებინე: დააკვირდი საქარე მინის ჩარჩოს, წინა ფრთებს, კაპოტს და წინა და უკანა ფრთის თაღს კოროზია ხომ არ აქვს ?