2020-03-29

90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს, როდესაც მსოფლიო ებრძვის, კორონავირუსის პანდემიას, შეიძლება მსგავსი ინფორმაცია უადგილოა, რადგან ფუფუნების საგნებში მეეჭვება ვინმემ ინვესტიცია განახორციელოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, 90-იანი წლების საკულტო მანქანაზე დიდი ნადირობაა გამოცხადებული. 2020 წლის 21 მარტს გერმანულ აქუციონზე Ebay.de-ზე განთავსდა მეტად საინტერესო განცხადება. თამამად შეიძლება ითქვას, ეს განცხადება დროში გამოგზაურებს. საქმე იმაშია, რომ იყიდება 1997 წლის მე-7 სერიის BMW E38 740, რომლის გარბენიც სულ რაღაც 255 კილომეტრია, ალბათ ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდება: „ჰმ ეს როგორ მოახერხეს?“


 1997 წელს 74 წლის პოლონელმა ქალბატონმა, სულ ახალი მე-7 სერიის BMW შეიძინა, ის ძალიან მალე ჰაერის კაპსულაში მოათავსეს. რატომ მოათავსეს ან რა ბედი ეწია ქალბატონს არავინ იცის, მაგრამ 23 წელი კი იდგა სპეციალურ ფარეხში. ლოტის თავდაპირველი ფასი  €1,010 შეადგენდა, მაგრამ რამდენიმე დღეში მისი ფასი 120.050 ევრომდე გაიზარდა. აუქციონის ამოწურვამდე ორი დღეა დარჩენილი და 31 მარტს 21 საათსა და 46 წუთზე დასრულდება. თუ BMW-ს მუზეუმს არ ჩავთვლით, ასეთი ეგზემპლარი მთელ მსოფლიოში მგონი ერთადერთი და უკანასკნელია. ეს უნიკალური ეგზემპლარი, აღჭურვილია 5 საფეხურიანი ავტომატურ გადაცემათა კოლოფით და 282 ცხენის ძალიანი 4.4 ლიტრი მოცულობის V8 ძრავით.

ისტორია:

 90-იან წლებში პრემიუმ სეგმენტში დომინირებდა Mercedes-ის S კლასი W140, ის იყო ინოვაციურიც და განუმეორებელიც, ბავარიელებს სჭირდებოდათ ახალი მოდელი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა, როგორც S კლასს, ასევე ახალ მოთამაშეს Audi A8-ს. კონცეპტუალური მოდელი დიზაინერმა Boyke Boyer-მა წარადგინა, 1991 წელს მე-7 სერიის E38-ის პროექტი დამტკიცდა და მისი წარმოება 1994 წლის 17 თებერვალს დაიწყეს. ბავარიელებმა ავტოინდუსტრიაში ახალი სიტყვა თქვეს, ეს იყო ნამდვილად ინოვაციური მოდელი, მასში გამოყენებული იქნა იმ დროის ყველა უახლოესი ტექნლოგია, ამავდროულად ძვრიფასი მასალები, ნატურალური ტყავი, ხე და ა.შ. 1994 წელს მისი ფასი $ 60,850-დან იწყებოდა.











თეგები

მსგავსი სტატიები

2020 Mercedes-Maybach S650 Night Edition
2020 Mercedes-Maybach S650 Night Edition
2020-06-11

ეს არის 2020 წლის ულტრამდიდრული Mercedes-Maybach S650 „Night Edition“, ექსკლუზიურად ამერიკული ბაზრისთვის წარმოებული. ამ ავტომობილის შეძენა ყველას არ შეეძლება, რადგან სულ 15 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი.

Koenigsegg Gemera - მდიდრების საოჯახო მანქანა
Koenigsegg Gemera - მდიდრების საოჯახო მანქანა
2020-03-13

შვედეთი არის ქვეყანა, რომლის მაგალითი გვიჩვენებს რომ უკეთესი მსოფლიო შესაძლებელია. შვედეთზე მილიარდერთა ქვეყანა არ ითქმის, მოსახლეობის ძირითად ნაწილს საშუალო ფენა წარმოადგენს, მაგრამ შვედეთში იქმნება მილიარდერთა სათამაშოები, როგორიცაა Koeni

2021 BMW 5 Series - განახლებული დიზაინით
2021 BMW 5 Series - განახლებული დიზაინით
2020-05-27

ბავარიელებმა პოპულალური მოდელი 5 Series განაახლეს, ჩვენებურად რომ ვთქვათ „რესტაილინგი“ შემოგვთავაზეს. ზოგადად ქართველისთვის მეხუთე სერია, საკულტო მოდელია. პოპულალურობა 90-იან წლებში მოიპოვა და მრავალი ადამიანის გულის დაპყროპაც მოახერხა.