2020-05-26

როგორ ვიყიდოთ პირველი მოტოციკლი

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 როდესაც გამოცდილება ხელს არ გვიწყობს, ჩვენ ხშირად სხვადასხვა სახის შეცდომებს ვუშვებთ, არც პირველი მოტოციკლის არჩევაა გამონაკლი. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებ თუ როგორ ავარჩიოთ ჩვენი პირველი მოტოციკლი და გიამბობთ თუ რა გზაა გასავლელი.

მართვის მოწმობა -  სანამ მოტოციკლის თვალიერებას დაიწყებ, პირველ რიგში უნდა ჩაეწერო მოტოციკლის მართვის კურსებზე.



აქ სხვადასხვა საფეხურები დაგხვდება, როგორიცაა:

  • 50 cc სკუტერს მართვის მოწმობა არ ჭირდება
  • 125 cc ძრავიანი ტრანსპორტი, რომ მართო შენ დაგჭირდება A1 კატეგორიის მართვის მოწმობა. ის გაიცემა 17 წლიდან და დაგჭირდება მშობლის თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული
  • ხოლო A კატეგორია გაიცემა – 24 წლიდან ან A1 კატეგორიას უნდა მართავდე მინიმუმ 2 წელი, რომ დაიშვა A კატეგორიის გამოცდაზე, ამ მოწმობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება გინდა 125 cc ატარე, გინდ 1300-იანი haybusa
  • მოტოციკლის მართვის კურსები 1 გაკვეთილი საშუალოდ 30-35 ლარი ღირს

პრიორიტეტების განსაზღვრა - არსებობს სხვადასხვა კატეგორიის მოტო ტრანსპორტი, ყველა კატეგორიას თავისი დანიშნულება აქვს, ამიტომ შენ თავს დაუსვი კითხვები :

  • სად აპირებ მოტოციკლით სიარულს ?
  • რამდენად ხშირად უნდა გამოიყენო ის ?





მაგალითად თუ A პუნქტიდან B-ში მისასვლელად ეკონომიური ტრანსპორტი გესაჭიეროება, ასეთ შემთხვევაში სკუტერიც კი შეასრულებს ამ მოთხოვნას. კრუიზერი კი კომფორტულია როცა შორ დისტანციაზე გიწევს გადაადგილება, ხოლო ყოველდღიურად ქალაქში გადასაადგილებლად, სტრიტი გაცილებით მოქნილია ვიდრე სპორტი. დაბოლოს სქრამბლერი და ენდურო შეიძლება შეიძინო მაშინ თუ ტხეში ხეტიალი გიყვალს და ოფროუდია შენი ჰობი.


შეიძლება მართვის მოწმობა უმარტივესად აიღო მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველი მოტოციკლი აუცილებლად 600 cc ძრავით შეიძინო. სწავლის პროცესში უამრავ შეცდომებს ვუშვებთ, ის კი ჩვენი გამოცდილებაა.

პირველი სეზონი ჯობია მსუბუქი მოტოციკლით 125-300 cc ძრავით იარო ქალაქში, რათა გადატვირთულ ქუჩებში მარტივად შეძლო, საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, როგორიცაა, წონასწორობა, „Countersteering“ და სხვა.  

ბიუჯეტი - ფასები დამოკიდებულია თუ რომელ წლიან მოტოციკლს იყიდი, მაგალითად  მეორადი 2006 წლის Honda CBR 125R $ 1,500-ად შეგიძლია შეძენა, 2014-15 წლის Kawasaki Ninja 300-ის ფასი  $ 2,700-2,900 მერყეობს , ხოლო 0 გარბენით KTM Duke 200 ცენტრიდან რომ შეიძინო $ 2,400 ჯდება.

ეკიპირება - პირველ რიგში შეიძინე შენი ზომის ხარისხიანი ჩაფხუტი (Helmets), ის პირდაპირ პასუხისმგებელია შენს უსაფრთხოებაზე და უნდა აკმაყოფილებდეს DOT სტანდარტს. მაგალითად 50 კმ/სთ წაქცევის შემთხვევაში ჩაფხუტმა უნდა შეძლოს თქვენი დაცვა, 100 ლარიანი ჩაფხუტის შემთხვევაში, ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდება.



მნიშვნელოვანია სხეულის დამცავი ჯავშანი (Full Body Jacket Armor) , რათა საფრთხეები მინიმალურამდე დავიყვანოთ


და ხარისხიანი ხელთათმანები, რომელიც იცავს თითებს. შეიძლება ეკიპირება სოლიდური თანხა დაჯდეს, მაგრამ შენი უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია.



პარკინგი - მოტოციკლს რომ შეიძენ თუ გიფიქრია, ღამით ან დღისი სად გააჩერებ  ? თითქოს წვრილმანია, მაგრამ ეს ძალიან დიდი თავის ტკივილია, რადგან უსაფრთხოება, დაცულობა  ყველაზე მნიშვნელოვანი. 


 

 

მსგავსი სტატიები

როგორ გამოვცვალოთ ზეთი მოტოციკლზე
როგორ გამოვცვალოთ ზეთი მოტოციკლზე
2020-04-28

სეზონის დაწყებამდე მოტოციკლში ახალი ზეთის ჩაასხმა და ფილტრის შეცვლა მნიშვნელოვანია. ზამთარში ნადგომმა ზეთმა შეიძლება კონდენსაცია განიცადოს, ამიტომ გარისკვას ჯობია რამდენიმე ასეული ლარი გადაიხადო ახალ ზეთში და ფილტრში, ვიდრე ძრავი გაგიხდეეს

 2020 Ducati Streetfighter V4- ღმერთების მოტოციკლი
2020 Ducati Streetfighter V4- ღმერთების მოტოციკლი
2020-04-09

დიდიხნის ლოდინის შემდეგ, კულისებიდან გამობრძანდა 2020 წლის Ducati Streetfighter. იტალიელები ორ ვერსიას გვთავაზობენ ჩვეულებრივი V4 და უფრო მსუბუქი V4S

რამდენად ხშირად უნდა შეიცვალოს მოტოციკლზე აალების სანთლები ?
რამდენად ხშირად უნდა შეიცვალოს მოტოციკლზე აალების სანთლები ?
2020-05-09

მას შემდეგ, რაც შევიძინეთ მოტოციკლი, მნიშვნელოვანია ცვეთადი ნაწილების დროულად შეცვლა, რათა მუდმივად კარგ ფორმაში იყოს ჩვენი მოტოციკლი. მაგალითად თუ დაინტერესებულხარ შენს მოტოციკლზე როდისაა შეცვლილი აალების სანთელი ? ან რამდენ ხანში ერთხელ უ