2020-06-11

2020 Mercedes-Maybach S650 Night Edition

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ეს არის 2020 წლის ულტრამდიდრული Mercedes-Maybach S650 „Night Edition“, ექსკლუზიურად ამერიკული ბაზრისთვის წარმოებული. ამ ავტომობილის შეძენა ყველას არ შეეძლება, რადგან სულ 15 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი.


სტანდარტული Maybach-ისგან განსხვავებით, „Night Edition“-ის დეტალები  ნახშირბადის ბოჭკოსგანაა (carbon fiber) დამზადებულია, მას აქვს შავი (obsidian black) 20-იანი დისკები. 



„Night Edition“-ის ინტერიერში ყველანაირი დეტალი საუვილერიო სიზუსტითაა დამუშავებული. ის აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ტყავით, Burmester-ის ფირმის აუდიო სისტემით, ორი 12.3 დუიმიანი ეკრანით და განახლებული მულტიმედიით.  


ამ შთამბეჭდავი ავტომობილის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ დაძაბული შეხვედრების შემდეგ, უკანა სავარძელში მოთავსდე, საზურგე 43 გრადუსით გადაწიო, ჩართო სავარძლის მასაჟი და გზაში ცივი Dom Pérignon მიირთვა.

ტექნიკური მონაცემები - Mercedes-Maybach S650 „Night Edition“, აღჭურვილი იქნება 621 ცხენის ძალიანი Twin-Turbo 6.0 V-12 ძრავით და 0-დან 100-მდე გასავითარებლად, სულ რაღაც 4.6 წამი დაჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდვით 250 კმ/სთ იქნება.

ფასი - თუ სტანდარტული 2020 წლის Mercedes-Benz Maybach S650 $202,550 ღირს, ულტრამდიდრულ Mercedes-Maybach S650 „Night Edition“-ში $242,950-ის გადახდა მოგიწევს.

მსგავსი სტატიები

ავტო დიზაინერები რომლებმაც ჩვენი ხედვა შეცვალეს
ავტო დიზაინერები რომლებმაც ჩვენი ხედვა შეცვალეს
2019-12-20

დღეს მინდა ვისაუბრო იმ დიდ დიზაინრებზე, რომლებმაც სხვადასხვა პერიოდში შექმენს უნიკალური მანქანები. ზოგადად მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდეციას, რომელიც ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს. ის ხელოვნების

გორდონ მიურეის მორიგი შედევრი - GMA T.50
გორდონ მიურეის მორიგი შედევრი - GMA T.50
2020-08-05

გუშინ Gordon Murray Automotive-ის, მორიგი შედევრის T.50-ის მსოფლიო პრემიერა შედგა. რა თქმა უნდა, გორდონ მიურეის შემოქმედებას აქამდეც ვიცნობდი, მაგრამ გუშინდელმა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. T.50-ის დანახვაზე Déjà vu დამეუფლა, მერე

განახლებული - Bentley Bentayga Speed
განახლებული - Bentley Bentayga Speed
2020-08-12

ბრიტანელებმა ყველაზე სწრაფი და გლამურული კროსოვერი Bentley Bentayga Speed განაახლეს. კარგად თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ მასში შერწყმულია ორი მოდელის Continental GT და Flying Spur-ის ელემენტები.