2020-06-15

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.7

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მთელს მსოფლიოში, რარიტეტულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა, ხოლო ავტოგურმანები მზად არიან მათში დიდი თანხა გადაიხადონ. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გთავაზობ ხუთ გამორჩეულ ავტომობილს, რომელსაც შენ ნახავ კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

Tesla Model S
- თუ ზრუნავ ქვეყნის ეკოლოგიაზე, ამავდროულად გსურს იყოლიო მოდური და თანამედროვე ავტომობილი, რომელიც უფრო ეკო მეგობრულია, ვიდრე ტიპური შიგაწვის ძრავიანი, მაშინ ეს უნიკალური ავტომობილი Tesla Model S 85 საშენო მანქანაა. მას არ აქვს გამონაბოლქვი, მგზავრობ სრულ სიჩუმეში და რაც მთავარია ერთი სრული დამუხტვით 426 კილომეტრის გავლა შეგიძლია.

https://www.myauto.ge/ka/pr/46125489/iyideba-hechbeqi-tesla-model-s-2013-eleqtro-geo



ГАЗ-13 „Чайка“ - კარგ მდგომარეობაში, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ეგზემპლარია შემორჩენილი. ის საკოლექციოაა თუმცა, მილენიალების თაობისთვის უცხო ხილია, არა და უფროსი თაობისთვის საოცნებო მოდელი იყო. ის არასოდეს ითვლებოდა სახალხო ავტომობილად, რადგან „ჩაიკით“ საბჭოთა კავშირში ცეკას მდივნები და მინისტრები დაბრძანდებოდნენ, ასევე მაღალი რანგის უცხოელ სტუმრებსაც ემსახურებოდნენ. 1965 წელს, მოსკოვში სტუმრობის პერიოდში, იტალიელ კინოვარსკვლავს, სოფი ლორენს პერსონალური „ჩაიკა“ ემსახურებოდა. ГАЗ-13-ის  წარმოება 1959 წლის იანვარს დაიწყო და 1981 წლის აპრილს დასრულდა ჯამში: 3,179 ეგზემპლარია დამზადებული.

https://www.myauto.ge/ka/pr/46273627/iyideba-sedani-gaz-21-1977-benzini-geo


Land Rover Defender - მთაში ხეტიალი თუ გიყვარს, Land Rover Defender საშენო ავტომობილია. დეფენდერი უგზოობას არასდროს უშინდება. ის კლდესავით მტკიცე, მარტივი და ფუნქციურია. ბრიტანელების ყველგანმავალის ისტორია 1948 წლის 30 აპრილს დაიწყო, მისი შექმნის ინსპირაცია Willys MB-დან წამოვიდა. საქართველოში, კარგ მდგომარეობაში ასეთი მოდელი ბევრი არ მეგულება.

https://www.myauto.ge/ka/pr/45984334/iyideba-jipi-land-rover-defender-1999-dizeli-geo


Mercedes-Benz W124 - თუ გსურს გამორჩეული, კომფორტული ავტომობილი მაშინ ეს შანსი არ უნდა გაუშვა ხელიდან. Mercedes-ის ბიზნეს კლასის მოდელი, კომპანიის სლოგანს ზუსტად პასუხობს: „Das Beste oder nichts“ – „საუკეთესო ან არაფერი“. W124  არის უნიკალური მოდელი. ის ხარისხის, კომფორტის და გამძლეობის ეტალონია. კარგ მდგომარეობაში W124 მითუმეტეს 3.2 ძრავით ძალიან იშვიათია. თუ დროულად შეუცვლი ცვეთად ნაწილებს, შენს შვილიშვილსაც კი მოესწრება.

https://www.myauto.ge/ka/pr/45951249/iyideba-sedani-mercedes-benz-e-320-1994-benzini-geo




BMW E21 - ეს ბავარიელი, ნამდვილი ოლდთაიმერია, ის 1975—1983 წლებში იწარმოებოდა. ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა BMW-ს მესამე სერიის წარმოებას. ის იმდენად იშვიათია, როგორც წითელი ალმასი. მსოფლიოს მასშტაბით, კოლექციონერებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული. საქართველოში E21 მაქსიმუმ ორი სამი ეგზემპლარია შემორჩენილი.

https://www.myauto.ge/ka/pr/45967619/iyideba-kupe-bmw-315-1982-benzini-geo



მსგავსი სტატიები

ყველაზე ექსკლუზიური ლამბო - Aventador SVJ Roadster Xago Edition
ყველაზე ექსკლუზიური ლამბო - Aventador SVJ Roadster Xago Edition
2020-07-22

იტალიურმა კომპანიამ კრიზისი, როგორც შესაძლებლობად ისე დაინახა და მომხმარებლებს ახალი ექსკლუზიური პროდუქტი შესთავაზა

საახალწლო ფასდაკლება კურიერებისთვის ახალ სკუტერებზე - სკუტ-სკუტისგან
საახალწლო ფასდაკლება კურიერებისთვის ახალ სკუტერებზე - სკუტ-სკუტისგან
2020-12-25

მაშინ როცა პანდემია მძვინვარებს ქვეყანაში და ყველაფერი გაჩერებულია, კურიერები არიან ის ადამიანები რომლებიც ყველაზე მეტს მოძრაობენ, თან გაუჩერებლად ამიტომ, სკუტ სკუტში, საახალწლოდ ექსკლუზიური ფასდაკლება იქნება მხოლოდ კურიერებისთვის

მწვანე წესრიგი და ავტოინდუსტრია
მწვანე წესრიგი და ავტოინდუსტრია
2020-12-08

ინდუსტრიული რევოლუციისა და მრავალმხრივი განვითარების შედეგად, უფრო და უფრო მეტი საწვავი გახდა საჭირო. ამის გამო კი ჰაერის ქიმიური შემადგენლობის კონტროლი გართულდა. ჰაერი დაბიძნურებულია, ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწა