XX საუკუნის 20-30 იანი წლების ამერიკაზე, რომ ვისაუბროთ თავისუფლად შეგვიძლია პარალელი გავავლოთ 90-იანი წლების საქართველოსთან. ძარცვა, მკვლელობები, კორუფცია. 20-იანი წლებში ჩიკაგოში ჩინოვნიკების უმეტესობა მოსყიდული იყო მაფიის მიერ. მკვლელობები ყოველდღიურ მოვლენად იქცა, ამაში კი მაშინდელი პოლიცია არ ერეოდა, მაშინაც კი, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდებოდა.
ქაოსი და განუკითხაობა გამოიწვია უაზრო რეგულაციამ, სახელდობრ 1920 წლის 17 იანვარს აშშ-ს კონსტიტუციის რიგით მეთვრამეტე შესწორების თანახმად, აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა ალკოჰოლური სასმელების, როგორც წარმოება გაყიდვა, ასევე იმპორტი. ეს შესწორება Prohibition-ის ანუ „მშრალი კანონის“ სახელითაა ცნობილი. „მშრალი კანონის“ მიღებით ყველაზე მეტად მაფიის წევრებმა იხეირეს, კონტრაბანდით უზარმაზარი თანხები იშოვეს, მაგალითად 1925 წლისათვის Al Capone-ს ბანდის შემოსავალი თვეში $ 300,000 შეადგენდა, დღევანდელი ფულით მილიონს უდრის. ჩიკაგო მაფიის ბრძოლის ველად იქცა, ამიტომ მაფიის ერთ-ერთი გავლენიანი და უმდიდრესი ბოსი უსაფრთხოებაზე იწყებს, ფიქრს.
Al Capone-მ მოითხოვა ტყვიაგაუმტარი მანქანის დამზადება, სურვილიც დაუკმაყოფილეს, ეს გახლდათ მწვანე ფერის 1928 წლის Cadillac V8 Town Sedan, Series 341A. მწვანე ფერი იმიტომ აირჩიეს რომ 20-იან წლების ჩიკაგოს პოლიციის მანქანები მწვანე ფერში იყო შეღებილი. ის აღჭურვეს პოლიციის ციმციმებითაც და პოლიციის რადიოთი. მისი შუშები 2,5 სმ-ის სისქისაა და შუშები მხოლოდ 5,08 სანტიმეტრით ჩამოდის, სადაც 45 კალიბრიანი Tommy gun-ის ლულა თავსდება. Al Capone-ს ტანკი აღჭურვილი იყო 5,6 ლიტრის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებდა 90 ცხენის ძალას და ავითარებდა 170 კმ/სთ.
ამ მანქანით სარგებლობდა აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი Franklin D. Roosevelt. ამის შესახებ საიდუმლო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი Michael Reilly თავის მემუარებში წერდა, რომ 1941 წლის 8 დეკემბრის ორშაბათ დღეს, თეთრი სახლიდან პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატაში ალ კაპონეს დაჯავშნული Cadillac V8 Town Sedan-ით მიიყვანეს. ეს გადაწყვეტილება ორმა ფაქტორმა განაპირობა, 1941 წლის 7 დეკემბერს დილის 08:00 საათზე პერლ-ჰარბორზე თავდასხმა განხორციელდა, ხოლო პრეზიდენტის 1939 წლის Lincoln K Series არ იყო დაჯავშნული ამიტომ უსაფრთხოების მიზნით გამოიყენეს ალ კაპონეს ჩამორთმეული მანქანა.
30 წლის შემდეგ ალ კაპონეს კადილაკი 1971 წლის 22 ნოემბერს კოლუსალურ თანხად $37,000 გაიყიდა, რაც დღევანდელი კურსით $246,568 შეადგენს. თუმცა აქ მთავარი მაინც ის იყო რომ ამ მანქანით ისარგებლა 32-ე პრეზიდენტმა Franklin D. Roosevelt-მა.

2006 წლის 20 თებერვალს სოტბის აქუციონზე (RM|Sotheby's) ლოტი N180 , ალ კაპონეს დაჯავშნული 1928 წლის Cadillac V8 Town Sedan $621,500-ად გაიყიდა, ხოლო დღეს ამ მანქანას კომპანია „Celebrity Cars Las Vegas“ ყიდის და მასში $ 1,000,000 ითხოვენ









