2020-07-06

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.10

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა
 დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

Mercedes-Benz G 63 AMG - თუ მოდური, სწრაფი და კომფორტული „უგზოობის მანქანა“ გსურს, მაშინ ეს ავტომობილი საშენოა. G-Class, ეს არის მერსედესის საკულტო მოდელი, რომლის ორიგინალური დიზაინი გვანცვიფრებს და ქედს გვახრევინებს. შტუტგარტელი, აღჭურვილია AMG-ის 4.0L V8 biturbo, 577 ცხენის ძალიანი ძრავით. მერსედესი არასდროს უშინდება უგზოობას, რადგან მას გააჩნია წინა და უკანა ხიდის ბლოკირება, ასევე ხიდთა შორისი ბლოკირება. G-Class დღესაც ხელით იწყობა და მის დამზადებაში უმაღლესი ხარისხის მასალებია გამოყენებული.

https://www.myauto.ge/ka/pr/46094154/iyideba-jipi-mercedes-benz-g-65-amg-2020-benzini-geo



Lexus GS450h - თუ გსურს, ეკენომიური ამავდროულად ელეგანტური საოჯახო ავტომობილის შეძენა, მაშინ Lexus ამ მოთხოვნებს სრულად დაგიკმაყოფილებს. კომპანია Lexus-ის ინჟინრები ყოველთვის აფართოებდნენ ტექნოლოგიების საზღვრებს და დროს უსწრებდნენ. საერთოდ, Lexus ეს არის წარმატებული ადამიანისთვის შექმნილი ბრენდი, რომელიც მხარს უჭერეს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს. GS450h აღჭურვილია ბენზინის 3.5 V6-ის ძრავით და 1,9 kWh nickel-metal hydride ელემენტით. ეს დახვეწილი 5 ადგილიანი სედანი, 292 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ქალაქში შერეულ რეჟიმში 7-8 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

https://www.myauto.ge/ka/pr/45861015/iyideba-sedani-lexus-gs-450-2014-hibridi-geo



Cadillac Eldorado - გსურს შეიქმნა სრული იდილია ? მაშინ მიუჯექი 1977 წლის Cadillac Eldorado-ს საჭეს, ჩართე Miles Davis-ის „Fantasy“ და გაისეირნე თბილისის ღამის ქუჩებში. ამერიკელებისთვის Eldorado ისეთივე საუკულტო მოდელია, როგორც ბრიტანელებისთვის Rolls Royce Corniche. 70-იან წლების ამერიკაში, კადილაკი ითვლებოდა სოციალური სტატუსის ეტალონად. ამ მანქანით დაბრძანდებოდნენ, როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავები, ასევე იტალიური მაფიის წევრები. Eldorado-ს დასამზადებლად, გამოყენებულია საუკეთესო მასალები.

https://www.myauto.ge/ka/pr/45891170/iyideba-sedani-cadillac-eldorado-1977-benzini-geo


Audi S4 - თუ ოჯახი გყავს და ვერ ყიდულობს ორ კარიან, ტრეკისთვის განკუთვნილ სპორტულ ავტომობილის, მაშინ შემიძლია შემოგთავაზო ალტერნატივა. ეს არის Audi-ის ლეგენდარული მოდელის თანამედროვე ვარიანტი. S4 აღჭურვილია, V8 ცილინდრიანი, 344 ცხენის ძალიანი 4.2 ძრავით. რაც მთავარია მისი V8 ძრავა დაწყვილებულია 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფთან. ამ მოდელის ხიბლი აუდის Quattro-ს სრულ ამძრავ სისტემაშია. ეს ავტომობილი მოგცემს საშუალებას, ოჯახი ზამთარის კურორტზეც წაიყვანო, ასევე შიგადაშიგ რუსთავის ავტოდრომსაც ეწვიო და მიიღო ადრენალინის დიდი დოზა. 

https://www.myauto.ge/ka/pr/46668019/iyideba-sedani-audi-s4-2004-benzini-geo



Honda Fit - თუ უბრალოდ ქალაქის ეკონომიური ავტომობილი გსურს, ამავდროულად არ გინდა დიდი დრო სერვისცენტრში გაატაროდა და დიზაინზე პრეტენზია არ გაქვს, მაშინ ეს ავტომობილი საშენოია. თბილისის ქუჩები, Honda Fit / jazz-ის გარეშე ისეთივეა, როგორც შავი ზღვა დელფინების გარეშე მას თითქმის ყველა შუქნიშანზე შევხვდებით. ამ მანქანის უნიკალურობა იმაშია, რომ არ ფუჭდება, ეკონომიურია. ზოგადად იაპონური ავტომობილები გამძლეობასთან ასოცირდება, შესაბამისად Honda Fit/ jazz იმედებს მის პატრონს არასდროს უცრუებს. 

https://www.myauto.ge/ka/pr/46567939/iyideba-sedani-honda-fit-2008-benzini-geo


მსგავსი სტატიები

5 გამორჩეული ავტომობილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა
5 გამორჩეული ავტომობილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა
2020-06-18

როცა ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს აღწევს, მას შემდგომ უჩნდება განსაკუთრებული ლტოლვა ხელოვნების ნიმუშების მიმართ, ამიტომ დღეს შემოგთავაზებ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. ზოგადად აუქციონი ეს არის საჯარო გაყიდვის პროცესი,

2021 Nissan Ariya - პირველი ელექტრო კროს-კუპე
2021 Nissan Ariya - პირველი ელექტრო კროს-კუპე
2020-07-15

კომპანია Nissan ბაზრის დასაპრყობად ემზადება, მათ პირველი ელექტრო კროს-კუპე „Ariya“ წარმოგვიდგინეს. მას ფუტურისტული დიზაინი აქვს, ალბათ უფრო იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც თანამედროვე ტენდეციებია უმთავრესი.

ეს ავტომობილები, მხოლოდ ერთ ფერში იყიდებოდა
ეს ავტომობილები, მხოლოდ ერთ ფერში იყიდებოდა
2020-11-10

დღევანდელ ბლოგ-პოსტში, წარმოგიდგენ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომელიც მხოლოდ ერთ ფერში იწარმებოდა. ზოგადად ფერები ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში, ნებისმიერი რამ, ხომ ვიზუალურად გვამახსოვრდება? ვიზუალში კი, მთავარი ფერ