2020-07-07

Ford Bronco - ველური ცხენი გვიბრუნდება

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ერთ კვირაში, Ford-ის საკულტო მოდელი, Bronco ოფიციალურად დაგვიბრუნდება. თავდაპირველად Bronco-ს დებიუტი მარტში იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო გადაიდო. 2020 წლის 13 ივლისს, ამერიკის დროით 8 p.m. პირდაპირი ეთერით, ABC, National Geographic, Disney network channels და ESPN გადასცემს 2021 Ford Bronco-ს პრემიერას. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დავუცადოთ.

ისტორია -  Bronco-ს შექმნის იდეა Ford-ის პროდუქტ-მენეჯერს Donald N. Frey-ის ეკუთვნის, მალევე ფორდის ინჟინრები Paul G. Axelrad-ის მეთაურებით შეუდგნენ იდეის განხორციელებას. Bronco-ს პირველი თიხის მაკეტი, 1963 წელს შექმნეს, ხოლო საბოლოო ვარიანტი 1964 წელს Lee Iacocca-მა დაამტკიცა. ასე და ამგვარად დაიბადა საკულტო ყველგანმავალი, რომელიც შეიქმნა Jeep CJ-5-ის და International Harvester Scout-ის კონკურენტად.

 

დეფინიცია - მე-19 საუკუნეში, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, ველურ ცხენს Bronco-ს ეძახდნენ.

რეინკარნაცია - Ford-ის მარკეტინგის მენეჯერი Mark Gruber, კომპანიას ჯერ კიდევ 2015 წელს სთავაზობდა Bronco-ს დაბრუნებას. მისი თქმით, მსოფლიოში ძალიან ცოტა ბრენდია დარჩენილი, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ყველგანმავალს, ხოლო ყველგანმავალზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. თანამედროვე Bronco-მ გამოცდა ყველანაირ კლიმატურ პირობებში გაიარა, 
2021 წლის Ford Bronco წარმოდგენილი იქნება სამ ვერსიად ესენია:

  • ორკარიანი
  • ოთხკარიანი
  • კროსოვერი Sport

ტექნიკური მონაცემებ - წინასწარი ცნობით 2021 წლის Ford Bronco, იგივე Ford Ranger-ის T6-ის პლატფორმაზე აიწყობა. რაც შეეხება ძრავს და გადაცემათა კოლოფებს: Bronco სავარაუდოთ აღიჭურვება, როგორც 270 ცხენის ძალიანი 2.3L EcoBoost ძრავით, ასევე V-6 2.7 ან 3.5 twin-turbo ძრავით, რომელიც დაწყვილებული იქნება 10 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. 



ფასი - 2021 წლის Ford Bronco-ს ფასი, $32,495-დან დაიწყება. 


 

 

მსგავსი სტატიები

Delage D12 - ჰიბრიდული ჰიპერავტომობილი
Delage D12 - ჰიბრიდული ჰიპერავტომობილი
2020-08-21

68 წლის შემდეგ, ფრანგული კომპანია Delage „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“

Nuro R2 კურიერ-რობოტი
Nuro R2 კურიერ-რობოტი
2020-11-12

ტექნოლოგიების მიმართ შიში არც ისე ახალია. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 60–იან წლებში, ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ადამიანებს, ავტომატიზაციის ეშინოდათ. უნდობლობას უცხადებდნენ ავტომობილებს, მეტიც, მას „ეშმაკის ეტლსაც“ კი უწოდებნენ. გავიდა დრო და ე

მომავლის ჰიპერმანქანა- Hyperion XP-1
მომავლის ჰიპერმანქანა- Hyperion XP-1
2020-08-13

უცხოპლანეტელების ჰიპერმანქანა არ გეგონოთ, ეს არის კომპანია Hyperion Motors-ის ინჟინრული შედევრი, რომლის დამზადებაში აქტიურადაა გამოყენებული კოსმოსური ტექნოლოგიები. ინჟინრებს რამდენიმე წელიწადი დაჭირდათ, რათა გიჟური იდეები რეალობად ექციათ. კ