2020-06-22

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.8

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ტრადიციულად ორშაბათ დღეს, ჩვენ გთავაზობთ ხუთ იშვიათ ავტომობილს, რომლის ნახვა და შეძენა, შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში. მოდი დრო აღარ დავკარგოთ და დავიწყოთ ამ ავტომობილებზე საუბარი.

Pinzgauer 710 - თუ გადაწყვეტილი გაქვს მთაში ხეტიალი, ამავდროულად შენი ქვეყნის თითოეული კუთხე-კუნჭულის მონახულება, მაშინ ეს ავტომობილი ამ საქმისთვის ზედგამოჭრილია. 70-იან წლებში ავსტრიულმა კომპანიამ Steyr-Daimler-Puch-მა სპეციალურად, შვეიცარიის არმიისთვის შექმნა ეს უნიკალური ორ ხიდიანი ყველგანმავალი Pinzgauer, ის არასდროს უშინდება  უგზოობას.



https://www.myauto.ge/ka/pr/45336908/iyideba-jipi-mercedes-benz-g-240-1974-benzini-geo

Nissan Skyline ecr 33 – ერთხელ მაინც თუ გიოცნებია, დაუფლებოდი დრიფტს, რომელიც ავტოსპორტის ერთ-ერთი დაძაბული და სანახაობრივი სახეობაა, მაშინ ეს ავტომობილი საშენოა. Skyline კი JDM-ის სუბკულტურის ნაწილია. კარგ მდგომარეობაში მყოფი Skyline-ის შოვნა რაც დრო გადის მით უფრო რთული საქმე ხდება.



https://www.myauto.ge/ka/pr/46022386/iyideba-kupe-nissan-skyline-1995-benzini-geo

Jaguar XJ 40თუ გსურს მიიღო, დინამიურობისა და ფუფუნების იდეალური კომბინაცია, მაშინ ეს ავტომობილი ამ მოთხოვნებს სრულად დაგიკმაყოფილებს. ზოგადად Jaguar XJ40-ის ყოლა, შენს სტილისა და ელეგანტურობის უსვამს ხაზს.



https://www.myauto.ge/ka/pr/46437909/iyideba-sedani-jaguar-xj6-1988-benzini-geo

Alfa Romeo Stelvio - თუ გსურს, ისეთი საოჯახო ავტომობილის შეძენა, რომელიც ელეგანტური და გრაციოზულია იქნება, მაშინ სტელვიო საშენო კროსოვერია. სტელვიო ალფა რომეოს ისტორიაში პირველი კროსოვერია. მისი დებიუტი 2016 წელს ლოს ანჯელესის ავტო შოუზე შედგა. შეიძლება არ გიყვარდეს „ალფა“, მაგრამ გულის სიღრმეში მის დიზაინს ყველა აღიარებს.  ის არის ლამაზი, მძლავრი და დინამიური.


https://www.myauto.ge/ka/pr/44587305/iyideba-jipi-alfa-romeo-stelvio-2019-benzini-geo

BMW E30 - გამორჩეული და დინამიური, ეს არის 80 იანი წლების ლეგენდარული მოდელის დახასიათება, რომელიც „ყველას  ახსოვს და ყველას უყვარს.“ ამ მანქანით სადაც არ უნდა წახვიდე მუდამ ყურადღების ეპიცენტრში იქნება, იმდენად ექსკლუზიური მოდელია. საქართველოში, E30-ის კაბრიოლეტი, რაც მთავარია ქარხნულ მდგომარეობაში ალბათ ერთი-ორი ეგზემპლარი თუ მოგვეპოვება.


https://www.myauto.ge/ka/pr/46442019/iyideba-kabrioleti-bmw-325-1987-benzini-geo

მსგავსი სტატიები

Maserati-იმ Hybrid-ის წარმოებას მიჰყო ხელი.
Maserati-იმ Hybrid-ის წარმოებას მიჰყო ხელი.
2020-07-17

2020 წლის შემოდგომიდან ევროპის ბაზრისთვის, ხელმისაწვდომი იქნება Maserati Ghibli Hybrid. ბრენდის ისტორიაში ეს პირველი ჰიბრიდული ავტომობილია.

Alpine A110 - ფრანგების სპორტული ავტომობილი
Alpine A110 - ფრანგების სპორტული ავტომობილი
2020-06-02

დღეს მინდა გაგაცნო ფრანგული ბრენდი Alpine, რომელიც ცნობილია სპორტული ავტომობილების წარმოებით. სამწუხაროდ ასეთი კომპანიები ნაკლებად პოპულალურია საქართველოში. მიზეზი ბევრია, თუმცა მე უფრო პოსტსაბჭოურ საქართველოში გამეფებულ სტერეოტიპებს დავაბრ

90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
2020-03-29

2020 წლის 21 მარტს გერმანულ აქუციონზე Ebay.de-ზე განთავსდა მეტად საინტერესო განცხადება. თამამად შეიძლება ითქვას, ეს განცხადება დროში გამოგზაურებს.