2020-04-13

ავტომობილის ფასები 70-იან სსრკ-ში

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს მანქანის ყიდვა-გაყიდვა ისეთივე მარტივია, როგორც პურის შეძენა. ყოველთვის მაინტერესებდა საბჭოთა კავშირში თუ რა ღირდა ესა თუ ის მანქანა, ან რა პროცედურები იყო გასავლელი. 1970-80 იანი წლები საბჭოთა კავშირის ისტორიაში უმოძრაობის ხანად იწოდება (Период застоя) ეს არის დიდი დეფიციტის პერიოდი, როცა უბრალო საკვები პროდუქტები არ იშოვებოდა, აღარაფერს ვამბობ ტანსაცმელზე თუ საყოფაცხოვრებო ნივთებზე. გამონაკლისი არც ავტომობილი იყო. მისი ღირებულება რამდენიმე წლის საშუალო ხელფასს შეადგენდა და მის შასაძენად რიგში წლობით უწევდათ დგომა. 


ВАЗ-2101 - საბჭოთა მოქალაქის  ერთ-ერთი საოცნებო ავტომობილი ВАЗ-2101 გახლდათ, პირველად კონვეიერიდან 1970 წლის 19 აპრილს ჩამოვიდა. ის იყო იტალიური FIAT-124-ის ანალოგი, სსრკ-ს მთავრობამ იტალიელებთან ხელშეკრულება დადეს რის შემდეგაც დაიწყეს რუსეთში წარმოება. 



1975 წელს ВАЗ-2101 რომ გეყიდა 5,620 მანეთის გადახდა მოგვიწევდა, არა და 70-იან წლებში საშუალო თვიური ხელფასი სულ რაღაც 200 მანეთს შეადგენდა. მახსოვს პაპაჩემს ჰყავდა თეთრი 01, ისიც იმიტომ მოახერხა, რომ მონღოლეთში მუშაობდა, შემდეგ რიგმაც მოუწია და აისრულა ოცნება. დამაინტერესა 70-იან წლებში 5,620 მანეთი თუ რამდენი დოლარი იყო. დიდი ძებნის შემდეგ კურსს მივაგენი და $4,102 გამოვიდა, რკინის ფარდის მიღმა, სულ ახალი Ford Mustang II $3,529 ღირდა.


Иж-Москвич 412 - 70-იან წლებში, ახალი ავტომობილის ქუჩებში გამოჩენას დიდი მითქმა-მოთქმას იწვევდა, უფრო გასაგები რომ იყოს დღეს თბილისის ქუჩებში ახალი Ferrari-ით რომ გაიარო. ასეთი იყო სსრკ-ში მოქალაქის რეაქცია და აბსოლუტურად გასაგებიცაა, ისინი ხომ ყველაფერს მოკლებულნი იყვნენ? ეს უხარისხო ავტომობილი რომ გეყიდა, უნდა შეგეგროვებინა 4,936 მანეთი ანუ $3,603, ხოლო ამერიკაში 1973 წლის 0 გარბენით  Mercury Cougar XR7-ის ფასი სულ რაღაც $3,679 შეადგენდა.




ГАЗ-21-  Даа ... Волга Волга мать родная. სსრკ-ში იცი რისი ტოლფასი იყო ? ეხლა რომ მიხვიდე და ცენტრიდან ახალი 2020 წლის Mercedes E Class შეიძინო. ვოლგაზე ელდარ შენგელაიას ფილმი, არაჩვეულებრივი გამოფენა მახსენდება, სადაც ბატონი ბონა, პიპინია ერისთავს ეუბნება: „მე რომ მოვკვდები, ჩემი დაზოგილი ფულით შვილები იმ წუთში ვოლგას იყიდიან“. 70-იანი წლების ბოლოს, ГАЗ-21-ის ფასი 8,500 მანეთს შეადგენდა, რაც იმ დროს $7,650 იყო. ამერიკაში სულ ახალი 1973 წლის Mercedes 220 Series, ფასი კი $ 6,560 იყო. 





 საქართველოში მაინც შემორჩა მითები და ნოსტალგია, თითქოს სსრკ ტექნოლოგიურად განვითარებული, მოწინავე სახელმწიფო იყოო, ყველაფერი იშოვებოდაო. არა და სსრკ-ში წარმოებული პროდუქცია არც მეტი არც ნაკლები, კაპიტალისტური ქვეყნებიდან გადმოკოპირებული, უხარისხო ნაწარმი გახლდათ. 

 

 

მსგავსი სტატიები

AC Shelby Cobra - ამერიკული ოცნება
AC Shelby Cobra - ამერიკული ოცნება
2020-08-24

„ამერიკული ოცნება ეს არის თავისუფლების და შესაძლებლობების იდეალი, სადაც ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება მიიღოს ის, რასაც იმსახურებს“. სწორედ ამ ფენომენის ნაყოფია ლეგენდარული AC Shelby Cobra, რომელიც ამერიკელმა ანტრეპრენერმა Carroll Shelby-ი

ავტომობილის მეტსახელები Vol.2
ავტომობილის მეტსახელები Vol.2
2020-09-11

წინა ბლოგ-პოსტში, ჩვენ ვსაუბრობდით ავტომობილის მეტსახელებზე, რომლებიც 90-იან წლებში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ავტომობილების ბაზრობაზე გაჩნდა. ის იყო უნიკალური ადგილი, სადაც მოისმენდი ათას უცნაურ,თუ საინტერესო ისტორიას, შესაბამისად

Honda Civic - ყველაზე გაყიდვადი მოდელის ისტორია
Honda Civic - ყველაზე გაყიდვადი მოდელის ისტორია
2020-09-09

კომპანია Honda-მ, საკულტო მოდელის, Civic-ის წარმოება 1972 წლის 11 ივლისს დაიწყო. თავდაპირველად Civic, განკუთვნილი იყო იაპონური ბაზრისთვის.