80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების დასაწყისი, ავტოინდუსტრიისთვის რენესანსის პერიოდი გახლდათ, სადაც ნიჭიერი ინჟინრები ფასდაუდებელ შედევრებს ქმნიდნენ. 80-იან წლებში, იაპონურმა კომპანიამ Honda-მ, თავის განვითარების აპოგეას მიაღწია, თუმცა ჰონდასთვის ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ სურდათ რაღაც უფრო გენიალური და გიჟური. 1986 წელს Honda-მ დაისახა მიზნად, შეექმნა საკუთარი სპორტული ავტომობილი, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Ferrari და Porsche.
იდეა საკმაოდ ამბიციური და რისკიანი გახლდათ, მაგრამ კომპანია უკან დახევას არ აპირებდა. Honda-მ, მსოფლიოს მასშტაბით, თავისი ქარხნებიდან 200 საუკეთესო ინჟინერი შეკრიბა, რათა დაეწყოთ ამბიციურ პროექტზე მუშაობა. ამ მთელ წამოწყებაში საინტერესო ის იყო, რომ ინჟინრებს სრული თავისუფლება და განუსაზღვრელი რესურსები მისცეს, მთავარი იყო შედეგი.
80-იანი წლების იაპონიაში, საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. კომპანიებს ეკრძალებოდათ 280 ცხენის ძალაზე მძლავრი ავტომობილის წარმოება. ამ რეგულაციებმა ინჟინრები ძალიან დააფიქრა, თუმცა შემოქმედებითობა ხო ჩვენი მძლავრი იარაღია? Honda-ს ინჟინრებს გადაწყვეტილი ქონდათ, შეექმნათ ულტრამსუბუქი სპორტული ავტომობილი, შესაბამისად ძარის და დაკიდების სისტემის დასამზადებლად ალუმინი გამოიყენეს.

Honda NSX შუაძრავიანი სპორტული ავტომობილია, ამ გადაწყვეტილებით ინჟინრებმა, მარჯვენა და მარცხენა ბორტს შორის 50:50-იანი ბალანსის მიღება შეძლეს. Honda აღჭურვეს VTEC-ის 273 ცხენის ძალიანი V-6 ძრავით და 5 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან იყო დაწყვილებული. NSX-ის ძრავა დამზადებულია ალუმინისგან, მისი დგუშები (Поршень), ნაჭედია (Кованый) ხოლო ბარბაცა (Шатун) კი ტიტანისგან დაამზადეს. ეს საოცარი ძრავა, მაქსიმალურ 8,000 ბრუნს წუთში ავითარებდა და 0-დან 100-მდე, სულ რაღაც 5.7 წამი ჭირდებოდა. Honda NSX 1365 კილოგრამს იწონის.
1989 წლის თებერვალს, იაპონიას ესტუმრა ფორმულა 1-ის ლეგენდარული მრბოლელი, Ayrton Senna. მისი მთავარი მისია იყო გაეტესტა McLaren MP4/5-ის ბოლიდი, თუმცა Honda-ს წარმომადგენლებმა შესთავაზეს Suzuka-ს საერთაშორისო ავტოდრომზე, გაეტესტა შუაძრავიანი Honda NSX-ის სპორტული ავტომობილი. რათქმაუნდა Ayrton Senna დათანხმდა, ერთი სრული წრის შემდეგ, მან განაცხადა, რომ: „ I’m not sure I can really give you appropriate advice on a mass-production car, but I feel it’s a little fragile" – „დარწმუნებული არ ვარ, რომ ნამდვილად შემიძლია მოგცეთ შესაბამისი რჩევები, მასობრივ წარმოების მანქანის შესახებ, თუმცა მგონია რომ ის ცოტათი არამყარია“. Ayrton Senna-ას ამ ერთმა ფრაზამ ყველაფერი შეცვალა, Honda-ს ინჟინრებმა NSX-ის დაკიდების სისტემა 50 %-ით ხისტი გახადეს, რამაც უზრუნველყო, მართვის საუკეთესო შეგრძნება.
იაპონელებმა, ფორმულა 1-ის ლეგენდარულ მრბოლელს, Ayrton Senna-ს მადლობის ნიშნად Honda NSX აჩუქეს. ეს იყო მისი ერთ-ერთი საყვარელი სპორტული ავტომობილი.
1989 წლის 9 თებერვალს, Chicago Auto Show-ზე იაპონელების შუაძრავიანი, უკანა წამყვანი, სპორტული ავტომობილის Acura NSX-ის დებიუტი შედგა, ამერიკის ბაზრისთვის Acura-ს სახელით წარადგინეს. NSX იშიფრება შემდეგნაირად: New Sportscar experimental.
Honda / Acura NSX-მა დედამიწის ყველა წერტილში ფურორი მოახდინა, ის იყო ყოველდღიური კომფორტული შუაძრავიანი სპორტული ავტომობილი, რომელიც აღჭურვილი იყო: სპორტული ტყავის ელექტრო სავარძლებით, კლიმატ კონტროლი, ჰიდრავლიკა, ABS, კრუიზ კონტროლი, თრექშენ კონტროლი, სრული ელექტრო პაკეტი და ასე შემდეგ. 90-იანი წლების დასაწყისში, ამერიკაში ახალი Acura NSX-ის ფასი $ 60,000-დან იწყებოდა
1992 წელს, ვიხილეთ უფრო მძლავრი და ავტოდრომისთვის განკუთვნილი Honda NSX Type R. მისი ძრავა 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ხოლო წონაში 140 კილოგრამით მსუბუქი იყო, ვიდრე სტადნარტული NSX. Type R 1230 კგ-ს იწონიდა, მას ტყავის კომფორტული ელექტრო სავარძლების მაგიერ, Recaro-ს ომოლოგირებული სავარძლებით აღჭურვეს. რაც შეეხება საბურავებს: Bridgestone Potenza RE010, წინ 205/50 ZR15, ხოლო უკან 225/50 ZR16
2005 წელს Honda-მ ხუთი ეგზემპლარი NSX-R GT შექმნა, ეს იყო რბოლისთვის განკუთვნილი. საინტერესო ის არის, რომ დღემდე არ არის ცნობილი თუ რა განსხვავებაა NSX-R და NSX-R GT-ის შორის. ჭეშმარიტების დადგება მხოლოდ მაშინ შეგვეძლება თუ შევძლებთ მის შეძენას, მისი ფასი $470 000 შეადგენდა.
იაპონელების შუაძრავიანი, სპორტული ავტომობილის მზე 2005 წელს ჩაესვენა. NSX 1990-2005 წლებში იწარმოებოდა და 15 წლის განმალობაში 18,000 ეგზემპლარია წარმოებული.