2019-12-24

James Bond-ის მანქანები

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
4 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 გასულ კვირას, ვიხილეთ  James Bond-ის რიგით 25-ე ფილმის „No Time To Die “-ის პირველი ტრეილერი. ფილმის სცენარზე ფიბი უოლერ-ბრიჯმა იმუშავა, მისი პრემიერა ბრიტანეთში 2020 წლის 3 აპრილს, ხოლო აშშ-ში 8 აპრილს შედგება. James Bond-ზე შექმნილ ფილმებში გამორჩეული ადგილი ელეგანტურ  მანქანებს უკავია, მაგალითად 25-ე ფილმში „No Time To Die “ ისეთი ცნობილი მანქანები გვხვდება, როგორებიცაა:

Aston Martin DB5

 გლამურული სიბერე გემოვნება, რომელიც არ ბერდება. GT კლასის DB5 იწარმოებოდა 1963-1965 წლებში. აბრევიატურა „DB“ კი კომპანიის მფლობელის სახელსა და გვარზე მიგვითითებს David Brown. ის აღჭურვილია 4,0 ლიტრის ძრავით და 4 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. 280 ცხენის ძალა, 390 ნმ. და 5,500 ბრუნი. 0-დან 100 km/h-ს ავითარებს 8,1 წამში.
 პირველად DB5 ვიხილეთ 1964 წლის ფილმში „Goldfinger", მთავარ როლს შონ კონერი ასრულებს, ასევე DB5 შეგხვდებათ ჯეიმს ბონდის სხვადასხვა სერიებში : Thunderball (1965)-ში, GoldenEye (1995), Tomorrow Never Dies (1997), Casino Royale (2006), Skyfall (2012), No Time To Die (2020)



Aston Martin V8 Vantage Series II 

 ზოგჯერ მას „British Muscle car"-ად მოიხსენიებენ. მისი 5,3 ლიტრის V-8 ძრავი, გამოიმუშავებს 395 ცხენის ძალას. 0-დან 100 km/h-ს ავითარებს 5,3 წამში. მეორე სერიის 1985 წლის Aston Martin V8-ის ხილვა შეგიძლიათ 1987 წლის ფილმში „The Living Daylights“, აგენტ 007-ის როლს ასრულებს ტიმოთი დალტონი.

 
Land Rover Series III 

 ლეგენდარული ყველგანმავალის ისტორია 1948 წლის 30 აპრილს დაიწყო და  I, II ,III სერიის მოდელები 1983 წლამდე იწარმოებოდა. ამ ლეგენდარული ყველგანმავლის ინსპირაცია Willys MB-დან წამოვიდა.

Land Rover Defender (L663)

 2019 წლის 10 სექტემბერს Frankfurt-ის ავტო შოუზე შედგა განახლებული 2020 წლის Defender-ის დებიუტი. საზოგადოება შოკირებული დარჩა, „ტრადიციები წაართვეს“ დეფენდერი არასდროს ყოფილა კომფორტული პრემიუმ სეგმენტის მანქანა, თუმცა კომპანია გვარწმუნებს, რომ ახალი Defender ყველაზე ძლიერი და გამძლე მოდელია Land Rover-ბის ხაზში.

 

Range Rover Classic

 პირველი პროტოტიპული მოდელი (SYE 157F) 1967 წელს შეიქმნა, ხოლო 1969 წელს დაასრულეს პროტოტიპულ მოდელზე მუშაობა. მისი დებიუტი 1970 წელს შედგა პარიზში, ლუვრში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე სახელწოდებით: „exemplary work of industrial design" თავდაპირველად 1981 წლამდე მხოლოდ 3 კარიანი მოდელები იყო ხელმისაწვდომი. ის არის მდიდრების ერთ-ერთი საყავრელი ყველგანმავალი.  

 

Aston Martin DBS Superleggera

 2018 წლის ივნისში, კომპანია Aston Martin-მა ონლაინ წარადგინა დახვეწილი, გემოვნებიანი, ცოტა აგრესიული DBS Superleggera. დახვეწილობასთან ერთად ის ძალიან სწრაფიცაა, მას აქვს 5,2 ლიტრის V-12 ცილინდრიანი Twin-Turbocharged ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 715 ცხენის ძალას 6,500 ბრუნს და 900 ნ⋅მ აჩქარებას რაც შეეხება: 0 დან 100 km/h -ს ავითარებას 3.4 წამში. მისი ფასი $ 304,995 = 905,682 ლარი

 Aston Martin Valhalla

 ბრიტანელების ჰიპერმანქანის AM-RB 003 -ის სახელი „Valhalla" სკანდინავიური მითოლოგიიდან მოდის და ნიშნავს „მებრძოლთა სამოთხე“- ს. ეს არის ექსკლუზიური მოდელი, რომელიც 500 ეგზემპლარად იქნება ხელმისაწვდომი, ფასიც შესაბამისი $1,2 მილიონი ეღირება.  მის დიზაინზე მუშაობდნენ Miles Nurnberger და Adrian Newey. ეს ჰიპერმანქანა წარმოადგენს ბრიტანელებისა და Red Bull Racing-ის თანამშრომლობის შედეგს. Valhalla -ის მონაცემები შემდეგია: 1,350 კგ და  986 ცხენის ძალა. სამწუხაროდ ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია ამ მოდელზე არაა ხელმისაწვდომი.

 












Jaguar XF  

 დიზაინერ Ian Callum-ის შედევრი (X250), საზოგადოებამ პირველად 2007 წელს ფრანკფურტის ავტო შოუზე (IAA - Frankfurt Motor Show) -ზე იხილა. ეს არის პრემიუმ კლასის სედანი , ახალმა XF -მ ჩაანაცვლა უკვე მოძველებული Jaguar S-Type. განახლებული მეორე თაობის Jaguar XF (X260)-ის დებიუტი შედგა 2015 წლის ნიუ-იორკი -ის საერთასორისო ავტო შოუზე  (New York International Auto Show) და დღემდე წარმატებით იწარმოება.  ყველაზე ბიუჯეტური Jaguar XF 20d-ის ფასი $52,460-დან იწყება.


Scrambler 1200 და  Triumph Tiger 900

 25-ე ფილმში „No Time To Die“ სხვადასხვა მანქანებთან ერთად ვიხილავთ ორ მოტოციკლეტს: Scrambler 1200 და Triumph Tiger 900-ს James Bond -ის შესახებ გადაღებულ ფილმებს თუ გადავხედავთ, 007-ს ძირითადად მოტოციკლეტით დამნაშავეები მისდევენ.


 




















მსგავსი სტატიები

2020 Honda Odyssey - ოჯახის მეგობარი
2020 Honda Odyssey - ოჯახის მეგობარი
2020-04-08

აოჯახო ავტომობილის შეძენისას, ბევრი ფიქრი გვიწევს, ბაზარზე არჩევანი ფართოა, მაგრამ ყველა ვერ აკმაყოფილებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: უსაფრთხოება, კომფორტი, ტევადობა. მაგრამ თუ კარგად მოვძებნით, აღმოვაჩენთ ასეთ მშვენიერ საოჯახო მანქანას,

2020 Mercedes-Maybach S650 Night Edition
2020 Mercedes-Maybach S650 Night Edition
2020-06-11

ეს არის 2020 წლის ულტრამდიდრული Mercedes-Maybach S650 „Night Edition“, ექსკლუზიურად ამერიკული ბაზრისთვის წარმოებული. ამ ავტომობილის შეძენა ყველას არ შეეძლება, რადგან სულ 15 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი.

2021 Ram TRX-ის დებიუტი შედგა
2021 Ram TRX-ის დებიუტი შედგა
2020-08-18

10 წლის წინ, ჩვენ ვიხილეთ Ford F-150 Raptor-ის დებიუტი. ფორდს, როგორც ასეთი პირდაპირი კონკურენტი დღემდე არ ყავდა, თუმცა მისი ჰეგემონია დასასრულს მიუახლოვდა, რადგან დიდიხნიანი ლოდინის შემდეგ კულისებიდან გამოვიდა, ღირსეული კონკურენტი 2021 წლი