2020-02-10

2019 RANGE ROVER SPORT HSE

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 


 Range Rover ჩვენს ცნობიერებაში ასოცირდება წარმატებასთან, გვეხმარება ჩვენი ინდივიდუალურობის წარმოჩენაში და ხაზს უსვამს სტატუსს. Range Rover-ის დებიუტი 1970 წელს პარიზში, ლუვრში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Exemplary Work of Industrial Design” შედგა. აღსანიშნავია რომ, 1981 წლამდე მხოლოდ სამ კარიანი მოდელები იწარმოებოდა. 
Range Rover Sport-ის ისტორია 2005 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. მან განიცადა არაერთი განახლება და აი, ისიც 2019 წლის Range Rover Sport HSE, ეს არის ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმის თვალსაჩინო მაგალითი. ავტომობილი აღჭურვილია 3,0 ლიტრის SDV6 დიზელის ძრავით და 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. დიზელის აგრეგატი გამოიმუშავებს 306 ცხენის ძალას და 700 ნიუტონ მეტრს (N.m), ხოლო 0-100 კმ/სთ ავითარებს სულ რაღაც 7,1 წამში. ძრავა იმდენად ჩუმად მუშაობს, შეიძლება ეჭვიც შეგეპაროს და გაგიჩნდეს ლეგიტიმური კითხვა: „ნამდვილად დიზელია“ ?
 ახალი მოდელი აღჭურვილია ისეთი ოფციებით, როგორიცაა Deployable Side Steps, რისი საშუალებითავ შესაძლებელია კარის გამოღებისას ელექტრონულად გამოვიდეს ფეხის დასადები, მატრიცული LED ფარები, ასევე აღჭურვილია Touch pro duo ორმაგი სენსორული ეკრანით, უკანა ხედვის კამერით, MERIDIAN™-ის აუდიო სისტემით და 22 დინამიკით. ეს ხომ მელომანებისთვის ნამდვილი სამოთხეა? ინტერიერი გაწყობილია მაღალი ხარისხის მასალით - უინძორული ტყავის სავარძლებით (Windsor leather), წინა სავარძლებს, რათქმაუნდა, მეხსიერებაც აქვს და 16 მიმართულებით რეგულირებაც შეუძლია, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის.  ყველაზე საინტერესო ის არის რომ, მისი წვა ქალაქში 100 კილომეტრზე 10 ლიტრია, ხოლო საბარგულის მოცულობა 780 ლიტრს შეადგენს.
 Range Rover Sport-ს უგზოობა არ აშინებს, ის სრული ამძრაობითაა და საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ხიდთა შორისი ბლოკირება, Low Traction Launch, ასევე Hill Descent Control, Wade Sensing, რაც მთავარია მარტივად ღილაკზე დაჭერით შეგვიძლია მანქანის კლირენსი 50 mm-თი ავწიოთ ან დავწიოთ.  ამრიგად, მისი ტექნიკური შესაძლებლობები ლაპიდარულია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Range Rover Sport აერთიანებს, გემოვნებას, სტილს, გამოცდილებას, უსაფრთხოებას.  მისი შეძენა შეგიძლიათ თბილისის ლენდ-როვერ იაგუარის ოფიციალურ სადილეროში.


თეგები

მსგავსი სტატიები

2020 Geneva Motor Show გაუქმდა
2020 Geneva Motor Show გაუქმდა
2020-03-02

ავტოინდუსტრიის მთავარ ღონისძიებას „Geneva Motor Show“-ს 115 წელი შეუსრულდა, ის 5 მარტს უნდა გახსნილიყო და 15 მარტს დასრულებულიყო, მაგრამ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით 2020-ის „Geneva Motor Show“ გაუქმდა. ორგანიზატორების თქმით ბილეთების

2021 Lucid Air  ახალი სიტყვა ავტოინდუსტრიაში
2021 Lucid Air ახალი სიტყვა ავტოინდუსტრიაში
2020-01-30

მსოფლიოს საავტომობილო ბაზარს ნელ-ნელა ელექტრო მანქანები იპყრობენ, მაგალითად გამოჩნდა ახალი მოთამაშე Lucid Motors. ეს არის შედარებით ახალი კომპანია, რომელსაც უდიდესი ამბიციები აქვს. ზოგჯერ „Tesla killer“-საც უწოდებენ არა და კომპანიის CEO-ს P

2021 Hyundai Elantra - მომხიბლელი და ეკონომიური
2021 Hyundai Elantra - მომხიბლელი და ეკონომიური
2020-03-21

გასულ კვირას 2020 წლის 18 მარტს, სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Hyundai-იმ ოფიციალურად წარმოგვიდგინა მეშვიდე თაობის Elantra, კორეელებმა ბანალური „რესტაილინგი“-ის მაგივრად სრულიად ახალი კონცეფცია შემოგვთავაზეს. Elantra-მ Parametric Dynamics-ის