დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ ბლოგ-პოსტის მეშვეობით, გაეცნობი ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.
Mitsubishi Lancer Evo 4 – შენს წინაშეა, 90-იანების რალის ერთ-ერთი ლამაზი და გამორჩეული ავტომობილი. Evolution იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც წითელ წიგნშია შესატანი. რაც დრო გადის მათი რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით მცირდება ფასი კი იზრდება. ეს ავტომობილი, გაძლევს საშუალებას გამოიყენო, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში სახლი-სამსახური, ასევე გეძლევა საშუალება რუსთავის ავტოდრომზე გააუმჯობესო შენი მართვის სტილი და მიიღო ჭარბი დოზით ადრენალინი.
https://www.myauto.ge/ka/pr/46779817/iyideba-sedani-mitsubishi-lancer-1996-benzini-geo
Nissan Patrol - თუ გინდა რომ მოინახული შენი ქვეყნის მთა და ბარი, მაშინ ეს უნიკალურო მეოთხე თაობის Nissan Patrol Y60 ამ საქმისთვისაა ზედგამოჭრილი. ის არასდროს უშინდება უგზოობას. აღჭურვილია ჯალამბარით, უკანა ბლოკირებით და ა.შ. კარგ მდგომარეობაში მყოფი Y60-ის შოვნა ევროპაში ძალიან რთული საქმეა.
https://www.myauto.ge/ka/pr/46705823/iyideba-jipi-nissan-patrol-1993-dizeli-geo
MG roadster – თუ გსურს დაუვიწყარი ემოციებით დაიმუხტვა, მასინ ეს ავტომობილი საშენოა. 70-იანი წლების კლასიკური ბრიტანული როდსტერით, სადაც არ უნდა წახვიდე მუდამ ყურაღების ეპიცენტრში იქნები. საქართველოში, ასეთი უნიკალური მოდელი, ალბათ 2-3 თუ მეგულება. მისი წონა სულ რაღაც 876 კგ-ს შეადგენს, უკანა წამყვანია და რაც მთავარია მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.
https://www.myauto.ge/ka/pr/46882610/iyideba-kabrioleti-mg-extender-1971-benzini-geo
Mercedes-Benz W123 - თუ ავტომობილების კოლექციით ხარ გატაცებული, მაშინ ეს უნიკალური მოდელი საშენოა. მისი მდგომარეობა ისეთია, თვით ახალ მანქანასაც შეშურდება. W123-ის დებიუტი 1976 წლის 29 იანვარს შედგა. 70-იანი წლებში ეს იყო ყველაზე გამძლე და მოთხოვნადი ბიზნეს კლასის ავტომობილი. ეს 1977 წლის E კლასის მერსედესი, 2.8 L M110 I6 ძრავითაა აღჭურვილი.
https://www.myauto.ge/ka/pr/46756580/iyideba-sedani-mercedes-benz-280-1977-benzini-geo
ВАЗ-2109– რაც დრო გადის მით უფრო რთულია ქარხნულ მდგომარეობაში 2109-ის შოვნა. 30 წლის წინ ამ ავტომობილზე ყველა ოცნმებობდა დიდი თუ პატარა. 2109 სოციალური სტატუსის ეტალონი იყო, 80-იანების ბოლოსკენ ჯგუფმა Комбинация-მ სიმღერაც კი მიუძღვნა Вишневая „девятка". შეიძლება ლეგიტიმური კითხვაც გაგიჩნდეს რა აქვს ამ მანქანას გამორჩეული ? АвтоВАЗ-ს თანამედროვე ავტომობილის პროექტირებაში თვით კომპანია Porsche ეხმარებოდა. 1980 წელს АвтоВАЗ-სა და Porsche-ს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა. მოგვიანებით 1987 წელს პირველი ВАЗ-2109 კონვეირიდან ჩამოვიდა.
https://www.myauto.ge/ka/pr/46617271/iyideba-hechbeqi-vaz-2109-1989-benzini-geo