2020-05-21

2020 Mazda MX-30 - ელექტრო კროსოვერი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 21-ე საუკუნეში არ მეგულება ავტომწარმოებელი კომპანია, რომელიც არ მუშაობს ელექტრო ავტომობილის წარმოებაზე. მიმდინარე ტენდეციები კარგია, მაგრამ საჭიროა ჩვენი ქალაქებიც ადაპტირებული იყოს ელექტრო ტრანსპორტისთვის, რათა სწრაფად მოხდეს ჩვენი მოძველებული ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლება. დღეს მინდა ვისაუბრა Mazda-ს პირველ სერიულ, ელექტრო ავტომობილის შესახებ.

ექსტერიერი - MX-30 წინა წამყვანია, ის კომპაქტური ქალაქის კროსოვერია, ამას მისი პარამეტრებიც მოწმობს: სიგრძეში 4,395 მმ-ია, ხოლო სიგანე 1,795 მმ. გვერდიდან რომ დავაკვირდეთ ვიფიქრებთ, რომ ეს არის 2 კარიანი კროსოვერი, მაგრამ კომპანიამ გამოიყენა ძველი, კარგად ნაცნობი RX-8-ის უკანა კარებების სისტემა (Freestyle Doors). მისი გაღება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ წინა კარს გამოვაღებთ, რაც საკმაოდ ორიგინალურია. ქალაქის კროსოვერის კვალობაზე საკმაოდ დიდი ზომის საბურავები უყენია 215/55 R18.


ტექნიკური მონაცემები - Mazda აღჭურვილია ინოვაციური e-Skyactiv სისიტემით, მას აქვს 35,5 kWh სიმძლავრის ლითიუმ-იონის ელემენტი (lithium-ion battery). ქალაქში ერთი სრული დამუხტვით, პლუს რეკუპერაციის ხარჯზე 210 კილომეტრის გავლა შეუძლია. შეიძლება ცოტა მოგეჩვენოს, მაგრამ იაპონელებმა გამოთვალეს და დაადგინეს, რომ ევროპელი დღეში 48 კილომეტრს გადის, შესაბამისად 210 კილომეტრი ქალაქისთვის სრულიად საკმარისია.

ინტერიერი - მის დასამზადებლად გამოყენებულია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალები. ინტერიერი მინიმალისტურია, ცენტრალურ კონსოლში ჩაშენებულია 7 ინჩიანი touch-screen მონიტორი, ნავიგაცია, Apple CarPlay და Android Auto-ს მხარდაჭერა, კლიმატ-კონტროლი, Mazda-ს საფირმო Radar Cruise control და სხვა.


ფასი - ევროპაში Mazda MX-30-ის ფასი 33,490 ევროდან დაიწყება


მსგავსი სტატიები

2021 Dodge Charger SRT Hellcat Redeye
2021 Dodge Charger SRT Hellcat Redeye
2020-07-03

2021 წლის, Dodge Charger SRT Hellcat Redeye, სრულფასოვანი 5 ადგილიანი სედანია. მას გადახალისებული ექსტერიერი აქვს. თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას მაშინც ახდენს, როდესაც გაჩერებულია.

Myparts.ge განახლებული ვებგვერდი ყიდვა-გაყიდვის მეტი სიმარტვისითვის
Myparts.ge განახლებული ვებგვერდი ყიდვა-გაყიდვის მეტი სიმარტვისითვის
2022-06-22

Myparts.ge საქართველოში ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე დიდი პლატფორმაა. კომპანიის მიზანი, Myparts.ge-ის ვებგვერდით სარგებლობისას ავტომფლობელებისთვის ყოველდღიურობის გამარტივება და მათ საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო გამოცდილების შექმ

COVID-19-მა ავტოინდუსტრია თავდაყირა დააყენა
COVID-19-მა ავტოინდუსტრია თავდაყირა დააყენა
2020-03-17

COVID-19 მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, დიდი თუ პატარა კორონა ვირუსზე საუბრობს. 2019 წლის ნოემბერში ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსულმა რესპირატორულმა ვირუსმა COVID-19-მა მსოფლიოში პანდემია გამოიწვია.