2020-03-21

2021 Hyundai Elantra - მომხიბლელი და ეკონომიური

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 


 გასულ კვირას 2020 წლის 18 მარტს, სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Hyundai-იმ ოფიციალურად წარმოგვიდგინა მეშვიდე თაობის Elantra, კორეელებმა ბანალური „რესტაილინგი“-ის მაგივრად სრულიად ახალი კონცეფცია შემოგვთავაზეს. Elantra-მ „Parametric Dynamics"-ის საფირმო სტილი მოირგო. Hyundai აღჭურვილი იქნება 149 ცხენის ძალიანი 2.0 MPI ძრავით და ვარიატორული IVT (intelligent variable transmission) გადაცემათა კოლოფით. კორეელებმა დიზაინთან ერთად საინტერესო სიახლეც შემოგვთავაზეს, Elantra იქნება ჰიბრიდი. მისი ერთრიგა 4 ცილინდრიანი 1.6 GDI ბენზინისა და 32 Kw ელექტრო ძრავა შეძლებს გამოიმუშაოს 139 ცხენის ძალა, რათქმაუნდა როგორც ყველა ჰიბრიდი, მასაც ექნება 1.32 kWh ლითიუმ-იონების ელემენტი (lithium-ion battery). კომპანია გვარწმუნებს, რომ Elantra-ს ჰიბრიდს ქალაქში 100 კილომეტრზე სულ რაღაც 4,7 ლიტრი საწვავი დასჭირდება, თუმცა ეს მონაცემები ჯერ ფურცელზეა და რაიმე კონკრეტული ტესტის შედეგი არაა. რაც შეეხება ინტერიერს, Elantra-ს კოკპიტზე შეგხვდებათ ორი 10,25-იანი ეკრანი აქედან ერთი მულტიმედიას ემსახურება. აუდიო სისტემა იქნება Bose-ს ბრენდის, საბაზისო თუ ტოპ ვერსიები აღჭურვილი იქნება Apple CarPlay , Android Auto, HD Radio და Bluetooth სისტემებით. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს SmartSense და ავტომატურად დამუხრუჭების სისტემა. მოკლედ თუ მსოფლიო კორონავირუსის მიერ გამოწვეულ პანდემიას და კრიზისს მალე დაამარცხებს, Hyundai Elantra-ს წარმოება ამა წლის სექტემბერში დაიწყება.




მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.19
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.19
2020-10-27

Myauto ეს არის კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, სადაც ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. ამ განცხადებებს შორის შეიძლება აღმოაჩინო სხვადასხვა უნიკალური ავტომობილები, დაწყებული რეტროთი დამთავრებული თანამედროვე მოდე

ავტორბოლის  ისტორია და განვითარება საქართველოში
ავტორბოლის ისტორია და განვითარება საქართველოში

Მოტოსპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელიც სიჩქარისა და ადრენალინის მოყვარულებს დედამიწის ყველა კუთხიდან იზიდავს. თუმცა, ძაიან ცოტამ თუ იცის, როგორია მისი შექმნის ისტორია.

გაიცანით Volvo-ს პირველი ელექტრო კროსოვერი
გაიცანით Volvo-ს პირველი ელექტრო კროსოვერი
2020-05-07

Volvo, ეს არის მსოფლიოში აღიარებული ბრენდი, რომელიც ყველაზე უსაფრთხო ავტომობილებს აწარმოებს. მისი სლოგანიც ხო შესაბამისია „VOLVO FOR LIFE“, გასულ წელს შვედურმა კომპანიამ დააანონსა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალსწინებს კლიმატის ცვლილებასთან ბ