2020-03-18

Eleanor - მითოლოგიური პერსონაჟი

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 მითი თუ რეალობა ვინ არის „Eleanor“ ? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ავტოინდუსტრიაში მითოლოგიური პერსონაჟია, ამ სახელით მოიხსენიებენ Mustang-ის საკულტო მოდელს. ყველაფერი კი 1974 წელს დაიწყო, როდესაც კინოეკრანზე H. B. Halicki-ის ფილმი „Gone in 60 Seconds“ გამოვიდა, მთავარ როლს Halicki-ი ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით გამტაცებლებმა რეკორდულ დროში 48 მანქანა უნდა მოიპარონ, მთავარმა გმირმა მანქანებს ქალის სახელები დაარქვა, მაგალითად ასეთი იყო 1973 წლის Ford Mustang კოდური სახელით „Eleanor“. აქედან წამოვიდა ჩვენი საოცნებო მოდელის ზედმეტსახელი. 1974 წლის ფილმში „Gone in 60 Seconds“-ში გადასაღებად გამოყენებული იქნა 1971 წლის Ford Mustang fastback, მას ჩაუტარდა სხვადასხვა მოდიფიკაცია, რათა დამსგავსებოდა 1973 წლის Mach I-ს. ის აღჭურვილი იყო 5.8 L Cleveland V8 ძრავით და გამოიმუშავებდა 284 ცხენის ძალას. ეს არის ნამდვილი „Eleanor“. 

 80-იანი წლებში H. B. Halicki აპირებდა „Gone in 60 Seconds“ მეორე სერიის გადაღებას, მაგრამ 1989 წლის 20 აგვისტოს გადასაღებ მოედანზე ტრაგიკულად გარდაიცვალა. 1995 წელს Halicki-ის ქვრივმა Denice Shakarian Halicki-იმ ჰოლივუდის სხვადასხვა სტუდიებთან და პროდიუსერ Jerry Bruckheimer-თან დაიწყო მოლაპარაკება და აი ისიც, შეთანხმება შედგა, დისნეის შვილობილ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რათა გადაეღოთ გატაცება 60 წამ-ის რიმეიქი, მთავარ როლში Nicolas Cage გვევლინება. თავდაპირველად „Eleanor“-ის როლში სურდათ Ford GT40, მაგრამ იმდენად ძვირი სიამოვნება გამოდიოდა, რომ დაივიწყეს, ასევე პრობლემა იყო ის ფაქტორიც რომ Nicolas Cage-ის სიმარლე 182 მეტრია და რამდენად მოთავსდებოდა ის Ford GT40-ის სალონში ეს კიდევ სხვა საქმეა, ამიტომ საბოლოო არჩევანი 1967 წლის Shelby GT500 Mustang fastback-ზე შეაჩერეს. „Gone in 60 Seconds“-ის პრემიერა 2000 წლის 5 ივნისს შედგა.


 საკულტო მანქანის Shelby GT500-ის დიზაინის განახლებაზე Chip Foose-მა და Steven Stanford-მა იმუშავა, სპეციალურად ახალი ფილმისთვის 12 მანქანა დამზადდა. Shelby GT500 „Eleanor“ აღჭურვილია 400 ცხენის ძალიანი 351 Ford V-8 ძრავით და 5 საფეხურიანი Tremec TKO-ის გადაცემათა კოლოფით, Magnaflow ბრენდის exhaust system-ით, Wilwood-ის სამუხრუჭე სისტემით, დაკიდება კი კომპანია Total Control Products-ის დაუყენეს, საბარგულში გვხდება აზოტის ქვეჟანგი ე.წ „ნიტრო“ (nitrous oxide), რომლის მეშვეობითაც დამატებით „Eleanor“-ის სიმძლავრე 120-125 ცხენის ძალით იზრდება. ეს საოცარი მანქანა 2013 წელს Mecum-ის აუქციონზე ლოტი ნომერი S135 კოლუსალურ თანხად $ 1,000,000-ად გაიყიდა, მაგრამ გული არ გაიტეხო 1967 წლის Ford Mustang Shelby GT500-ის რეპროდუქციის შეკვეთა კომპანია Fusion Motor Company-სთან შეგეძლება, მისი ღირებულება $ 200,000 შეადგენს და 6 თვე რიგში დგომა მოგიწევს.







მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.1
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.1
2020-02-07

ავტოინდუსტრია მეტად მრავალფეროვანია, ჩვენ ადამიანები ვცდილობთ რაიმე უნიკალური მოვიძიოთ, ვიყოთ სხვებისგან გამორჩეულები. დღეს მინდა შემოგთავაზო ის უნიკალური ტრანსპორტი, რისი ნახვაც შეგვიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

აუქციონზე გაყიდული უცნაური ავტომობილები
აუქციონზე გაყიდული უცნაური ავტომობილები
2020-06-24

მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა აუქციონები იმართება, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ რარიტეტული ნივთები, მათ შორის ავტომობილებიც. ზოგადად აუქციონი ეს არის საჯარო გაყიდვის პროცესი, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია კონკურენტუნარიან გარემოში მონაწილე

90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
2020-03-29

2020 წლის 21 მარტს გერმანულ აქუციონზე Ebay.de-ზე განთავსდა მეტად საინტერესო განცხადება. თამამად შეიძლება ითქვას, ეს განცხადება დროში გამოგზაურებს.