2020-02-06

არწივი ნისლიანი ალბიონიდან

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2008 წლის 22 ივლისს „British International Motor Show“-ზე კომპანია ლოტუსმა წარადგინა „project eagle". ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ სამომავლოდ მიგვეღო ისეთი სპორტული მანქანა, როგორიცაა Lotus Evora. თუ აქამდე ხელმისაწვდომი იყო ხისტი Evora GT410 Sport კომპანია Lotus-მა გადაწყვიტა გამოეშვათ ერთგვარი ბიუჯეტური, ამავდროულად ყოველდღიურობაზე მორგებული მოდელი Evora GT410.



 GT410 3,000 გირვანქა სტერლინგით უფრო იაფი ეღირება, ვიდრე Sport ვერსი. მას ექნება ისეთი ოფციები, როგორიცაა: კონდიციონერი, ნავიგაცია, უკანა ხედვის კამერა, Apple CarPlay, რაც მთავარია ხმის იზოლაციაც გაუმჯობესებულია, ინტერიერში დაგხვდება Recaros-ს ბრენდის სავარძლები. Evora GT410-ს დაუყენეს Michelin Pilot Sport 4S-ის ყველა სეზონის საბურავები. რაც შეეხება მონაცემებს: ძრავა იგივე დარჩა 3,5 ლიტრის Toyota 2GR-FE supercharged V6, ის გამოიმუშავებს 410 ცხენის ძალას და 410 ნიუტონ მეტრს, მანქანის მასა კი 1,361 კილოგრამია. შეგიძლია აირჩიო, როგორც 6 საფეხურიანი მექანიკა, ასევე 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, თუმცა limited-slip differential ანუ თვითბლოკირებადი დიფერენციალი, მხოლოდ მექანიკურ კოლოფზეა ხელმისაწვდომი. 0-დან 100 კმ/სთ-ს 4,2 წამში ავითარებს. მისი ფასი ბრიტანეთში : £82,900 გირვანქა სტერლინგიდან იწყება, დღევანდელი კურსით რომ გადავიყვანოთ მივიღებთ $108,283 / 309,440₾  


თეგები

მსგავსი სტატიები

ხუთი სამანქანე ადგილი
ხუთი სამანქანე ადგილი
2020-07-29

ჩვენ შევარჩიეთ 5 ლოკაცია, სადაც ავტომობილით მოგზაურობა განსაკუთრებულად სასიამოვნო იქნება და შთაბეჭდილებებით აგავსებს.

2021 Porsche 911 Turbo S
2021 Porsche 911 Turbo S
2020-03-19

2020 წლის 3 მარტს ფორმულა 1-ის ყოფილმა მრბოლელმა და კომპანია Porsche-ს ამბასადორმა Mark Webber-მა, საზოგადოებას წარუდგინა Porsche 911 Turbo S-ის განახლებული ვერსია. მისი უნიკალური ძარის ფორმები 60-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა.

2022 Cadillac Lyriq - ელექტრო კროსოვერი
2022 Cadillac Lyriq - ელექტრო კროსოვერი
2020-08-10

კონცერნ ჯენერალ მოტორსის ელექტრო კროსვერის, Cadillac Lyriq-ის პრეზენტაცია გაიმართა. მისი წარმოება 2022 წლიდან იგეგმება და ფასი $ 75,000-დან დაიწყება.