2020-06-03

გაინტერესებს როგორი მანქანაა Honda Fit / jazz (2007-2014) ?

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 თბილისის ქუჩები, Honda Fit / jazz -ის გარეშე ისეთივეა, როგორც შავი ზღვა დელფინების გარეშე მას თითქმის ყველა შუქნიშანზე შევხვდებით. დღეს ვისაუბრებთ მეორა თაობის Honda Fit / jazz-ის შესახებ. 

ფასი -  მეორე თაობის Honda Fit / jazz 2007 – 2014 წლებში იწარმოებოდა. იაპონური და ამერიკული ბაზრისთვის Fit-ის სახელითაა ცნობილი, ხოლო ევროპაში jazz. საქართველოში განბაჟებულის ფასი $2,900 - $5,500-მდე მერყეობს. ფასი, როგორც ყოველთვის დამოკიდებულია გამოშვების წელსა და მდგომარეობაზე.

ძრავა და გადაცემათა კოლოფი -  Honda Fit / jazz ხელმისაწვდომია ორი ტიპის ბენზინის ძრავით:


  • 1.3 i-VTEC 100 ცხ.ძ
  • 1.5 i-VTEC 120 ცხ.ძ

ხოლო 2010 წლიდან კი უფრო ეკონომიური ვერსიის შეძენა გახდა შესაძლებელი Fit Hybrid. ის აღჭურვილია, უვიტეკო ბენზინის 1.3 ძრავით და 0.6-kWh სიმძლავრის nickel-metal hydride-ის ელემენტით.

რაც შეეხება გადაცემათა კოლოფებს, აქ ფართო არჩევანია:

  • 5 საფეხურიანი მექანიკა
  • 5 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ის მხოლოდ 4WD-ს ვერსიაზეა ხელმისაწვდომი
  • CVT ვარიატორული 

ინტერიორი - Honda Fit / jazz-ის კოკპიტი მინიმალისტურია შენ დაგხვდება: მულტიფუნქციური საჭე, ჰიდრავლიკა, აბს, ელექტრო პაკეტი, კლიმატ კონტროლი, ქარხნული აუდიო სისტმა AM/FM stereo, Radio. ინტერიერი საკმაოდ დაბალი ხარისხის პლასტმასითა და ნაჭრით არის გაწყობილი, თუმცა ამ ავტომობილის მთავარი ხიბლი ის არის, რომ A-პუნქტიდან B-პუნქტში ეკონომიურად იმგზავრო. სალონში სივიწროვე არ იგრძნობა, ყოველ შემთხვევაში Fiat 500-ზე დიდია.


საბარგულის მოცულობა 585 ლიტრია, საჭიროების შემთხვევაში უკანა სავარძლის საზურგეების გადაწევაც შეგიძლია.



ექსტერიერი - მისი სიგრძე 3900 მმ. ხოლო სიგანე 1695 მმ. პატარა პარამეტრების ხარჯზე ძალიან ადვილად შეძლებ დაპარკინგებას, ეს ძალიან დიდი პლუსია. საწვავის ავზის მოცულობა 42 ლიტრია. ქალაქში 100 კილომეტრზე 8 ლიტრამდე მოიხმარს, ხოლო Fit Hybrid-ის ხარჯი ქალაქში 4.5 ლიტრია. თუ გინდა რომ ავტომობილი დიდხანს გემსახუროს, უმჯობესია მასში კარგი საწვავი 95 ოქტანობიანი (ევრო პრემიუმი) ჩაასხა.


სათადარიგო ნაწილების ფასები - ახალი კაპოტი 290 ლარი, კარი 200 ლარი, მეორადი წინა ამორტიზატორი 50 ლარი, დინამო 80 ლარი, სტარტერი 120 ლარი, უკანა მეორადი სტოპ მაშუქი 180 ლარი, წინა ფარი 250 ლარი.

სუსტი წერტილები - ზოგადად იაპონური ავტომობილები გამძლეობასთან ასოცირდება, ასეთია ჩვენი ქალაქის ავტომობილი, მას რაიმე კონკრეტული მინუსები არ გააჩნია, მთავარია ცვეთადი ნაწილები დროულად უცვალო.

ალტერნატივა - ამ ფასში შეგიძლია იყიდო Toyota Vitz ან Mercedes-Benz B-Class.
 
დასკვნა - ეს არის  ქალაქის მანქანა, თუ უპირატესობას ეკონომიურობას ანიჭებ, ამავდროულად არ გინდა დიდი დრო სერვისცენტრში გაატარო ეს მანქანა ზუსტად შენთვისაა შექმნილი.

მსგავსი სტატიები

მესამე თაობის C-Class W204 -ის გავრცელებული პრობლემები
მესამე თაობის C-Class W204 -ის გავრცელებული პრობლემები
2019-12-19

12 წლის წინ , 2007 წელს შტუტგარტელებმა წარმოგვიდგინეს ახალი C-კლასი W204, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერსედესმა თავისი ძველი , ტრადიციული ღირებულებები გაიხსენა და ჩვენ, მომხმარებლებს მაქსიმალურად ჩვენზე მორგებული მანქანა შემოგვთავაზა.

2007-14 Nissan X-Trail T31-ის გავრცელებული ხარვეზები
2007-14 Nissan X-Trail T31-ის გავრცელებული ხარვეზები
2020-08-04

დღევანდელ ბლოგ-პოსტში, მეორე თაობის X-Trail T31-ის გავრცელებულ ხარვეზებზე ვისაუბრებ. Nissan X-Trail T31-ის წარმოება 2007 წლიდან დაიწყო და 2014 წლამდე გამოდიოდა. საქართველოში მისი ფასი $4,000-7,500 მერყეობს. ფასი, როგორც ყოველთვის დამოკიდებუ

2004-12 წლის Mercedes-Benz А-კლასის 6 გავრცელებული პრობლემა
2004-12 წლის Mercedes-Benz А-კლასის 6 გავრცელებული პრობლემა
2020-09-17

მეორე თაობის А-კლასი Mercedes-Benz, 2004-2012 წლებში იწარმოებოდა. W169 წინასთან შედარებით ტექნოლოგიურად უფრო დაიხვეწა, მეტი ყურადღება დაუთმეს უსაფრთხოების საიკითხს. 15%-ით გაიზარდა W169-ის ტვირთამწეობა. 2008 წელს ავტომობილმა განიცადა მცირედ