Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
2020 Land Rover Defender
2020-04-05

2020 Land Rover Defender

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა




ისტორია

 ბრიტანელების ყველგანმავალის ისტორია 1948 წლის 30 აპრილს დაიწყო, მისი შექმნის ინსპირაცია Willys MB-დან წამოვიდა. შეიძლება ითქვას ბრენდმა განვითარების რთული სამი ეტაპი გაიარა. პირველი თაობის Land Rover Series იწარმოებოდა 1948-1983 წლამდე. 1984 წელს ბაზარზე გამოჩნდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი Defender 90 და Defender 110, დასახელების გვერდით ციფრები 90 და 110 არც მეტი არც ნაკლები თვლების ბაზას (wheelbase) აღნიშნავდა. 68 წლის მანძილზე 2 მლნ-ზე მეტი ავტომობილი იქნა წარმოებული, თუმცა თანამედროვე სამყაროში დეფენდერს არსებობა გაუჭირდა, ის ვერ აკმაყოფილებდა გამონაბოლქვზე მკაცრ მოთხოვნებს. სამწუხაროდ 2016 წლის 29 იანვარს სოლიჰალის ქარხანაში, ბრიტანელებს ლეგენდასთან დამშვიდობება მოუწიათ, კონვეირიდან უკანასკნელი Defender ჩამოვიდა და ის პომპეზურობით დამსახურებულ პენსიაზე გააცილეს.  


ახალი ერა

 პენსიაზე გასვლიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, კომპანიამ Land Rover-მა ყველა გაგვახარა, მათ დაანონსეს, რომ ისინი მუშაობენ ახალი თაობის Defender-ის შექმნაზე და ისიც 2019 წლის 10 სექტემბერს Frankfurt-ის ავტოშოუზე შედგა განახლებული 2020 წლის Defender-ის დებიუტი. საზოგადოება შოკირებული დარჩა, რადგან „ტრადიციები წაართვეს“ ის წინამორბედს საერთოთ არ გავს, დეფენდერი არასდროს ყოფილა კომფორტული პრემიუმ სეგმენტის მანქანა. კომპანია კი გვარწმუნებს, რომ ახალი Defender-ი ყველაზე ძლიერი და გამძლე მოდელი იქნება Land Rover-ბის ხაზში. თანამედროვე დეფენდერი ახალი D7x-ის პლათფორმაზეა წარმოებული, რა თქმაუნდა მას ექნება მუდმივად სრული ამძრავი თვლები  (AWD), ელექტრონულად აქტიური დიფერენციალი, დაღმართზე დაშვების კონტროლის სისტემა (Descent Control) და სხვა.   



 რაც შეეხება ინტერიერს, კოკპიტი ძალიან ლამაზადაა გაწყობილი, აქ შენ დაგხვდება კომფორტული მულტიფუნქციური საჭე, Land Rover-ის საფირმო Terrain Response 2-ის სისტემა, 10 დუიმიანი სენსორული ეკრანი, მძღოლის დამხმარე პაკეტი (Driver Assist Pack), რომელიც პარკირების 360°გრადუსიან დამხმარე ფუნქციასაც აერთიანებს, MERIDIAN™-ის აუდიო სისტემა, შენი გაჯეტებისთვის USB დამტენი და უამრავი თანამედროვე ოფციები. ხელმისაწვდომი იქნება Defender 90-ის და 110-ის სხვადახვა მოდიფიკაციები, როგორიცაა: Defender, S, SE, HSE, First Edition და Defender X. საბაზისო მოდელი აღჭურვილი იქნება დიზელის ოთხცილინდრიანი, 197 ცხენის ძალიანი, 2.0 twin turbo ძრავით და ZF-ის 8 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით, მისი ფასი $49,000-დან იწყება.




მსგავსი სტატიები

Nissan GT-R Offroad
Nissan GT-R Offroad
2020-07-10

Classic Youngtimers Consultancy-ის ოფიციალურ Web გვერდზე, გასაყიდად გამოჩნდა, ნიჭიერი ინჟინრების ფასდაუდებელი შედევრი

ეს ავტომობილები, მხოლოდ ერთ ფერში იყიდებოდა
ეს ავტომობილები, მხოლოდ ერთ ფერში იყიდებოდა
2020-11-10

დღევანდელ ბლოგ-პოსტში, წარმოგიდგენ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომელიც მხოლოდ ერთ ფერში იწარმებოდა. ზოგადად ფერები ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში, ნებისმიერი რამ, ხომ ვიზუალურად გვამახსოვრდება? ვიზუალში კი, მთავარი ფერ

2021 Lucid Air  ახალი სიტყვა ავტოინდუსტრიაში
2021 Lucid Air ახალი სიტყვა ავტოინდუსტრიაში
2020-01-30

მსოფლიოს საავტომობილო ბაზარს ნელ-ნელა ელექტრო მანქანები იპყრობენ, მაგალითად გამოჩნდა ახალი მოთამაშე Lucid Motors. ეს არის შედარებით ახალი კომპანია, რომელსაც უდიდესი ამბიციები აქვს. ზოგჯერ „Tesla killer“-საც უწოდებენ არა და კომპანიის CEO-ს P