2020-02-04

მართვის მოწმობის აღების წესები იცვლება

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2020 წლის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე 4-7 თებერვლის კვირაში მოხდება. ცვლილებების მიხედვით გამოცდა ორ ეტაპად დაიყოფა. პირველი ეტაპი უცვლელად ისევ დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, ხოლო პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში მოგიწევთ, შსს-ს მიერ დამტკიცებულ მარშუტებზე.


ამ კანონპროექტის მიხედვით, შემოდის ახალი კატეგორია „AM“, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება „A2“ ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს. მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, შესაბამისად მათზეც გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.

„A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკიც იცვლება ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი. ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ „AM“ (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. როგორც შსს-ში აცხადებენ, დღეისათვის მოპედის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული.

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას იწვევს. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია - 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი.

 „A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 150 ლარი. რაც შეეხება თეორიულ კომპონენტს, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასური ნაცვლად 40 ლარისა გახდება 20 ლარი.

მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.15
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.15
2020-08-10

დღევანდელი ორშაბათის ტრადიციული ბლოგ-პოსტი, აუცილებლად დაგაინტერესებს. გაგაცნობ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

Audi-იმ ყველაზე მძლავრი ელექტრომობილი დაგვიანონსა
Audi-იმ ყველაზე მძლავრი ელექტრომობილი დაგვიანონსა
2020-11-06

სულ მალე, Audi-ის სერიული ელექტრო მობილი, e-tron GT დღის სინათლეს იხილავს. მიუხედავად კოვიდ პანდემიისა, გერმანიის ქალაქ ნეკარზულმში (Neckarsulm) მდებარე ქარხანა, გაათმაგებული ძალებით მუშაობს. e-tron GT-ის ოფიციალური თიზერიც კი ვიხილეთ, მაგ

Maserati-იმ Hybrid-ის წარმოებას მიჰყო ხელი.
Maserati-იმ Hybrid-ის წარმოებას მიჰყო ხელი.
2020-07-17

2020 წლის შემოდგომიდან ევროპის ბაზრისთვის, ხელმისაწვდომი იქნება Maserati Ghibli Hybrid. ბრენდის ისტორიაში ეს პირველი ჰიბრიდული ავტომობილია.