2020-06-04

Bentley ემშვიდობება 6¾-litre V8 ძრავს

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ავტოინდუსტრია ემშვიდობება, ბრიტანელების ლეგენდარულ L-სერიის V8 ძრავს. ისტორია მას შემდეგ იწყება, როცა 50-იანი წლების დასაწყიში, Rolls-Royce-Bentley -ის ქარხანა ქალაქ Crewe-ში განთავსდა. საკულტო ძრავის შექმნის ინიციატორი Jack Phillips გალხდათ, ის იყო მთავარი ინჟინერი და პასუხისმგებელი ძრავებზე. მისი მიზანი იყო შეექმნა ისეთი ძრავა, რომელიც მორალურად მოძველებულ, ექვსცილინდრიანს ჩაანაცვლებდა, ამავდროულად ახალი 50 %-ით მძლავრი უნდა ყოფილიყო.

Jack Phillips-ს და მის გუნდს, 18 თვე დასჭირდათ ახალი ძრავის შესაქმნელად. უძილო ღამეების და დაღვრილი ოფლის ხარჯზე, მათ ბედნიერების ზენიტს მიაღწიეს. გუნდმა შექმნა ლეგენდარული L-სერიის V8 ტიპის, 6.2 ლიტრი მოცულობის ძრავა. მისი დებიუტი 1959 წელს შედგა, Bentley S2-ში, ის 183 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.


12 წლის შემდეგ 1971 წელს, L-სერიის V8 ძრავის მოცულობა 6 ¾ ლიტრამდე გაიზარდა, ხოლო 1982 წელს Crewe-ში მომუშავე ინჟინრებმა მორიგი განახლება განახორციელეს, ატმოსფერულ L-სერიის V8 ძრავს Turbo დაუმატეს, მისი ხილვა უკვე 1982 წელს Bentley Mulsanne Turbo-ში შეგვეძლო, ამჯერად ბენტლი 295 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.


 ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. Crewe-ში ბენტლის ქარხანაში, ინჟინრები შეუდგნენ უკანსკნელი Mulsanne 6.75 Edition by Mulliner-ის აწყობას. აღნიშნული ავტომობილები აღიჭურვება ლეგენდარული L-სერიის V8 6 ¾ ძრავებით, სულ 30 ეგზემპლარი იქნება დამზადებული.


სამწუხაროდ ეპოქა ამით სრულდება, 61 წლის განმალობაში 36,000 ცალი V8 6 ¾ იქნა წარმოებული.


მსგავსი სტატიები

Top 5 გამძლე ავტომობილი
Top 5 გამძლე ავტომობილი
2020-11-11

ტექნოლოგიურ ეპოქაში, რთულია ისაუბრო ისეთ საკითხზე, როგორიც „გამძლეობაა“ მითუმეტეს, როდესაც საქმე ავტომობილებს ეხება. დღევანდელი ბლოგ-პოსტის მეშვეობით, მე გაგაცნობ Top 5 „გამძლე“ ავტომობილს, მაშ ასე დავიწყოთ:

2020 Mercedes-Maybach S650 Night Edition
2020 Mercedes-Maybach S650 Night Edition
2020-06-11

ეს არის 2020 წლის ულტრამდიდრული Mercedes-Maybach S650 „Night Edition“, ექსკლუზიურად ამერიკული ბაზრისთვის წარმოებული. ამ ავტომობილის შეძენა ყველას არ შეეძლება, რადგან სულ 15 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი.

COVID-19-მა ავტოინდუსტრია თავდაყირა დააყენა
COVID-19-მა ავტოინდუსტრია თავდაყირა დააყენა
2020-03-17

COVID-19 მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, დიდი თუ პატარა კორონა ვირუსზე საუბრობს. 2019 წლის ნოემბერში ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსულმა რესპირატორულმა ვირუსმა COVID-19-მა მსოფლიოში პანდემია გამოიწვია.