Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
5 რამ რისგანაც Vin რეპორტი დაგიცავს
2020-03-24

5 რამ რისგანაც Vin რეპორტი დაგიცავს

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 სანამ ჩვენს საოცნებო მანქანას შევიძენდეთ, მნიშვნელოვანია მისი ისტორიის გადამოწმება. ალბათ ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდება: რატომ ვიქექო ისტორიაში ? იმიტომ რომ საქართველოში იმპორტირებული მანქანების დიდი % გარკვეული დაზიანებით ჩამოდის, შესაბამისად Vin-რეპორტი დაგეხმარება სიმართლის ფარდის ახდაში. ზოგადად ყველა მანქანას აქვს Vin Code, ის 17 სიმბოლოსგან შედგება და ამ 17 სიმბოლოს უკან ზუსტად შენი საოცნებო მანქანის ისტორია იმალება. Vin Code იშიფრება შემდეგ ნაირად: Vehicle Identification Number. აღნიშნული ნომერი მანქანის რეგისტრაციის მოწმობის მეორე გვერდზე შეგიძლია ნახო ან მანქანის საქარე მინის ძირითადად მარცხენა კუთხეშია მოთავსებული. 


მანქანის გარბენი - Vin Code-ის მეშვეობით შენ დაადგენ საქართველოში ჩამოყვანამდე თუ რამდენი ჰქონდა მანქანას გარბენი (ოდომეტრის ჩვენება). ამერიკაში, ფედერალური კანონი ავალდებულებს რეალიზატორს წარმოადგინოს ინფორმაცია მანქანის გარბენის შესახებ. 

დაზიანება - მანქანის ყიდვამდე თუ ვინ კოდით გადაამოწმებ, შენ ავტომატურად მიიღებ ქრონოლოგიურ ჩანაწერს მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით, როგორიცაა: წყალდიდობის შედეგად დაზიანება, სეტყვის მიერ მიყენებული ზიანი, ხანძრის შედეგად დაზიანება, ვანდალიზმი, ჯართის სტატუსით ჩამოწერა შემდგომ აღდგენა, ავარია და ა.შ.

ქარხნული წუნი - თუ მწარმოებელმა აღმოაჩინა რომელიმე მოდელში გაუმართაობა, ის თავისი ხარჯებით უკან იწვევს ტრანსპორტს, ახორციელებს წუნის აღმოფრას და უკან უბრუნებს მფლობელს მანქანას. ასეთ შემთხვევაში მწარმოებელი ვალდებულია ინფორმაცია გაასაჯაროოს, შესაბამისად Vin Code გვაძლევს საშუალებას წვდომა გვქონდეს მსგავს ინფორმაციასთან.

ისტორია სარგებლობის შესახებ - საქართველოში ჩამოყვანამდე თუ მანქანას იყენებდა: საჯარო უწყებები ან თუნდაც ტაქსაობდა ფლობელი და სხვა, ამ ყველაფრის დადგენა Vin Code-ით შეგვეძლება.

ისტორია ფლობელებზე - Vin Code-ით შვენ შეგვიძლია დავადგინოთ თუ რამდენი მეპატრონე ჰყავდა მანქანას საქართველოში ჩამოყვანამდე, ფლობელის რაოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ 1991 წლიდან წარმოებული მანქანის მეშვეობით, ასევე Vin Code-ით შეგიძლია მოიძიო საარქივო ფოტო მასალა ავტომობილზე. 

საშენო ინფორმაციის მიღება შენ უკვე Myauto-დანაც შეგიძლია, Vin Cod-ის შემოწმება დაგეხმარება მარტივად და სწრაფად მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია მანქანის შესახებ, როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევები, დაზიანება, ჩაძირვა, ჩატარებული სერვისები და სხვა


მსგავსი სტატიები

რატომ უნდა აირჩიოთ ჰიბრიდული ავტომობილი
რატომ უნდა აირჩიოთ ჰიბრიდული ავტომობილი
2023-07-17

საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მანქანების მოყვარულებისათვის უამრავი სასიამოვნო სიახლე დაინერგა და გაუმჯობესებული ძრავა შეიქმნა. სხვადასხვა მარკის მანქანების ვიზუალურ ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან ერთად, დღეს, თანამედროვე

გაინტერესებს რისი თქმა სურს მანქანას ? Vol.2
გაინტერესებს რისი თქმა სურს მანქანას ? Vol.2
2020-10-05

როგორც წინა ბლოგ-პოსტში აღვნიშნე, თანამედროვე ავტომობილები უამრავი გადამწოდითაა აღჭურვილი. მისი მეშვეობით ავტომობილი, მძღოლთან კომუნიკაციას ამყარებს. როგორ ? ხელსაწყოთა პანელზე ანთებული ნათურების მეშვეობით. სიმბოლოები ავტომობილის მესიჯებია,

როგორი უნდა იყოს შენი პირველი მანქანა ?
როგორი უნდა იყოს შენი პირველი მანქანა ?
2019-11-22

არსებობს ასეთი ლათინური გამონათქვამი „Omnie prinsipium difficle“ - ყველა დასაწყისი რთულია, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯები? მაშ, შევუდგეთ საქმეს. მიზნამდე რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს, პირველ რიგში მართვის მოწმობის გამო