2020-03-09

როგორ მოვამზადოთ მოტოციკლი საგაზაფხულოდ

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 როგორც იქნა მოვიდა ნანატრი გაზაფხული, ბუნება გამოცოცხლდა, დღე გადიდდა და ყველანაირ საქმეს ჩვენ ადამიანები უფრო ხალისიანად ვაკეთებთ, მაგრამ გაზაფხულის მოსვლა ყველაზე ძალიან ბაიკერებს უხარიათ. სეზონის მოსვლასთან ერთად საჭიროა ჩვენი მოტოციკლეტები მოვამზადოთ და ჩავუტაროთ აუცილებელი სამუშაოები. გამოცდილმა ბაიკერმა ეს ყველაფერი ხუთი თითივით იცის, მაგრამ  ეს მცირე სტატია უფრო დამწყებ ბაიკერებისთვისაა განკუთვნილი. სეზონის მოსვლასთან ერთად აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ჩვენი მოტოციკლის მდგომარეობა, ხოლო ცვეთადი ნაწილები შევცვალოთ.

ზოგადი დათვალიერება - თუ ზამთარში მოტოციკლი სპეციალური გადასაფარის (Motorcycle Cover) გარეშე გყავდა გაჩერებული, ერთ მშვენიერ დღეს პატარა არსების (იგულისხმება მღრღნელი) მყუდრო ბინას, რომ წააწყდე ჰაერის შემშვებში (air intake system) ან მაყუჩში არ გაგიკვირდეს, ამიტომ სანამ დაქოქავ კარგად დაათვალიერე.

ძველი საწვავი და კოროზია ბაკში - შეიძლება მოტოციკლს დაქოქვა არ უნდოდეს და გაწვალებდეს, ეს კი შეიძლება ბაკში არსებული ძველი, ცუდი საწვავის ბრალიც იყოს, ამავდროულად ბაკს კოროზიაც ჰქონდეს. ამიტომ ბაკიდან ამოვიღოთ ძველი საწვავი და სპეციალური საშუალებით გავწმინდოთ ბაკი და ახალი კარგი ბენზინით სცადე მოტოციკლის დაქოქვა.

საწვავის სტაბილიზატორი - მას შემდეგ რაც ბაკიდან ამოვიღეთ ძველი საწვავი და გავასუფთავეთ სისტემა, შეიძლება დაქოქვის პრობლემა ისევ აღმოგვაჩნდეს, შესაბამისად ახალ საწვავს დაუმატე საწვავის სტაბილიზატორი (Fuel Stabilizer), ის გამოდევნის ბაკში დაგროვილ გაზებსა და ეთანოლს.

ზეთი და ფილტრი - პირველ რიგში შეამოწმე ზეთის დონე, სასურველია სეზონის დაწყებამდე მოტოციკლში ახალი ზეთი ჩაასხა და შესაბამისად ფილტრიც. ზამთარში ნადგომმა ზეთმა შეიძლება კონდენსაცია განიცადოს ამიტომ გარისკვას ჯობია რამდენიმე ასეული ლარი გადაიხადო ზეთში ვიდრე ძრავი გაგიხდეეს საყიდელი.

სხვადასხვა სითხის შემოწმება - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მარტო ზეთი და ახალი საწვავი არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულ მზადყოფნაში გყავდეს მოტოციკლი, აუცილებლად შეამოწმე, ანტიფრიზის მდგომარეობა, ასევე სამუხრუჭე სითხე. ცუდი სამუხრუჭე სითხე მუქი ფერისაა და ის უნდა შეიცვალოს, ხოლო ანტიფრიზი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს, რადგან 3 წლის შემდეგ ვადა გასდის და კარგავს უნიკალურ  თვისებებს

აკუმულიატორი - შეამოწმე აკუმულიატორის მდგომარეობა, თუ დამჯდარია შეეცადე დატენო სპეციალური სატენით, ზოგადად აკუმულიატორს 3-4 წელი აქვს მოქმედების ვადა, შესაცვლელი აკუმულიატორმა შეიძლება მრავალი თავისტკივილი გამოგიწეროს.

ელექტროობა - აუცილებლად შეამოწმე შორი და ახლო განათება, მოხვევის მაშუქები, სამუხრუჭე მაშუქები

ჯაჭვი - შეამოწმე ჯაჭვის მდგომარეობა და აუცილებლად გაწმინდე სპეციალური საპოხი საზეთი სპრეით, ზოგადად ჯაჭვი ყოველ 300-400 კილომეტრის გავლისას იწმინდება.

მუხრუჭები - შეამოწმე მოტოციკლის, როგორც ხუნდების ასევე სამუხრუჭე დისკოს სისქე და რაც მთავარია მუხრუჭის შლანგები კარგად დაათვალიერე.

საბურავები - საბურავები კარგად დაათვალიერე, დამზარული ხომ არაა, შეამოწმე საბურავების წნევა

დადგა ნანატრი წუთები, თუ შენი მოტოციკლეტი პირველ ცდაზე არ დაიქოქა ეს საგანგაშო არაა, უბრალოდ დაინდე სტარტერი და 10 წამზე მეტი არ ატრიალო. როდესაც დაქოქავ დააცადე ძრავს გახურება მაშინვე არ ამუშაო დიდ ბრუნზე. 

მსგავსი სტატიები

Damon Hypersport - მოტოციკლი მომავლიდან
Damon Hypersport - მოტოციკლი მომავლიდან
2020-02-19

7 იანვარს Las Vegas- ში ტექნოლოგიურ გამოფენაზე „Consumer Electronic Show 2020“ -ზე ვანკუვერში ბაზირებულმა სტარტაპ კომპანიამ Damon Hypersport-მა, წარადგინა პირველი ელექტრო მოტოციკლეტი. მას ექნება 21.5 kWh ლითიუმ-იონის ელემენტი, რომელიც გამოი

Yadea G5 - ელექტრო სკუტერი
Yadea G5 - ელექტრო სკუტერი
2020-08-27

რამდენიმე დღის წინ, მეტად საინტერესო სარეკლამო რგოლი ვიხილეთ, სადაც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ვინ დიზელი ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს ჰქონდა ჯეიმს ბონდის როლზე პრეტენზია, მოუწია ჯაშუშის როლის მორგება და საკმაოდ კარგა

2020 Ducati Panigale V2
2020 Ducati Panigale V2
2020-02-03

იტალია ითვლება კულტურის და მოდის ცენტრად ევროპაში. Ducati ეს არის ტიპური ელეგანტური, ტემპერამენტიანი იტალიელი. თქვენს წინაშეა 2020 წლის Panigale V2. მისი დებიუტი 2019 წლის 7 ნოემბერს ქალაქ მილანში, EICMA-ის მოტოციკლეტების შოუზე შედგა.