2020-02-19

Damon Hypersport - მოტოციკლი მომავლიდან

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 7 იანვარს Las Vegas- ში ტექნოლოგიურ გამოფენაზე „Consumer Electronic Show 2020“ -ზე ვანკუვერში ბაზირებულმა სტარტაპ კომპანიამ Damon Hypersport-მა, წარადგინა პირველი ელექტრო მოტოციკლეტი. მას ექნება 21.5 kWh ლითიუმ-იონის ელემენტი, რომელიც გამოიმუშავებს 200 ცხენის ძალას და იწონის 200 კგ-ს. კომპანიის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ მოტოციკლს შეეძლება განავითაროს 322კმ/სთ, ხოლო 0-დან 100-მდე სულ რაღააც 2,5 წამი დაჭირდება. ერთჯერადი დამუხტვით ქალაქში რეკუპერაციის მეშვეობით 480 კილომეტრს გაივლის, ხოლო ტრასაზე 320-ს, ეს იმით ახსნეს რომ ქალაქში მეტი მუხრუჭის გამოყენება გვიწევს.


მოტოციკლი აღჭურვილი იქნება Co-Pilot-ით და 2 X 1080P 360º გრადუსიანი კამერით, რის მეშვეობითაც მგზავრობა მეტად უსაფრთხო გახდება. აღნიშნული ფუნქცია გაანალიზებს საფრთხეებს და მძღოლს შეატყობინებს ვიბრო სიგნალით საჭეზე ან მანათობელი სიგნალით დეშბორდზე.  მოტოციკლის ელემენტის სრულად დამუხტვას 1 საათი დაჭირდება. Damon Hypersport-ის შეძენა შეგვეძლება 2021 წლიდან თუმცა კომპანიაში აცხადებენ რომ სატესტოდ 25 ეგზემპლარს გამოუშვებენ, რომლის ფასიც $ 40,000 იქნება, მაგრამ მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში გვპირდებიან, რომ ფასი $ 25,000-მდე შემცირდება. 




 

მსგავსი სტატიები

როგორ მოვამზადოთ მოტოციკლი საგაზაფხულოდ
როგორ მოვამზადოთ მოტოციკლი საგაზაფხულოდ
2020-03-09

როგორც იქნა მოვიდა ნანატრი გაზაფხული, ბუნება გამოცოცხლდა, დღე გადიდდა და ყველანაირ საქმეს ჩვენ ადამიანები უფრო ხალისიანად ვაკეთებთ, მაგრამ გაზაფხულის მოსვლა ყველაზე ძალიან ბაიკერებს უხარიათ. სეზონის მოსვლასთან ერთად საჭიროა ჩვენი მოტოციკლე

როგორ შევარჩიოთ სკუტერი
როგორ შევარჩიოთ სკუტერი
2020-05-05

საქართველოში საკმაოდ პოპულალურია სკუტერები, ის ეკონომიური და მოქნილი ტრანსპორტია. ალბათ ერთხელ მაინც გვიფიქრია სკუტერი ხომ არ მეყიდა ? მოკლედ ამ სტატიაში ვისაუბრებ თუ როგორ უნდა ავარჩიოთ სკუტერი და რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენისას. დავიწყო

LOTUS C-01 - მოტოციკლი რჩეულებისთვის
LOTUS C-01 - მოტოციკლი რჩეულებისთვის
2020-04-06

შენს წინაშეა Lotus-ის მოტოციკლი C-01, მისმა ფუტურისტულმა დიზაინმა არ შეგანიშონ, ეს არის ბუგატის ყოფილი დიზაინერის Daniel Simon-ის ქმნილება. Daniel-ის მუზა 60-იანი წლების ფორმულა 1-ის ბოლიდი „Lotus 49“ გახლდათ, დანიელს იდეის სისრულეში მოყვან