2020-03-23

Nissan Juke-ს 5 გავრცელებული პრობლემა

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 საქართველოში მცირეზომიანი ქროსოვერი Nissan Juke საკმაოდ პოპულალურია, მეორადი Juke-ს ფასი განბაჟებულის $ 5,700-დან იწყება, მისი დიზაინი სხვებს არ ჰგავს. თამამად შეიძლება ითქვას რომ Juke  ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ექსტრავაგანტური მოდელია. Nissan Juke შექმნილია Nissan Qazana-ის კონცეპტუალური მოდელის ბაზაზე, ის 2009 წელს Geneva Motor Show-ზე იქნა წარმოდგენილი, ხოლო მისი წარმოება იაპონელებმა 2010 წელს დაიწყეს, განახლება ე.წ. რესტაილინგი 4 წლის შემდეგ  2014 წელს განიცადა. სილამაზესთან ერთად ალბათ საინტერესოა რამდენად გამომდგარი მოდელია ხო? ამ მცირე სტატიაში მე შევეცდები ვისაუბრო ამ მოდელის შესაძლო პრობლემებზე, თუმცა აქ ჩამოთვლილი ხარვეზები არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად თქვენს მანქანას უნდა დაემართოს, ასე რომ ნუ დაპანიკდები.


CVT უსაფეხურო გადაცემათა კოლოფი - ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი წინა წამყვანი Nissan Juke 1.6 ძრავიანი მოდელია, რომელსაც 117 ცხენის ძალა აქვს და აღჭურვილია ე.წ. ვარიატორული გადაცემათა კოლოფით. პირველი თაობის Juke-ს კოლოფების რესურსი 30-40,000 კილომეტრია და უხეშ ექსპლუატაციას ვერ უძლებს, როგორიცაა სწრაფი დაძვრები ან უგზოობაზე დატვირთვა. შესაბამისად სანამ შეიძენ CVT-ს ე.წ „ტვინი“ სპეციალისტს შეამოწმებინე, სასურველია კოლოფში ზეთის შეცვლაც.

ძრავა– თუ შენი არჩევანი Nissan Juke 1.6 Turbo ძრავითაა მაშინ უნდა იცოდე, რომ მოგიწევს „ცეპის“ დამჭიმების ცვლა, ასვე საწვავის შეფრქვევის სისტემა არ გამოირჩევა დიდი საიმედოობით. აალების სანთლები ყოველ 30,000 კმ-ს გავლის შემდეგ უნდა შეცვალო და სასურველია მათთან ერთად გაწმინდო გამფრქვევი ფრქვევანა ე.წ „ფარსუნკები“. ნისანს არ უყვარს ცუდი ბენზინი, ამიტომ ჩაასხა კარგი საწვავი თუ გინდა რომ დიდხანს და უპრობლემოდ გემსახუროს ეს მოდური მანქანა.

რადიატორები - წინა ბამპერის უკან დამალულია რამდენიმე რადიატორი: ძრავას, ვარიატორულ გადაცემათა კოლოფს ცალკე რადიატორები უყენია, ასევე ტურბინისთვის ინტერკულერი. ამ ყველაფრის ნომერ პირველი მტერი ჭუჭყი და ტალახია. პერიოდულად სპეციალური საშუალებებით სპეციალისტს უნდა გაარეცხინოთ რადიატორები რომ არ მივიღოთ ფატალური შედეგი, როგორიცაა ძრავის გადახურება და.შ.

ძრავას საყრდენი ბალიში - არ აქვს მნიშვნელობა რომელ ვერსიას შეიძენ, Nissan Juke-ს, უქმი სვლის რეჟიმში აქვს ვიბრაცია. გამოწვეულია ძრავის ბალიშების გაუმართაობით ე.წ „პადმატორნი“, მათი რესურსი 60-70,000 კილომეტრია.

დაკიდების სისტემა - როგორც ზემოთ აღვნიშნე ამ საყვარელ და მოდურ ქროსეოვერს დიდად არ მოსწონს უგზოობაზე ტანჯვა, გაუფრთხილდი მის სავალ ნაწილს. 100,000 კმ-ს გავლის შემდეგ სავარაუდოთ მოგიწევს უკანა ამორტიზატორების შეცვლა, რადგან ამ მოდელებზე წინა უფრო გამძლე აღმოჩნდა ვიდრე უკანა. შესაძლებელია წინა მორგვის საკისრები გახდეს შესაცვლელი ( Подшипник ступицы )


 საერთო ჯამში Nissan Juke საინტერესო, მოდური, ქალაქის ქროსოვერია, ის დადებით შეფასებას იმსახურებს, ფასიც ხელმისაწვდომია ამიტომაცაა ახალგაზრდებში ძალზედ პოპულალური.

მსგავსი სტატიები

ღირს თუ არა მეორადი VW Tiguan-ის შეძენა ?
ღირს თუ არა მეორადი VW Tiguan-ის შეძენა ?
2020-02-18

საქართველოში მომხმარებლებს ძალიან უყვართ კროსოვერები, ისინი გამოირჩევიან მოდური დიზაინით და თანამედროვე ტევადი ინტერიერით. მსუბუქ უგზოობაზე თავს არ ირცხვენენ, საოჯახო საქმეებშიც გვეხმარებიან. მაგალითად ასეთია Volkswagen Tiguan მისი დებიუტი,

2007-14 Nissan X-Trail T31-ის გავრცელებული ხარვეზები
2007-14 Nissan X-Trail T31-ის გავრცელებული ხარვეზები
2020-08-04

დღევანდელ ბლოგ-პოსტში, მეორე თაობის X-Trail T31-ის გავრცელებულ ხარვეზებზე ვისაუბრებ. Nissan X-Trail T31-ის წარმოება 2007 წლიდან დაიწყო და 2014 წლამდე გამოდიოდა. საქართველოში მისი ფასი $4,000-7,500 მერყეობს. ფასი, როგორც ყოველთვის დამოკიდებუ

2008-13 წლის Peugeot 308-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2008-13 წლის Peugeot 308-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-08-12

საქართველოში ბევრი ერიდება Peugeot-ის შეძენას, იმ მარტივი მიზეზით რომ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მომხმარებლები ამბობენ, რომ ხშირად ფუჭდება და სერვისი კი ძვირი ჯდება. დღეს ვისაუბრებ პირველი თაობის Peugeot 308-ის ხუთ გავრცელებულ პრობლემაზე.