2020-07-03

2021 Dodge Charger SRT Hellcat Redeye

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2021 წლის, Dodge Charger SRT Hellcat Redeye, ყველაზე სწრაფი, სრულფასოვანი 5 ადგილიანი სედანია. მას გადახალისებული ექსტერიერი აქვს. თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას მაშინც ახდენს, როდესაც გაჩერებულია. 


„წითელ თვალება“ აღჭურვილია HEMI® V8 6.2 ლიტრი მოცულობის აგრეგატით და 8 საფეხურიანია ავტომატური გადაცემათა კოლოფით.  გაუმჯობესებულია ძრავის ისეთი დეტალები, როგორიცაა: ბარბაცა (Connecting rod), დგუში (Piston) თუ სარქველმანაწილებელი მექანიზმი (valve gear). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინჟინრებმა კომპრესორის (supercharger) მოცულობა 2,7 ლიტრამდე გაზარდეს, ხოლო ერთი საწვავის ტუმბოს (injection pump) მაგივრად ორი დაუყენეს. ამერიკული მონსტრი 797 ცხენის ძალას და 959 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მას 0-დან 100 კმ/სთ-ს გასავითარებლად სულ რაღაც 3,5 წამი ჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 326 კმ/სთ-ს შეადგენს.


ამერიკულ ურჩხულს, ექვს დგუშიანი Brembo-ს ფირმის სამუხრუჭე სისტემა აქვს.



 Dodge-ის საჭის ელექტროგამაძლიერებელი (EPS), უზრუნველყოფს მართვის საუკეთესო შეგრძნებას. Line Lock-ის მეშვეობით სტარტამდე შეგეძლება, უკანა საბურავების გახურება, ხოლო Launch Control- უზრუნველყოგს უკეთეს სტარტს. SRT Drive Modes-ის მეშვეობით, მძღოლს ეძლევა საშუალება აირჩიოს სამი რეჟიმი: Street (Auto), Sport და Track.


Dodge-ის 20-იანი დისკები, დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსგან (carbon fiber), ხოლო საბურავები Pirelli-ის ყველა სეზონის 305/35ZR20 დაუყენეს.



2021 წლის, Dodge Charger SRT Hellcat Redeye ფასი: $85,590-დან დაიწყება 

თეგები

მსგავსი სტატიები

2023 წელს მფრინავ ტაქს ვიხილავთ
2023 წელს მფრინავ ტაქს ვიხილავთ
2020-12-14

ბავშობაში, ბევრჯერ გვიოცნებია მფრინავ ავტომობილზე, მაგრამ ჩვენი ოცნებები, ოცნებებად რჩებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფუტურისტული იდეების, რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა ადვილი საქმე არაა. ის დიდ ძალისხმევას საჭიროებს, თუმცა ტექნოლოგიურ ე

Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
2020-10-13

შეიძლება ელექტრომობილი განვიხილოთ, როგორც სერიოზულ უგზოობის ავტომობილად ? პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა ! შენს წინაშეა, Mercedes-ის კონცეპტუალური მოდელი EQC 4x4². მომავლის ავტომობილის შექმნას, იურგენ ებერლე ხელმძღვანელობს. ამ ადამიანმა უკვე

შუქდიოდიანი ხელთათმანი - კიდევ ერთი საჭირო ნივთი
შუქდიოდიანი ხელთათმანი - კიდევ ერთი საჭირო ნივთი
2020-08-04

ამერიკულ ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ში, უჩვეულო ნახევრად ხელთათმანი გამოჩნდა გასაყიდად. ამ ხელთათმანის მთავარი ხიბლი და უცნაურობა იმაში მდგომარეობს, საჩვენებელ და ცერა თითზე შუქდიოდიოდებია მოთავსებული. უცნაური ხელთათმანების მეშვეობით ცუდი განა