2020-05-06

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.2

3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 21-ე საუკუნის ავტოინდუსტრია მეტად მრავალფეროვანია, შენ შეგიძლია იყიდო, როგორც რეტრო მობილი ასევე თანამედროვე ეკო ავტომობილი. ზოგადად ჩვენი ტრანსპორტი პირდაპირ მეტყველებს ჩვენს ბუნებაზე. დღეს მინდა შემოგთავაზო ხუთი უნიკალური ავტომობილი, რომლის ნახვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

Ford Mustang

შეიძლება ითქვას, რომ Ford Model T-ის შემდეგ ეს არის ფორდის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოდელია, რომელმაც დაიპყრო ამერიკის ბაზარი, საკულტო მოდელს უამრავი სიმღერაც მიუძღვნეს. პირველი თაობის Ford Mustang 1964 წლის 9 მარტს ჩამოვიდა კონვეირიდან. ის იმდენად პოპულალური და მოთხოვნადი მანქანა გახდა რომ გაყიდვების რეკორდიც მოხსნა. 1964 წლის ბოლოსთვის ფორდს უკვე 263,434 ეგზემპლარი ჰყავდა გაყიდული. 60-იანებში ახალი მუსტანგი $ 2,368 ღირდა, რაც დღევანდელი კურსით 19,700 დოლარი გამოვიდა. დღეს ამ 55 წლის მანქანის შეძენა $19,500-ად არის შესაძლებელი. შეიძლება ითქვას რომ ეს არის ერთგვარი ინვესტიცია, წლები გადის და Mustang-ის ფასი იზრდება. 

https://www.myauto.ge/ka/pr/45798721/iyideba-kupe-ford-mustang-1965-benzini-geo


BMW M4

 ამ მოდელმა თითქოს ყველა გაგვაერთიანა და შევთამხდით, რომ ბავარიელმა ჯადოქრებმა უსაზღვრო შესაძლებლობის მქონე ქმნილება შემოგვთავაზეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ M4-მა თითქოს წარსულში გამოგვზაურა, ეს ის დიდებული დროა როცა ჩვენი საძინებლები აჭრელებული იყო BMW E30 M3-ის პოსტერებით.

M4 CS ეს არის ლიმიტირებული ვერსია. მისი ძარა, ასევე კარდანული ლილვი, დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსგან (carbon fiber). გაუმჯობესებულია, როგორც დაკიდების სისტემა, ასევე აეროდინამიკა. ის აღჭურვილია 3.0 ექვსცილინდრიანი, Twin Turbo ძრავით და 454 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მანქანა 21-ე საუკუნეში მართლაც რომ გამორჩეულია, რადგან ის აღჭურვილია ტრადიციული 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით, წარმოიდგინე შაბათ-კვირას რუსთავის ავტოდრომზე რამხელა სიამოვნების მოცემა შეუძლია. ამ საოცარი ავტომობილის ფასი $ 52,000  შეადგენს.

https://www.myauto.ge/ka/pr/45882525/iyideba-kupe-bmw-m4-2015-benzini-geo


Mercedes AMG GT S

GT S არის ლეგენდარული ავტომობილის Mercedes-Benz 300 SLR-ის შვილთაშვილი. აღნიშნული მოდელის შეძენა 2015 წლიდან არის შესაძლებელი და მისი ფასი $129,900-დან იწყებოდა. ეს არის თანამედროვებოის და დიდი ტრადიციების ოქროს შუალედი. Mercedes GT S აღჭურვილია 510 ცხენის ძალიანი, ბიტურბო V8 ძრავით და აჩქარება 0-დან 100-მდე 3,8 წამში შეუძლია, რაც გასაოცარი შედეგია, ასევე ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მართვის სასურველი რეჟიმი როგორიცაა: individual, comfort, race, sport და sport+ ეს კი გვაძლევს საშუალებას მანქანა ჩვენზე მოვირგოთ. 2015 წელს Mercedes GT S ფორმულა 1-ში უსაფრთხოების მანქანის სახითაც მოგვევლინა, მისი დებიუტი ავსტრალიის გრან პრიზე შედგა. დღეს Mercedes GT S-ის შეძენა $ 95,000 შეგიძლია.

https://www.myauto.ge/ka/pr/45229113/iyideba-kupe-mercedes-benz-amg-gt-s-2015-benzini-geo


Bentley Continental GT

როდესაც ფუფუნების საგნებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება Bentley  არ ვახსენოთ. ეს არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მდიდრული საავტომობილო ბრენდი, მისი ისტორია საუკუნეს ითვლის, ბრენდი 1919 წელს დაარსდა. ელეგანტური Bentley Continental GT-ით, სადაცაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნებით. ეს არის ავტომობილი, რომელმაც გრან ტურიზმოს კლასში, მსოფლმხედველობა შეცვალა. აღნიშნული მოდელი Twin-Turbo 4.0 ლიტრი მოცულობის, V-8 ძრავითაა აღჭურვილია და 507 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის სრული ამძრავია (AWD), მის ინტერიერში გამოყენებულია მსოფლიოში საუკეთესო მასალები და რაც მთავარია ყველანაირი დეტალი საუვილერიო სიზუსტითაა დამუშავებული. 2012 წელს ახლი Bentley Continental GT-ის ფასი მისი $189,900-დან იწყებოდა დღეს კი მისი შეძენა სულ რაღაც $ 70,000-ად არის შესაძლებელი. 

https://www.myauto.ge/ka/pr/45786808/iyideba-kupe-bentley-continental-2012-benzini-geo


MG TF 135

თუ გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა ეს ავტომობილი შენთვისაა, ასეთი მოდელი თბილისში სულ 2 დადის. ამ ავტომობილის ხიბლი თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ ის არის მსუბუქი სულ რაღაც 1105 კილოგრამს იწონის. ის შუა ძრავიანია და რაც მთავარია უკან წამყვანი. ეს მანქანა გაძლევს საშუალებას იყოს უნივერსალი, როგორც დახვეწილი და ელეგანტური, ასევე სპორტული სული მქონე დიდი ტრადიციების ბრიტანული მანქანა. ის აღჭურვილია 1,8 ოთცხილინდრიანი, 135 ცხენის ძალიანი ძრავით და 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. მისი კონკურენტია Mazda MX-5. 2008 წელს სულ ახალი MG TF 135 რომ გეყიდა, მისი ფასი 15,223 ევროს შეადგენდა. დღეს კი შენ გეძლევა შანსი $ 3,800 შეიძინო გამორჩეული მანქანა, რომელსაც სათადარიგო ნაწილებიც კი მოყვება. 

https://www.myauto.ge/ka/pr/45457346/iyideba-kabrioleti-mg-3--2008-benzini-geo


მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.18
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.18
2020-09-28

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, გაეცნობი ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

მართვის მოწმობის აღების წესები იცვლება
მართვის მოწმობის აღების წესები იცვლება
2020-02-04

2020 წლის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე 4-7 თებერვლის კვირაში მოხდება.

Nissan GT-R Offroad
Nissan GT-R Offroad
2020-07-10

Classic Youngtimers Consultancy-ის ოფიციალურ Web გვერდზე, გასაყიდად გამოჩნდა, ნიჭიერი ინჟინრების ფასდაუდებელი შედევრი