2019-12-26

საავტომობილო ბრენდის ლოგოები და მათი წარმომავლობა

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
8 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს ვისაუბრებ რამდენიმე ცნობილ საავტომობილო ბრენდის ისტორიაზე, ასევე ბრენდის ლოგოს შესახებ.  ლოგოს გარეშე ბრენდი ხომ ვერ იარსებებს , ის ვიზუალური გამოხატულებაა იმისა , თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის კომპანია . ლოგო შეიცავს, ბრენდისგან მომხმარებლის მიმართ განსაზღვრულ ყველა მნიშვნელოვან ელემენტს და სიგნალს.  

Bayerische Motoren Werke AG

 თუ შენ ფიქრობ რომ იცი BMW-ს ლოგოს ისტორია და გულში ჩაიხითხითე, ის ხომ დიდი ავიაციიდან მოდისო?  იმედები უნდა გაგიცრუო.  1913 წლის 28 ოქტომბერს ინჟინრებმა Karl Rapp და Julius Auspitzer-მა დაარეგისტრირეს კომპანია სახელად Rapp Motorenwerke , მათი თავდაპირველ პროდუქციას რათქმაუნდა თვითფრინავის ძრავები წარმოადგენდა და პირველი მოსფლიო ომის პერიოდში ამარაგებდნენ როგორც გერმანიის იმპერიის არმიას, ასევე ავსტრია-უნგრეთის იმპერიას, მაგრამ ვერსალის ხელშეკრულების თანახმად პირველ მოსფლიო ომში დამარცხებულ გერმანიას არ ჰქონდა უფლება ეწარმოებინა საავიაციო ძრავები, შესაბამისად  Rapp Motorenwerke-ის ბაზაზე გაჩნდა ახალი კომპანია  „Bayerische Flugzeugwerke AG“ ,  მოგვიანებით კომპანიის სახელი 1922 წელს გადაკეთდა  „Bayerische Motoren Werke“ (BMW)



 BMW-ს ოფიციალური დაარსების თარიღად 1916 წლის 7 მარტი ითვლება,  ხოლო ლოგოში გამოყენებული თეთრი და ცისფერი ფერები არც მეტი არც ნაკლები  ბავარიის დროშის ფერებია თუმცა განსხვავებული თანმიმდევრობით, რადგან არ ქონდათ უფლება ეროვნული სიმბოლიკა გამოეყენებინათ კომერციული მიზნებისთვის.




Mercedes-Benz

  მერსედესის ლოგო ერთ-ერთი ცნობადი და სასურველია , მაგრამ მისი მნიშვნელობა შეიძლება შენც არ იცოდე.  პირველად სამ ქიმნიანი ვარსკვლავი ლოგოს სახით 1909 წელს შეიმუშავეს,  თუმცა სრულყოფილი სახით 1926 წლის 28 ივნისს  გამოჩნდა მას შემდეგ, რაც კომპანია Benz & Cie და Daimler Motoren Gesellschaft გაერთიანდნენ. დაასრდა ახალი კონცერნი Daimler-Benz AG, მათი შეთანხმება კი შემდეგნაირი იყო: პროდუქტი, რომელსაც აწარმოებდნენ სხვადასხვა ქარხანაში , მათი რეალიზაცია განხორციელდებოდა მხოლოდ Mercedes-Benz-ის სახელის ქვეშ, შესაბამისად  ახალ ბრენდს ლოგო ჭირდებოდა ასე შემუშავდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბრენდის სამ ქიმნიანი ლოგო.

 იდეა და დიზაინი  ეკუთვნის Gottlieb Daimler-ს

  1. სამ ქიმნიანი ვარსკვლავი აღნიშნავს : დომინანტობას მიწაზე, წყალში და ცაში
  2. დაფნის გვირგვინი : ანტიკური ხანიდან ცნობილია, როგორც გამარჯვების, დიდების, ძლევამოსილებისა და მშვიდობის სიმბოლოდ


Volkswagen

  ამ კომპანიის ისტორია 1933 წლის შემოდგომაზე ბერლნიში სასტუმრო „Hotel Kaiserhof“-ში დაიბადა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ : მომავალი გერმანიის რაიხსკანცლერი Adolf Hitler , Ferdinand Porsche და Daimler-Benz-ის წარმომადგენელი  Jacob Werlin. 

 30-იან წლებში მანქანა ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, შესაბამისად  Hitler-ის მოთხოვნა იყო შექმნილიყო გამძლე , სახალხო მანქანა 1934 წელს Ferdinand Porsche-მ უკვე ფიურერს წარუდგინა სახალხო მანქანის ნახაზები , მალევე კონტრაქტიც გაფორმდა და ჩაეყარა საძირკველი სახალხო მანქანის შექმნას

  Volkswagen-ის ლოგოში   V და W ერთმანეთშია შერწყმული 

  1. V იშიფრება როგორც „Volks“, რაც გერმანულად ნიშნავს ხალხს
  2. W იშიფრება როგორც „Wagen”, რაც ნიშნავს მანქანას.

Audi

 1932 წელს გერმანიის პატარა ქალაქში Zwickau-ში ოთხი კომპანია: Audi, DKW, Horch, Wanderer გაერთიანდა და მათ ბაზაზე შეიქმნა კონცერნი „Auto Union“ კომპანიის ლოგოდ კი ოთხი რგოლი შეირჩა, რაც „Auto Union“-ში გაერთიანებულ კომპანიებს აღნიშნავს დროთა განმალობაში აუდის ლოგო მცირედ ცვლილებებს განიცდიდა თუმცა მთავარი კონცეფცია უცვლელად დატოვეს.



Toyota

იაპონელები თავდაპირველად საკერავ მანქანებს აწარმოებდნენ , კომპანია 1924 წელს Sakichi Toyoda-მ დაარსა თუმცა მოგვიანებით მისმა შვილმა Kiichiro Toyoda-მ გადაწყვიტა ევროპაში და ამერიკაში შეესწავლა ავტოინდუსტრია. მანქანების წარმოება 1933 წელს დაიწყეს , ხოლო ოფიციალურად ახალი კომპანია სახელწოდებით „ Toyota Motor Company” 1937 წლის 28 აგვისტოს დაარსეს. 

Toyota-ს ლოგო შედგება 3 ოვალისგან

  1. შიდა ორი ოვალი მომხმარებლისა და კომპანიის ურთიერთობას უსვამს ხაზს „ნდობას“ ასევე ეს ორი ოვალი „ T “ -ს ქმნის ანუ Toyota
  2. მესამე დიდი ოვალი კი მსოფლიოს აღმნიშვნელია
  3.  თუმცა არის მესამე ვერსიაც , ტოიოტას ლოგო მთლიანობაში კომპანიის სახელის აღმნიშვნელია 



Honda

 1937 წელს Soichiro Honda  თავდაპირველად აწარმოებდა ძრავის ნაწილებს , სახელდობრ დგუშის რგოლებს (Поршневые кольца) Toyota-სთვის თუმცა მისი საქმიანობა მეორე მსოფლიო ომმა დააზარალა, საწარმო რამდენჯერმე მოჰყვა საავიაციო დაბომბვის ქვეშ.  ნახევრად დანგრეული ქარხანა მან Toyota-ს მიჰყიდა ¥450,000 იენად. 1948 წელს მან დაარსა კომპანია Honda Motor Co., Ltd. და დაიწყო მოტოციკლეტების წარმოება,  მისი საქმიანობა წარმატებული აღმოჩნდა , 1954 წელს იაპონიაში ის ფლობდა ბაზრის 15 % ხოლო 1959 წელს აშშ-ში დაარსდა შვილობილი კომპანია „American Honda Motor Company, Inc“  Honda-მ მანქანების წარმოება მხოლოდ 1963 წელს დაიწყო , მისი პირველი მანქანა იყო Honda T360.

რაც შეეხება Honda-ს ლოგოს :  ის ძალიან მარტივია, ცენტრში   დამაარსებლის Soichiro-ს გვარის აღმნიშვნელია.




Porsche

 ჩვენთვის კარგად ნაცნობი პორშეს ლოგო ამ სახით პირველად 1952 წელს Porsche 356 Pre-A საჭეზე გამოჩნდა.  ყველაფერი კი 1951 წელს New York-ის ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, როდესაც Ferry Porsche-ს საქმიანი ვახშამი ქონდა ამერიკაში პორშეს წარმომადგენელთან Max Hoffman-თან. Max-ი არწმუნებდა Ferry-ის რომ გაყიდვების წარმატებისთვის საჭირო იყო კომპანიას ქონოდა ლოგო და ძარაზე მარტო წარწერა „Porsche“ არ იყო საკმარისი, ასევე Max-მა ხელსახოცზე დაუხატა ესკიზივით რათა უკეთ გაეგო  Ferry Porsche-ს თუ რას გულისხმობდა ამერიკელი მეგობარი, რომელსაც სწყუროდა მეტი პროდუქტი გაეყიდა სამშობლოში.

 გერმანელები მალევე შეუდგნენ იდეის განხორციელებას,  მთავარი ამოცანა  ხო ცნობიერების ამაღლება გახლდათ და ამერიკული ბაზრის დაპყრობა ? 

ლოგოს დიზაინზე იმუშავა Franz Xaver Reimspieß-მა

  1. უკანა ნაწილზე Württemberg-ის ფარია გამოსახული
  2. ფერები და ირმის რქები ოლქის სიმბოლიკას წარმოადგენს
  3. შუაში ორ ფეხზე შემდგარი შავი ცხენი Stuttgart-ის სიმბოლოა, რაც ძალას და წინსვლას ასახავს





Alfa-Romeo

 შეიძლება სუბიექტური ვარ მაგრამ Alfa-Romeo-ს ლოგო ყველაზე გრაციოზულია.  კომპანია 1906 წელს ფრანგმა ინჟინერმა Alexandre Darracq-მა იტალიური ინვესტიციების დახმარებით  ქალაქ ნეაპოლში დაარსა. თავდაპირველი  სახელწოდება იყო Società Anonima Italiana Darracq (SAID) თუმცა ნეაპოლიდან მალევე მილანში გადაბარგდნენ, სადაც ააშენეს ქარხანა Alfa Romeo Portello Plant.

 1909 წელს იტალიური მანქანების „Darracq“ გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო , ამიტომ Ugo Stella-მ , რომელიც კომპანიის თავმჯდომარე გახლდათ მიიღო გადაწყვეტილება დაერსებინა ახალი კომპანია სახელწოდებით : A.L.F.A. (Anonima Lombarda Fabbrica Automobili) პირველი მსოფლიო ომმა ყველაფერი უკან დახია , A.L.F.A-მ სამი წლით შეწყვიტა ავტოწარმოება.

1915 წელს A.L.F.A-ს მართველობა გადაიბარა Nicola Romeo-მ. ხოლო სახელწოდება 1920 წელს შეუცვალეს და მივიღეთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი Alfa-Romeo .

Alfa-Romeo-ს ლოგო შემდეგნაირად იშიფრება :

  1. მარცხნივ თეთრ ფონზე წითელი ჯვარი ქალაქ მილანის სიმბოლოა, მილანი ხომ ალფა რომეოს სახლია.
  2. მარჯვნივ კი მილანის ყველაზე გავლენიანი ოჯახის ვისკონტების გერბია მოცემული







Ferrari

  მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში მოქალაქეები, რომ გავაჩეროთ და ვკითხოთ თუ რომელია მათი ოცნების მანქანა, უმრავლესობა დაუფიქრებლად გვიპასუხებს „Ferrari”-ის  დიახ Enzo Ferrari იყო ადამიანი, რომელიც ბავშობიდან ოცნებობდა მრბოლელობაზე ,  დიდი შრომის ფასად მან შეძლო გამხდარიყო ჯერ Alfa-Romeo-ს  მრბოლელი, შემდეგ კი  შეექმნა მსოფლიოში ცნობილი ბრენდი.  Ferrari-ის ლოგოს ისტორია იწყება 1923 წლის 17 ივნისიდან, როდესაც Enzo-მ მოიპოვა პირველი გამარჯვება „Circuito di Savio“-ის რბოლაში. 17 ივნის , როდესაც ახალგაზრდა მრბოლელი Enzo Ferrari ემზადებოდა სახლში Modena-ში დასაბრუნებლად მოულოდნელად მას გააცვნეს პირველი მსოფლიო ომის გმირის Francesco Baracca-ს მშობლები: გრაფ  ენრიკო ბარაკა და მისი მეუღლე პაულინა.  გრაფინიას ენცოსთვის უთქვამს, რომ  თავის ავტომობილებზე, მისი შვილის საყვარელი ემბლემა, ყალყზე შემდგარი შავი ცხენი გამოესახა  ეს მას იღბალს მოუტანდა.  

 Enzo-მ შავი ცხენი ყვითელ ფონზე მოათავსა , ასევე დაუმატა წითელი თეთრი და მწვანე ფერებიც

  1. ყალყზე შემდგარი შავი ცხენი იტალიელი პილოტის Francesco Baracca-ს თვითფრინავზე იყო გამოსახული
  2. ყვითელი ქალაქ Modena-ს ფერია, Modena კი Enzo Ferrari-ის დაბადების ადგილია
  3. თავზე მოთავსებული წითელი თეთრი და მწვანე ფერები კი იტალიის ფერებია
  4. ქვემოთ ცხენის ფეხებთან ორი სიმბოლო „S” და „ F” Scuderia Ferrari-ის აღმნიშვნელია, ხოლო იტალიურად სიტყვა „Scuderia“ კი გუნდს ნიშნავს.

 პირველად Ferrari-ის ლოგომ სინათლე 1932 წელს Alfa Romeo 8C 2300 Spiders-ის ბოლიდზე  იხილა,  სადაც „Scuderia Ferrari" იღებდა მონაწილეობას ბელგიაში გამართულ რბოლაში „ Spa 24 Hours“  ხოლო  1947 წელს Ferrari -იმ გამოუშვა თავისი პირველ მანქანა Ferrari 125 S










Lamborghini

  არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ბავშობაში არ უოცნებია Lamborghini-ზე.  ამ კომპანიის ისტორია 60-იან წლებში დაიწყო ,  Ferruccio Lamborghini წარმატებული ბიზნესმენი იყო , მას ჰყავდა მრავალი ელეგანტური, სპორტული მანქანები მათ შორის იყო Ferrari 250 GT.  Ferruccio Lamborghini-ის არ მოსწონდა მისი მანქანის გადაბმულობა , შესაბამისად პრეტენზიით მიმართა Ferrari-ის ქარხანას, სადაც Enzo Ferrari-იმ საკმაოდ უხეშად უპასუხა , რომ Ferruccio-ს სპორტულ მანქანებში არაფერი გაეგებოდა და ეს არ იყო Ferrari-ის წუნი , განრისხებული და შეურაცხყოფილი Ferruccio Lamborghini , რომელიც ტრაქტორებს აწარმოებდა საკმაოდ წარმატებით, მისივე ქარხანაში დაშალა Ferrari 250 GT, სადაც აღმოაჩინა , რომ მანქანისა და ტრაქტორის რაღაც დეტალები ერთმანეთს ჰგავდა და პრობლემაც აღმოფრა.  მან დაისახა მიზნად შეექმნა ისეთი მანქანა, რომელიც გაუწევდა კონკურენციას Ferrari-ის , ასე და ამგვარად 1963 წელს Sant'Agata Bolognese-ში დაარსდა კომპანია Lamborghini.

რაც შეეხება Lamborghini-ის ლოგოს

  1. ხარი არის კომპანიის დამაარსებლის Ferruccio Lamborghini-ის ზოდიაქოს ნიშანი „კურო“
  2. Ferruccio კორიდის მოყვარულიც ყოფილა. სწორედ ამიტომაა ლოგოზე გამოსახული გამძვინვარებული ხარი , რომელიც მზადაა, ყველა გაანადგუროს, ვინც კი გზაზე დაუდგება.

 


 

მსგავსი სტატიები

Eleanor - მითოლოგიური პერსონაჟი
Eleanor - მითოლოგიური პერსონაჟი
2020-03-18

მითი თუ რეალობა, ვინ არის „Eleanor“ ? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ავტოინდუსტრიაში მითოლოგიური პერსონაჟია, ამ სახელით მოიხსენიებენ Mustang-ის საკულტო მოდელს. 1967 Ford Mustang Shelby GT500 fastback

$1 მილიონ დოლარად შეფასებული Al Capone-ს მანქანა
$1 მილიონ დოლარად შეფასებული Al Capone-ს მანქანა
2020-01-24

XX საუკუნის 20-30 იანი წლების ამერიკაზე, რომ ვისაუბროთ თავისუფლად შეგვიძლია პარალელი გავავლოთ 90-იანი წლების საქართველოსთან. ძარცვა, მკვლელობები, კორუფცია. 20-იანი წლებში ჩიკაგოში ჩინოვნიკების უმეტესობა მოსყიდული იყო მაფიის მიერ. მკვლელობე

Mercedes-Benz G-Wagen - ნაწილი პირველი
Mercedes-Benz G-Wagen - ნაწილი პირველი
2019-11-26

აგერ უკვე 40 წელია რაც სინათლე იხილა და დაიპყრო მრავალი ადამიანის გულები. 13 წლის ვიყავი პირველად ქუჩაში, რომ ვნახე G კლასის W461 ყველგანმავალი და იმ დღიდან , დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორიაც. ეს ის პერიოდია , ეკონომიკური კრიზისი საქართ