2020-07-02

2010-17 წლის BMW F10 550i-ის გავრცელებული პრობლემები

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

  ერთი შეხედვით  ბავარიელი, მომხიბლელია თუმცა სილამაზისა და ტექნოლოგიების უკან მცირედი გაუმართაობები იმალება. დღეს ვისაუბრებ იმ შესაძლო პრობლემებზე, რომელიც BMW F10 550i-ს აწუხებს. სანამ შევიძენთ უმჯობესია წინასწარ ვიცოდეთ ამ ყველაფრის შესახებ, თუმცა ჩამოთვლილი „პრობლემები“ აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს მანქანას ეს შეაწუხებს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორც გამოდგომაზე, ასევე იღბალზე.

ძრავის კონსტრუქციული წუნი -  F10-ის N63B44 ძრავა, საიმედოობით არ გამოირჩევა. ძირითადი პრობლემა მის კონსტრუქციაში იმალება. ინჟინრება Twin-Turbo ცილინდრთა ბლოკს შორის დააყენეს. ეს გადაწყვეტილება კი იწვევს, ძრავის სხვადასხვა დეტალის გადახურებას.


ზეთის ჟონვა - მორიგი თავის ტკივილი, შუასადებიდან თუ ჩობალიდან ზეთის ჟონვაა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტრიც, რომ თუ აგრესიული ტარების სტილი გაქვს, მალევე მოგიწევს სარქველის ჩობალის (valve seal) შეცვლა. მისი რესურსი ასეთ შემთხვევაში 30,000 კილომეტრია, ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში 60,000 კმ.


ზეთის ხარჯი - N63-ს ყოველ 1,000 კმ-ს გავლისას ესაჭიროება საშუალოდ 1 ლიტრი ზეთის დამატება.


ინჟექტორები - საწვავის ფრქვევანა (fuel injector) მალე გამოდის მწყობრიდან, ამის გამო შეიძლება ცილინდრში ზედმეტი საწვავი მოხვდეს და დაქოქვისას ჰიდრო დარტყმა გამოიწვიოს. საწვავის ფრქვევანას რესურსი 100,000 კილომეტრია.


ჯაჭვი და მისი დამჭიმი - შესაცვლელი ჯაჭვი არასასიამოვნო ხმას გამოსცემს. N63-ის ჯაჭვის რესურსი საშუალოდ 70-100,000 კილომეტრია, დამოკიდებულია მართვის სტილზე.


შესაცვლელი ჯაჭვით და დამჭიმებით სიარულს არ გირჩევ. არის ალბათობა ჯაჭვი გადახტეს, ან რაც არუნდა პარადოქსი იყოს გაწყდეს. ეს კი დიდი პრობლემების მომტანია, მოგიწევს მთლიანი აგრეგატის შეძენა ან ძრავის კაპიტალური რემონტი, რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

გადაცემათა კოლოფი - ავტომატურ გადაცემათა კოლოფს, ZF 8HP-ს სწრაფი დაძვრა და უხეში ექსპლატაცია არ უყვარს. კოლოფში რეკომენდირებულია ზეთის და ფილტრის შეცვლა ყოველ 80,000 კმ-ს გავლისას.

სავალი ნაწილი - სავალს 50-60,000 კილომეტრი აქვს რესურსი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული მოვლაზე, სწორ ექსპლუატაციაზე.

 

მსგავსი სტატიები

Mercedes-Benz S-Class (W220) - რატომ ღირს იაფი ?
Mercedes-Benz S-Class (W220) - რატომ ღირს იაფი ?
2020-08-17

1998 წელს ახალმა S-Class-მა ინდექსით W220, საკულტო მოდელი W140 დამსახურებულ პენსიაზე გაუშვა. შტუტგარტელებმა სწორედ (W220)-ის მეშვეობით ახალ ათასწლეულში შეაბიჯეს. მერსედესის ხსენებაზე პირველი გვახსენდება: ხარისხი, კომფორტი და მაღალი ფასი, მა

გაინტერესებს, როგორი მანქანაა 2002–2006 წლის Mini Cooper ?
გაინტერესებს, როგორი მანქანაა 2002–2006 წლის Mini Cooper ?
2020-04-21

15-17 წლის წინ თბილისის ქუჩებში Mini Cooper-ის გამოჩენამ ჩვენი ყურადღება მაშინვე მიიქცა. მან ახალგაზრდების გული მალევე დაიპყრო. დღეს პირველი თაობის მინი აღარ ღირს კოლუსალური თანხა და ყველას შეუძლია მისი შეძენა, მაგრამ გამომდგარიაა ? ამაზე კ

ავტოინდუსტრია: 2024 წლის უახლესი მოდელები
ავტოინდუსტრია: 2024 წლის უახლესი მოდელები
2023-09-26

2023-2024 წელი ავტომობილების ბაზარზე ძალიან მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვინაიდან მწარმოებნელმა კომპანიებმა ბევრი ახალი, თუ ყველასათვის კარგად ცნობილი, მაგრამ განახლებული მოდელები წარმოადგინეს