2020-02-13

2020 HONDA E „იაპონური პონი"

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2019 წლის 12 სექტემბერს  Frankfurt-ის Motor Show-ზე იაპონელებმა ოფიციალურად წარადგინეს კომპაქტური უკანა წმაყვანი ელექტრო მანქანა Honda E. საბაზისო მოდელი, აღჭურვილი იქნება 134 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავით, მისი 35,5 კვს.ლითიუმ-იონის ელემენტი ერთჯერადი დამუხტვით 220 კილომეტრს დაფარავს, ხოლო ელემენტის 80 %-მდე დამუტხვას სულ რაღაც 30 წუთი ენდომება. რაც შეეხება Honda E Advance აღიჭურვება შედარებით მძლავრი ელექტრო ძრავით, რომელიც 154 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს. მანქანა 1.400 კგ-ს იწონის და 0-დან 100-ს 9 წამში ავითარებს. თუ დავაკვირდებით ის 70-იან წლებში გამოშვებულ  პირველი თაობის Civic-ს ჰგავს. 


 Honda E-ს ტრადიციული გვერდითა სარკეები არ ექნება, მის ფუნქციას ჭკვიანი კამერები „Side Camera Mirror System“ ჩაანაცვლებს, ხოლო ინფორმაცია ორი 6-ინჩიან ეკრანზე აისახება, ისინი კოკპიტის კუთხეებში იქნება ჩამონტაჟებული. მის ეფექტურობაზე საუბარი ცოტა ჭირს მანამ, სანამ არ გაიტესტება მოძრაობაში, თუმცა ჰონდას ინჟინრები გვარწმუნებენ, რომ ახალი სისტემის მეშვეობით მანქანის აეროდინამიკა 3,8 %-ით გაუმჯობესდა.


 აღსანიშნავია ისიც რომ მისი მინიმალისტური ინტერიერი შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. კოკპიტში ჰონდას აქვს ორი 12,3 ინჩიანი „Honda Dual Screen“ ეკრანი, საიდანაც შევძლებთ სხვადასხვა საჭირო ფუნქციების ჩართვა გამორთვას. ჰონდას ინჟინრები ასევე გთავაზობენ ერთპედლიან კონტროლს, რაც მძღოლს მანქანის აჩქარებისა და შენელების საშუალებას მხოლოდ ერთი გაზის პედლის გამოყენებით აძლევს. როდესაც გაზის პედალს დააწვები, მანქანა ჩვეულებრივად აჩქარდება, ხოლო, აშვებისას ავტომატური რეგენერაციული მუხრუჭი ამოქმედდება და მანქანას შეანელებს. რათქმაუნდა მას ექნება ABS-იც,  BA (Brake Assist), კრუიზ კონტროლი, უსაფრთხოების ბალიშები და სხვა.  მოკლედ ახალი Honda E საუკეთესო არჩევანია ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვის.  დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ნორვეგია 2020 წლის ზაფხულში მიიღებს Honda E-ს, საბაზისო მოდელის ფასი ევროპაში 29.470 ევრო ეღირება





მსგავსი სტატიები

2020 Geneva Motor Show გაუქმდა
2020 Geneva Motor Show გაუქმდა
2020-03-02

ავტოინდუსტრიის მთავარ ღონისძიებას „Geneva Motor Show“-ს 115 წელი შეუსრულდა, ის 5 მარტს უნდა გახსნილიყო და 15 მარტს დასრულებულიყო, მაგრამ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით 2020-ის „Geneva Motor Show“ გაუქმდა. ორგანიზატორების თქმით ბილეთების

საბურთალოზე საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა
საბურთალოზე საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა
2020-09-17

საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, 10 სექტემბრიდან რამდენიმე გამზირსა და ქუჩაზე ამოქმედდა.

Mercedes-AMG GT Black Series - ინჟინრული შედევრი
Mercedes-AMG GT Black Series - ინჟინრული შედევრი
2020-07-27

შენს წინაშეა ინჟინრული შედევრი, Mercedes-AMG GT Black Series. ამ საოცარი მანქანის კაპოტ ქვეშ, მოდიფიცირებული V-8, 4.0 Twin-Turbo ძრავა იმალება. ის დაწყვილებულია შვიდ საფეხურიან, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან (AMG Speedshift DCT 7G