2020-01-17

Ford v Ferrari - ტიტანთა ბრძოლა

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2019 წლის 15 ნოემბერს ეკრანზე James Mangold-ის ფილმი Ford v Ferrari ვიხილეთ, სადაც მთავარ როლს ასრულებენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: Matt Damon, Christian Bale, Jon Bernthal. ბიუჯეტი 97,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძვნება.

 ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შორეულ 60-იან წლებში „Ferrari S.p.A“ განიცდიდა ფინანსურ კრიზის, შესაბამისად Enzo Ferrari იძულებული გახდა კომპანიის გასხვისებაზე ეზრუნა. სულ მალე მსურველებიც გამოჩდნენ, ეს იყო „Ford Motor Company“, ამერიკელები მზად იყვნენ „Ferrari S.p.A“-ში $16 მილიონი გადაეხადათ. 1963 წლის მაისის თვეს იტალიას ესტუმრა „Ford Motor Company“-ის 14 დელეგატი.
 20 მაისს მენეჯერებისა და იურისტების მთელი არმია მიუსხდა მოლაპარაკების მაგიდას, წინ უამრავი დოკუმენტი ჰქონდათ წასაკითხი, თუმცა საღამოს 22:00 საათზე Enzo Ferrari-იმ თავის თანაშემწერს Franco Gozzi-ის გასძახა:„andiamo a mangiare qualcosa“ მოდი რამე ვჭამოთ, შეხვედრების ოთახი Enzo Ferrari-იმ თანაშემწესთან Franco Gozzi-სთან ერთად დატოვა ის უკან არც დაბრუნებულა, ოთახში დარჩნენ „Ford Motor Company“-ის 14 დელეგატი, ასე ჩაიშალა გარიგება. საბაბი კი ის იყო რომ Enzo Ferrari-ის სურდა, რომ „Ferrari S.p.A“-ის გაყიდვის შემდეგ „Scuderia Ferrari“ თავად ემართა, კონტრაქტის თანახმად კი ამ ყველაფრის მენეჯმენტი ამერიკელებს უნდა განეხორციელებინათ. 


 განრისხებული, შეურაცხყოფილი Henry Ford II დაბრუნდა Detroit-ში, სადაც გასცა ბრძანება შეექმნათ ისეთი მოდელი, რომელიც გაანადგურებდა Ferrari-ის, ასე და ამგვარად მოევლინა ლეგენდარული Ford GT40.  ფორდმა 1966 წელს ლემანის 24 საათიანი რბოლაში დაამარცხა „Scuderia Ferrari“, ასე მოეღო ბოლო Ferrari-ის მრავალწლიან ჰეგემონიას. დღევანდელი კურსით რომ ვიანგარიშოთ ეს დიდი პროექტი „Ford Motor Company“-ის დაახლოებით $450 მილიონი დაუჯდა, რაც კოლუსალური თანხაა.


2012 წელს SOTHEBY'S-ის აუქციონზე Steve McQueen-ის 1968 წლის Ford GT40, Chassis No. P/1074 (M.10003), $11 მილიონად გაიყიდა. აღნიშნულ მოდელს McQueen დააქროლებდა 1971 წელს John Sturges-ის მიერ გადაღებულ ფილმში „Le Mans“


P.S.
2020 წლის ოსკარის რიგით 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს შედგება, Ford v Ferrari საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მოხვდა.  







მსგავსი სტატიები

Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი
Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი
2020-03-26

Ferrari ყველას არ ჰყავს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის რაღაც ისეთი, ბუმბერაზული, რომელსაც გვერდით ბევრს ვერავის ამოვუყენებთ. თვით Enzo Ferrari გვიჩვენებს, რა შეუძლია ნიჭიერ ადამიანს, თუ მას აქვს რკინის ნებისყოფა. 1984 წელს, 86 წლის გენიოს

ავტომობილის მეტსახელები Vol.2
ავტომობილის მეტსახელები Vol.2
2020-09-11

წინა ბლოგ-პოსტში, ჩვენ ვსაუბრობდით ავტომობილის მეტსახელებზე, რომლებიც 90-იან წლებში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ავტომობილების ბაზრობაზე გაჩნდა. ის იყო უნიკალური ადგილი, სადაც მოისმენდი ათას უცნაურ,თუ საინტერესო ისტორიას, შესაბამისად

საქართველოს სამხედრო გზა და ეშმაკის ეტლი
საქართველოს სამხედრო გზა და ეშმაკის ეტლი
2020-11-09

1901 წლის, 19 სექტემბრის დილის 07:00 საათზე, სამ მანქანიანი კოლონა, ვლადიკავკაზიდან თბილისისკენ დაიძრა. ამ ექსტრემალური მსვლელობის ინიციატორი, რუსეთის იმპერიის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი, თავადი მიხეილ ივანოვიჩ ხილკოვი გახლდათ