Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
გაიცანით Volvo-ს პირველი ელექტრო კროსოვერი
2020-05-07

გაიცანით Volvo-ს პირველი ელექტრო კროსოვერი

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 Volvo, ეს არის მსოფლიოში აღიარებული ბრენდი, რომელიც ყველაზე უსაფრთხო ავტომობილებს აწარმოებს. მისი სლოგანიც ხო შესაბამისია „VOLVO FOR LIFE“, გასულ წელს შვედურმა კომპანიამ დააანონსა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალსწინებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას. შეიძლება ითქვას რომ Volvo-გან ასეთი ინიციატივა არც გამკვირვებია, რადგან ვოლვო არის უნიკალური ბრენდი, სადაც ყველაფერი იწყება ადამიანზე ზრუნვით.


პირველი ელექტრო ავტომობილი - ეს არის Volvo-ს პირველი სერიული ელექტრო ავტომობილი Volvo XC40 Recharge. მისი სიგრძე 4425 მმ ხოლო სიგანე 1873 მმ. კროსოვერს  ოთხივე წამყვანი თვალი აქვს (AWD) და აღჭურვილია 78 კილოვატიანი (kwh) ელემენტით. ვოლვოს ერთი დამუხტვით 400 კილომეტრის გავლა შეუძლია, ანუ თბილისიდან ბათუმში ჩახვალთ უფასოდ. აქ საინტერესო ის არის რომ, Volvo-ს კროსოვერს, ორი ერთნაირი ელექტრო ძრავა აქვს. თითო ლიანდაზე თითო ელექტრო ძრავა, ჯამში 408 ცხენის ძალას და 660 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მას 0-დან 100-მდე აჩქარება 4.9 წამში შეუძლია, რაც ძალიან კარგი შედეგია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ იქნება, კროსოვერისთვის სრულიად საკმარისია. შეგახსენებ, რომ საქართველოს გზებზე სიჩქარე ქალაქ გარეთ 90კმ/სთ, ხოლო ავტობანზე 110კმ/სთ დაშვებული.


ინტერიერი - ინტერიერი მაღალი ხარისხის მასალითაა გაწყობილი, აქ არის მულტი ფუნქციური საჭე, ციფრული 12,3-დუიმიანი მთავარი ეკრანი, ხოლო მეორე  9 დუიმიანი touch screen ეკრანი კოკპიტშია ლამაზად ჩაშენებული. Volvo XC40 Recharge-ი აღჭურვილია ისეთი ოფციებით, როგორიცაა: ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, მძღოლის დამხმარე პაკეტი (Pilot Assist), 360° გრადუსიან კამერები, რომელიც პარკირების დამხმარე ფუნქციასაც აერთიანებს, ასევე ხმოვანი ბრძანებები ( Voice control), ვოლვოს საფირმო Volvo On Call სისტემა, Bluetooth. Apple CarPlay და Android-ის მხარდაჭერა, Harman Kardon-ის პრემიუმ აუდიო სისტემა 14 დინამიკით. კლიმატ კონტროლი და სხვა უამრავი ოფცია აქვს რისი ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვამს.


ვოლვოს საბარგული 413 ლიტრია, საკმაოდ დიდი სივრცეა, აქ თავისუფლად მოთავსდება 3 საგორებელ ჩანთა და რამდენიმე ხელბარგი.


უსაფრთხოება - რა თქმაუნდა ვოლვოს უსაფრთხოებაში ბადალი არ ჰყავს, ის აღჭურვილია 10 უსაფრთხოების ბალიშით, მისი ბატარეა სპეციალური ქეისითაა დაცული, და შეჯახების შემთხვევაში არ დაზიანდება აგრეთვე ვოლვოს ძარას: წინ, გვერდით და უკან სპეციალური მეტალის დამცავები აქვს, რომელიც შეჯახების შემთხვევაში მაქსიმალურად ამცირებს ინტერიერის დაზიანებას.



ფასი - ახალი Volvo XC40 Recharge-ის ფასი 62,000 ევროდან იწყება.


მსგავსი სტატიები

Tesla-ს ელექტრომობილი მძღოლის გარეშე ივლის
Tesla-ს ელექტრომობილი მძღოლის გარეშე ივლის
2020-07-16

რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა , შანხაიში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე (WAIC) განაცხადა, რომ წლის ბოლოს, კომპანია Tesla-ს ელექტრომობილები აღიჭურვება მეხუთე დონის უპილოტო მართვის სისტემით. ეს განახლება

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol. 11
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol. 11
2020-07-13

ორშაბათ დღეს ტრადიციულად გთავაზობ, ხუთ გამორჩეულ ავტომობილს, რომლის ნახვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

ჰიბრიდული მანქანები
ჰიბრიდული მანქანები
2019-12-23

21-ე საუკუნე რეგულაციების და შეზღუდვების ეპოქაა, ჭეშმარიტი ავტომოყვარულის მზე თითქმის ჩაესვენა. გასულ საუკუნეს უფრო საინტერესო და შესანიშნავი დიზაინის მანქანები იქმნებოდა ვიდრე ეხლა. რათქმაუნდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია.