2020-04-05

5 ყველაზე მნიშვნელოვანი ავტოშოუ

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
4 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 XIX საუკუნეში ინდუსტრიალურმა რევოლუციამ, ქვეყნები მსოფლიო საამქროდ აქცია, მალევე გამოჩნდა ტრანსპორტის ალტერნატიული საშუალება, როგორიცაა შიდაწვის ძრავიანი მანქანები, ინჟინერ-გამომგონებლები ელვის სისწრაფით, თავიანთ ნაშრომებს აპატენტებდნენ. ახალ პროდუქტს სჭირდებოდა რეკლამა, რამაც ბიძგი მისცა გამართულიყო ყოველწლიური საავტომობილო გამოფენები, სადაც დამთვალიერებლებს ექნებოდათ საშუალება ახლოს გაცნობილიყვნენ მომავლის ტრანსპორტს.

ყოველ წელიწადს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე ასობით ავტოშოუ ტარდება, დღეს გესაუბრებით 5 ყველაზე მნიშვნელოვანზე, როგორიცაა:  

  1. Internationale Automobil-Ausstellung (IAA)
  2. Paris Motor Show
  3. Geneva Motor Show
  4. Los Angeles Auto Show Auto Show
  5. New York International Auto Show

Internationale Automobil Ausstellung – პირველი საავტომობილო გამოფენა გერმანიაში 1897 წელს ბერლინში ჩატარდა. გამოფენის მასპინძელი სასტუმრო ბრისტოლი გახლდათ, საზეიმოთ მორთულ საგამოფენო სივრცეში, შეგეძლო გენახა Benz, Daimler, Kühlstein და Lutzmann-ის მომავლის ტრანსპორტი. 1897 წლიდან 1939 წლამდე ავტოშოუ მხოლოდ ქალაქ ბერლინში ტარდებოდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიას დიდიხანი აღარ ეცალა მსგავსი ღონისძიებებისთვს. 1951 წლის 19 აპრილს 34-ე საავტომობილო გამოფენა ქალაქ ფრანკურტში ჩატარდა. ფრანკფურტი მსოფლიო ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება, იგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია და ლიტერატურისა და კულტურის მეტროპოლიაა. 2021 წლიდან ფრანკფურტის ავტოშოუ არსებობას შეწყვეტს, ამის მიზეზი 2019 წელს ამოწურული კონტრაქტია, რომელიც Messe Frankfurt-სა და გერმანიის საავტომობილო მრეწველობის ფედერაციას შორის იყო გაფორმებული. 2021 წლიდან ქალაქ ფრანკფურტს ჩაანაცვლებს მიუნხენი. უკანასკნელად ფრანკფურტი საავტომობილო გამოფენას 2020 წლის 24-30 სექტემბერს უმასპინძლებს, ავტოშოუს ბილეთის ფასი €25 ევროდან იწყენა.


 

Paris Motor Show - ფრანკფურტის ავტოშოუდან ერთი წლის შემდეგ, საფრანგეთის დედაქალაქში, 1898 წელს ტიუილრის ბაღში, Albert de Dion-ის ხელმძღვანელობით, მოეწყო პარიზის პირველი ავტოგამოფენა. ღონისძიება საზეიმოთ საფრანგეთის პრეზიდენტმა Jean Casimir-Perier-მა გახსნა. როგორც გერმანიაში, აქაც რამდენიმე ავტომობილი იყო წარმოდგენილი. თუმცა დამთვალიერებლები მომავლის ტრანსპორტს სკეპტიკურად შეხვდა, მათ არ სჯეროდათ რომ შიდაწვის ძრავიანი მანქანები, ტრადიციულ ცხენს და ეტლს ჩაანაცვლებდა. პარიზის ავტოშოუ ნელ-ნელა იზრდებოდა, ვითარდებოდა, მაგრამ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომმი დაიწყო და ავტოშოუ ხუთი წლით ყველამ დაივიწყა. ტრადიცია მხოლოდ 1919 წლიც 9 ოქტომბერს აღდგა. რიგით მე-15 ავტოშოუზე წარმოდგენილი იყო 118 ავტომობილი, აქედან 22 საფრანგეთში გახლდათ წარმოებული.

 

Geneva Motor Show - ლემანის ტბის გარშემო. შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქი ჟენევა მდებარეობს, ის ცნობილია, როგორც „მსოფლიოს დედაქალაქი“. ყოველ წელიწადს, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად აქ ტარდება ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება „Geneva Motor Show“. პირველად 1905 წელს ჩატარდა და 37,000 ვიზიტორს უმასპინძლა, მას შემდეგ „Geneva Motor Show“ ტრადიციულად მარტის თვეში ტარდება. 1926 წელს სპეციალურად ჟენევის ავტოშოუსთვის საგამოფენო სივრცე „Palais des Expositions“ აშენდა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ავტოშოუსთვის უარის თქმა მოუწიათ, ეს ტრადიცია მხოლოდ 1947 წელს აღდგა. სამწუხაროდ 2020 წლის ღონისძიება, რომელიც 5 მარტს უნდა გახსნილიყო და 15 მარტს დასრულებულიყო, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით გაუქმდა არა და წელს „Geneva Motor Show“-ს 115 წელი შეუსრულდა. ავტოშოუზე დასასწრები ბილეთის ფასი $16 შეადგენს.

 

LA Auto Show - ლოს-ანჯელესი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, სადაც თავს იყრის დედამიწის, ფაქტობრივად, ყველა ერის წარმომადგენელი. მას ანგელოზთა ქალაქსაც უწოდებენ, სადაც შეიძლება ყველა შენი ოცნება რეალობად იქცეს. ლოს-ანჯელეისის ავტოშოუ პირველად 1907 წელს, 112 წლის წინ, 21-27 იანვარს გრანდ ავენიუზე ( Grand Ave.) Morley’s Skating Rink-ზე ჩატარდა. 21 იანვარს, საღამოს 20:00 საათზე, ლოს-ანჯელესის მერმა Arthut Cyprian Harper-მა საზეიმოდ გახსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 46 მწარმოებელი, ისეთები როგორებიც იყვნენ: Maxwell, Peerless, Overland, Pope-Toledo, White, Ford, Cadillac  და სხვები. წარდგენილი მანქანებიდან ორი იყო ელექტრო, დანარჩენი კი 2/3/4/ და 6 ცილინდრიანი ბენზინის ძრავიანი ავტომობილები. ეს იყო პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ჩატარდა.  ლოს-ანჯელეისის ავტოშოუ ყოველ წელიწადს ნოემბრის შუა რიცხვებში ტარდება და ბილეთის ფასი $20-დან იწყება.

 

New York International Auto Showნიუ-იორკი ეს არის ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, ის საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. 1900 წლის 3 ნოემბერს, ამერიკის საავტომობილო კლუბმა, მედისონ-სკვერ-გარდენზე, პირველი საავტომობილო გამოფენა ჩაატარა. იქ წარმოდგენილი გახლდათ 69 შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი და მათი ფასი $280-დან იწყებოდა, ეს კი 1900 წელს ძალიან დიდი თანხა იყო, რადგან ამერიკის მოქალაქის საშუალო წლიური ხელფასი $586 დოლარს შეადგენდა. ნიუ-იორკის ავტოშოუმ 48,000 ვიზიტორს უმასპინძლა. ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუს ბილეთის ფასი $17-დან იწყება, ის ყოველ წელიწადს აპრილის თვეში ტარდება, სამწუხაროდ 2020 წლის ავტოშოუ, რომელიც 8 აპრილის უნდა გახსნილიყო და 19 მარტს დასრულებულიყო, კორონა ვირუსის გამო ორგანიზატორებმა 28 აგვისტოსთვის გადადეს.



წარმატებული დებიუტები

1981 წლის Frankfurt Motor Show-ზე ისეთი ლეგენდარული მოდელების დებიუტი შედგა, როგორებიცაა: Porsche 944, Mercedes-Benz 500SEC, Toyota Celica Supra GT, მე-7 სერიის BMW 735i (E23)



1998 წელი, Paris Motor Show-ზე პუბლიკამ იხილა: BMW M5 (E39), Audi TT, Alfa Romeo 166 



1965 წელს, Geneva Motor Show-ზე ამერიკელებმა, ყველასათვის საოცნებო მანქანა Ford Mustang წარადგინეს.



2019 წლის LA Auto Show-ზე აუმრავი საინტერესო მანქანა იყო წარმოდგენილი, მაგრამ მე ყველაზე ძალიან Audi RS6 Avant quattro მომეწონა, ის არის ძალიან სწრაფიც, ამავდროულად საოჯახო მანქანაც. ის აღჭურვილია  4.0 V-8 ცილინდრიანი ძრავით და გამოიმუშავებს 592 ცხენის ძალას და 799 ნიუტონ მეტრს.



2017 წელს New York International Auto Show-ზე ამერიკულმა კომპანიამ Lucid Motors-მა წარადგინა თავისი პირველი პროტოტიპული ელექტრო მოდელი, მას ზოგჯერ „tesla killer"-საც უწოდებენ, მისი დებიუტი როგორც სერიული მანქანის წელს 2020 წლის ავტოშოუზე უნდა გამართული იყო, მაგრამ კორონავირუსის გამო აგვისტომდე გადაიდო. 




 

მსგავსი სტატიები

Mustang Mach-E 1400 - ელექტრო დრიფტ-ქარი
Mustang Mach-E 1400 - ელექტრო დრიფტ-ქარი
2020-07-22

Ford Performance-მა და კომპანია RTR Vehicles-მა, მომავლის დრიფტ-ქარი შემოგვაპარა. ეს პროტოტიპული „Mustang Mach-E 1400“ წარმოებულია საქმოქალაქო Mach-E GT-ის ბაზაზე, თუმცა სამოქალაქოსგან განსხვავებით შვიდი ელექტრო ძრავა და 56.8 kwh სიმძლავრის

2020 Porsche Taycan
2020 Porsche Taycan
2020-02-04

Porsche-მ პირველი პროტოტიპული მოდელი „Porsche Mission E“ 2015 წლის 17 სექტემბერს Frankfurt-ის Motor Show-ზე წარადგინეს. აღფრთოვანებული და შოკირებული საზოგადოება წერდა, რომ ეს იყო პორშეს ისტორიაში პირველი ელექტრო მანქანა, მაგრამ ნურას უკაცრ

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.3
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.3
2020-05-18

თუ ვერ ეგუები თანამედროვე ავტოინდუსტრიის ტენდეციებს და გენატრება ძველი კარგი დრო, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. ამ სტატიაში შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.