„არცოდნა ცოდვა არ არის“- ამ პატარა სტატიაში ვისაუბრებ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დამწყებ ბაიკერს გამოადგება ტარების სწავლაში, მთავარია კომლექსები მოვიხსნათ და ეტაპობრივად მივყვეთ დაწყებულ საქმეს.
„Four wheels move the body, two wheels move the soul“
ტრეინინგი - სასურველია ჩაეწერო მართვის კურსებზე. დახურული სასწავლო მოედანი, შენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მარტივად და უსაფრთხოდ აითვისო საჭირო უნარ-ჩვევები. თბილისის მოტოსკოლებში, ერთი გაკვეთილი საშუალოდ 30-35 ლარი ღირს.
პრაქტიკა - პირველ მოტოციკლტთან ურთიერთობას, პატარა ბავშვს შევადირდი. ნულიდან გიწევს ყველაფრის სწავლა, კარგად უნდა გაიცნო შენი მოტოციკლის გაბარიტები. დახურულ მოედნებზე განათავსე ხელოვნური ბარიერები და ბევრი ივარჯიშე: დაძვრა, გაჩერება, ან თუნდაც სხვადასხვა სიჩქარეებში გადართვაში. ამის შემდეგ კი რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ, თუნდაც უბნის შიდა ქუჩებს, მით უფრო მალე ჩამოგიყალიბდება შესაბამისი რეფლექსები.
საფრთხეები - უნდა შეეგუო იმ აზრს რომ გზებზე უჩინარი ხარ, ხმა ისმის, მაგრამ მოტოციკლი არ ჩანს ! ავტომანქანების არასწორი მანევრირება, მძღოლების დაუდევრობა და უყურადღებობა იწვევს ფატალურ შედეგებს, ამიტომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ავტომობილის მძღოლები ხშირ შემთხვევაში, თავიანთ გაჯეტებში ან მგზავრთან საუბარში არიან გართულნი.
ეკიპირება -შენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია მოტო ეკიპირება, როგორიცაა: ხარისხიანი ჩაფხუტი, ის უნდა აკმაყოფილებდეს DOT სტანდარტს, ხელთათმანები და ქურთუკი. მაგალითად კვლევები აჩვენებს, რომ ჩაფხუტის გარეშე სიარული 40 %-ი ზრდის თავის ტრავმებს შეჯახებისას.
მოვლა - მნიშვნელოვანია იცოდე ელემენტარული წესები, თუ როგორ უნდა მოამზადო მოტოციკლი სეზონისთვის, როდის უნდა შეუცვალო ისეთი ცვეთადი ნაწილები, როგორიცაა საბურავები, ხუნდები, ზეთი ან თუნდაც როდის უნდა დამუშავდეს ჯაჭვი. ფატალური შედეგების 20% ტექნიკური გაუმართაობის გამო ხდება.
მგზავრთანერთადსეირნობა - დაბოლოს, სანამ შენ თავში არ იქნები დარწმუნებული, არაა რეკომენდირებული მგზავრთან ერთად მოტოციკლით სეირნობა, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება, ამავდროულად მოითხოვს შესაბამის გამოცდილებასაც. ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის ერთი სეზონი მაინც დაგჭირდება თუ მეტი არა, ყველაფერი ხომ ინდივიდუალურია ?