2020-06-24

აუქციონზე გაყიდული უცნაური ავტომობილები

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა აუქციონები იმართება, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ რარიტეტული ნივთები, მათ შორის ავტომობილებიც. ზოგადად აუქციონი ეს არის საჯარო გაყიდვის პროცესი, სადაცყველა ადამიანს შეუძლია კონკურენტუნარიან გარემოში მონაწილეობის მიღება. დღეს მინდა შემოგთავაზო სამი უცნაურ ავტომობილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა.


Italdesign Aztecამა წლის 24 თებერვლას, ამერიკულ აუქცინზე „Bring A Trailer“ გასაყიდად მეტად უცნაური ავტომობილი გამოიტანეს. Lot #28129, ეს არის ჯორჯეტო ჯუჯაროს 1988 წლის Italdesign Aztec. ეს ფუტურისტული ავტომობილი, მსოფლიოს მასშტაბით 18 ეგზემპლარია დამზადებული და მისი დებიუტი 1988 წელს Turin-ის Motor Show-ზე შედგა. ის აღჭურვილია აუდის 2.2 ხუთცილინდრიანი, ტურბო ძრავით და გამოიმუშავებს 250 ცხენის ძალას. ამ მეტად უცნაური ავტომობილისთვის, 45 მსურველი იბრძოდა და აქუციონზე მისმა ფასმა $165,000 შეადგინა. თუ ამერიკული კომიქსების პერსონაჟი ბეტმენი (Batman) შენი ფავორიტი გმირია, მაშინ ეს ავტომობილი საშენოა.


The Golden Sahara – 2018 წლის მარტის თვეში, ამერიკულ აუქცინზე „Mecum“ გასაყიდად გამოვიდა ავტომობილი, რომლის დასამზადებლად ოქრო გამოიყენეს. Lot S113-ი ცნობილია, როგორც The Golden Sahara II. ეს უნიკალური ავტომობილი, რომ შეექმნათ, დონორად 1953 წლის Lincoln Capri Hardtop გამოიყენეს. იდეის ავტორი ამერიკელი ავტოდიზაინერი George Barris გახლდათ. ავტომობილის დებიუტი 1954 წელს Petersen Motorama-ის გამოფენაზე შედგა. 50-იან წლებში იდეის ავტორს, იმ დროისთვს კოლუსალური თანხა $25,000 დაუჯდა, დღევანდელი კურსით $300,000 შეადგენს. ეს საოცარი ავტომობილი აღჭურვილი იყო: ტელევიზორით, ტელეფონით, მინი ბარით და ა.შ. 2018 წელს Mecum-ის აუქციონზე The Golden Sahara II $350,000-ად გაიყიდა.


CHALLENGER 2 STREAMLINER - თუ სტანდარტული ავტომობილის სიჩქარე აღარ გაკმაყოფილებს, მაშინ ეს მანქანა შენთვისაა შექმნილი. ამა წლის იანვარს, ამერიკულ აუქცინზე „Mecum“ გასაყიდად გამოიტანეს Lot S130, ეს არის 1968 წლის CHALLENGER 2 STREAMLINER. ის აღჭურვილია twin Hemi V-8 ძრავით და 5,000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Mickey Thompson-მა 1968 წელს სიჩქარის რეკორდიც დაამყარა და 643 კმ/სთ განავითარა. ის აუქციონზე $561,000-ად გაიყიდა. 



პირველი ქართული ავტოაუქციობი - Myauto-მ ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბაზრის განვითარებისთვის და მომხმარებელს პირველი  ქართული ავტოაუქციონი შესთავაზა. 

Myauto-ზე ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. თუმცა ახლა უკვე, ჩვენს პლატფორმაზე  შესაძლებელი იქნება ავტომობილების აუქციონის პრინციპით შეძენაც. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტოაუქციონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ბაზარია, რაც გვინდოდა საქართველოშიც დაგვემკვიდრებინა. Myauto-ს აუქციონიც სწორედ ამ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა და ზუსტად იმეორებს აუქციონის სრულფასოვან პრინციპებს. სასურველი ავტომობილის აუქციონის დახმარებით შეძენა მარტივია.

აღნიშნული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სიმარტივესთან ერთად ისაა, რომ აქ განთავსებული ყველა ავტომობილი მდებარეობს საქართველოში და მომხმარებელს აღარ უწევს მრავალთვიანი ლოდინი და ტრანსპორტირების რისკების გათვალისწინება, რაც ახლავს საერთაშორისო აუქციონებზე ავტომობილის შეძენას. ამასთან, მსურველებს შეეძლებათ ლოტის ფიზიკური დათვალიერება და ვებგვერდზე განთავსებულ ზუსტ ინფორმაციასთან ერთად, სასურველი ქონების საკუთარი თვალით ნახვა.

პირველ ეტაპზე, უცხოური ანალოგების მსგავსად, პირველ ეროვნულ აუქციონზე განთავსდება სადაზღვევო კომპანიების ქონება, მომავალში გათვალისწინებულია განმთავსებლების რიცხვის გაზრდა. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, ნებისმიერ მსურველს შეეძლოს განათავსოს და გაყიდოს ავტომობილები უკვე აუქციონის პრინციპით სრულად დისტანციურად.

ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტია, პლატფორმა გახდეს საერთაშორისო მასშტაბის და მომხმარებლებმა შეძლონ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ავტომობილებით ვაჭრობა.

 

მსგავსი სტატიები

განახლებული 2021 BMW M5
განახლებული 2021 BMW M5
2020-06-17

სოციალურ ქსელში, განახლებული M5 და M5 Competition-ის სურათები და პირველადი მონაცემები გამოჩნდა. ბავარიელის ოფიციალური პრემიერა უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ქართველ ავტომოყვარულებს M5-ის რისხვის გარდა არავი

საიდან წარმოიშვა აუქციონი
საიდან წარმოიშვა აუქციონი
2020-06-13

აუქციონი ეს არის საჯარო გაყიდვის პროცესი, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია კონკურენტუნარიან გარემოში მონაწილეობის მიღება. აქუციონზე გამოტანილი ლოტი შეიძლება იყოს: ხელოვნების ნიმუში, ფასიანი ქაღალდი თუ ტრანსპორტი.

პირველი ქართული ავტოაუქციონი
პირველი ქართული ავტოაუქციონი
2020-06-17

Myauto-მ ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბაზრის განვითარებისთვის და მომხმარებელს პირველი ქართული ავტოაუქციონი შესთავაზა.