2020-04-24

Top 5 მოტოციკლი დამწყებისთვის

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მოტოციკლეტზე ფიქრი და ოცნება ეს ისაა რაც გვაერთიანებს. პირველ მოტოციკლის არჩევისას, პირველ რიგში უნდა განსაზღვრო შენი ბიუჯეტი, ამის შემდეგ გამოუცდელობის გამო უამრავი კითხვა გიგროვდება, როგორიცაა: რომელი ვიყიდო მძლავრი და მძიმე ? თუ მსუბუქი და მანევრული ?  ევროპული თუ აზიური ? 



 სწავლის პროცესში ჩვენ უამრავ შეცდომებს ვუშვებთ, ზოგადად „შეცდომები მოსულა“ ის ჩვენი გამოცდილებაა. პირველი მოტოციკლეტი სასურველია დაბალი კუბატურით შეიძინო, რადგან ის მსუბუქია, მარტივად შეძლებ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა: წონასწორობა, Countersteering და სხვა.  ამ სტატიაში ვისაუბრებ ხუთ ბრენდზე, რომელიც იდეალურია დამწყები „ბაიკერისთვის". 

KTM Duke 390 - აგრესიული, თანამედროვე, ეს ორი სიტყვა საკმარისია KTM-ის  დასახასიათებლად. მას ისეთი დიზაინი აქვს რომ მისი ყოლა არ შეგვრცხება. ის მსუბუქია, 163 კგ-ს იწონის და მისი სიგრძე 2072 მმ, ხოლო კლირენსი 173მმ.  KTM-ის 373.2 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავა, 43 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 170 კმ/სთ ავითარებს, რაც საწყისად სრულიად საკმარისია.  მსუბუქი მასის გამო მისი მართვა მარტივი და სასიამოვნოა. გამოირჩევა დინამიურობით და კარგი მანევრით, მისი სტიქიაა მოსახვევები. საქართველოში, სულ ახალი 0 გარბენით ცენტრის გარანტიით, KTM Duke 390-ის ფასი $ 4,900 შეადგენს, ხოლო მეორადის 3,000 გარბენით, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს $ 4,200-ს.


Honda Rebel 300 - მინიმალისტური და ეშხიანი, ეს არის იაპონელის დახასიათება, თუ კრუიზერის სტილის მოტოციკლები მოგწონს, მაშინ მშვენიერი არჩევანია. გამოირჩევა საიმედოობით. მისი მასა 165 კგ-ს შეადგენს, სიგრძე 2473 მმ, ხოლო კლირენსი 150 მმ.  Honda-ს 286 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავა, 28 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 137 კმ/სთ ავითარებს.  ეს მოდელი ტრადიციული, მოუქნელი კრუიზერი არ გეგონოს, საკმაოდ კარგი მანევრი აქვს. ეს მოტოციკლი იდეალურია, მისი მეშვეობით, შენ თამაშ-თამაში ისწავლო საჭირო უნარ-ჩვევებს, ამავდროულად  მიიღებ მართვისგან სიამოვნებას. ახლის ფასი სულ რაღაც $ 4,500 


Yamaha V Star 250 - კლასიკური სტილი და ქრომირებული დეტალები, ასეთია Yamaha-ს დიზაინი. ბავშობაში თუ გიოცნებია ტერმინატორობაზე, შემოიცვი ტყავის ქურთუკი და სანამ ჰარლეის იყიდი, ამ ყველაფერს კი დაგიკმაყოფილებს. ამ მოტოციკლით, დამწყები „ბაიკერი" ნამდვილად არ მოიწყენს, მისი მართვა ძალიან სასიამოვნოა. Yamaha გზაზე თავს ისე გაგრძნობინებს, თითქოს მაიბახს მართავდე. მისი წონა 147 კგ-ს შეადგენს, სიგრძე კი 2189 მმ, ხოლო კლირენსი 145 მმ. მისი 249 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავა, 140 კმ/სთ ავითარებს. ახლის ფასი $ 4,350 შეადგენს 


Kawasaki Ninja 300 - ლამაზი, თანამედროვე, საიმედო. ასეთია Kawasaki Ninja-ს უმცროსი შვილის აღწერა. გადატვირთულ ქუჩებში მისი მართვა ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა, რადგან მსუბუქია და მოქნილი, კარგი მანევრით გამოირჩევა. ახალბედას მისი ყოლა არ შერცხვება, რადგან კარგი დიზაინი აქვს. მისი მასა 172 კგ-ს შეადგენს, სიგრძე 2 015 მმ, ხოლო კლირენსი 143 მმ. მისი 296 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავა, 37 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 180 კმ/სთ ავითარებს. საქართველოში 2016 წლის, 2500 კმ. გარბენით, მეორადის ფასი $2,800 შეადგენს.


Yamaha YZF-R3 - დახვეწილი და ელეგანტური, ხომ გაგიგიათ „ერთი ნახვით შეყვარებაზე“ ისტორიები ? ასეთია Yamaha-ს დაბალ კუბატურიანი სპორტული მოტოციკლეტი. ის გამოირჩევა ულტრა სიმსუბუქით და ძალიან კარგი მანევრით. მართვისგან მიღებული სიამოვნებით ვერასდროს დანაყრდები. მისი მასა 167 კგ-ს შეადგენს, სიგრძე 2090 მმ, ხოლო კლირენსი 160 მმ. მისი 321 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავა, 40 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 180 კმ/სთ ავითარებს.  ახლის ფასი $ 5,000 შეადგენს. 


მსგავსი სტატიები

როგორ გადავურჩეთ ავტომობილებს პირველი მოტოციკლის ყიდვისას
როგორ გადავურჩეთ ავტომობილებს პირველი მოტოციკლის ყიდვისას
2020-06-19

„არცოდნა ცოდვა არ არის“- ამ პატარა სტატიაში ვისაუბრებ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დამწყებ ბაიკერს გამოადგება ტარების სწავლაში, მთავარია კომლექსები მოვიხსნათ და ეტაპობრივად მივყვეთ დაწყებულ საქმეს.

Damon Hypersport - მოტოციკლი მომავლიდან
Damon Hypersport - მოტოციკლი მომავლიდან
2020-02-19

7 იანვარს Las Vegas- ში ტექნოლოგიურ გამოფენაზე „Consumer Electronic Show 2020“ -ზე ვანკუვერში ბაზირებულმა სტარტაპ კომპანიამ Damon Hypersport-მა, წარადგინა პირველი ელექტრო მოტოციკლეტი. მას ექნება 21.5 kWh ლითიუმ-იონის ელემენტი, რომელიც გამოი

რამდენად ხშირად უნდა შეიცვალოს მოტოციკლზე აალების სანთლები ?
რამდენად ხშირად უნდა შეიცვალოს მოტოციკლზე აალების სანთლები ?
2020-05-09

მას შემდეგ, რაც შევიძინეთ მოტოციკლი, მნიშვნელოვანია ცვეთადი ნაწილების დროულად შეცვლა, რათა მუდმივად კარგ ფორმაში იყოს ჩვენი მოტოციკლი. მაგალითად თუ დაინტერესებულხარ შენს მოტოციკლზე როდისაა შეცვლილი აალების სანთელი ? ან რამდენ ხანში ერთხელ უ